ლოცვის შესახებ

 

1. რა არის ლოცვა

2. შეხსენება

3. მისალმება

4. მრწამსი

5. სრულყოფილი ლოცვა

6. უმთავრესი ლოცვები

 

1. რა არის ლოცვა

 

ლოცვა უდიდესი საჩუქარია ღვთისა. ლოცვა ქრისტესგან უნდა ვისწავლოთ. წმიდა წერილი მოგვითხრობს, თუ როგორ ხშირად ლოცულობს ქრისტე. ლოცვა შეიძლება იყოს თავისუფალი და დაზეპირებულ იც. ამ უკანასკნელს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ჩვენი გული და ზრახდა ქრისტესკენაა მიპყრობილი.

ქრისტიანული ლოცვა მოითხოვს ნებასა და შეგნება იმისა, თუ რა არის ლოცვა. გადამწყვეტი ლოცვის შინაარსია. არავითარი აზრი არ აქვს ლოცვის წაკითხვას, თუ მისი შინაარსი გაშინაგანებული არ იქნა. რადგან ამ დროს დიდია საშიშროება ბრძოლისა საკუთარი პირფერობის წინააღმდეგ და ამ ბრძოლის წაგების. ამიტომ თუ ადამიანი ამის მოთხოვნილებას იგრძნობს, შუეძლია თავისი სიტყვებით მიმართოს მის მხსნელს.

არსებობს ყოველდღიური ლოცვის ძირითადი ჩონჩხი, რომელიც პირჯვრის ლოცვისა და დიდებისგან შედგება, რომელიმე შესაფერისი ჰიმნისა და “მამაო ჩვენოსგან”; დილას ხშირად ზაქარიას ჰიმნით, საღამოს მარიამისა (მაგნიფიკატით); ფსალმუნები (დილით, და საღამოს), ანგელუსი (შუადღით) და ბიბლიური საკითხავები. ცხადია, ყოველდღიური როზარიო სასურველია, თუმცა მლოცველთა სულიერ მოთხოვნილების გათვალისწინებით შეიძლება იქნას გამოტოვებული.

სხვა ლოცვები უამრავი და მრავალფეროვანია, ამიტომ ნებისმიერს თვითონვე შეუძლია აირჩიოს თემისა და სულიერი ხასიათის მიხედვით. ანდა შეუძლია თავისი სიტყვებითაც (ან უსიტყვოდ) მიმართოს ღვთის პიროვნებას, იესოს თუ სული წმიდას, რაც მეტად სასარგებლოა. მოკლედ, ამაში მორწმუნეს ფართო თავისუფლება აქვს, რათა ილოცოს თავისივე სულიერი მოთხოვნილების მიხედვისდა მიხედვით.

 

2. შეხსენება

 

გახსოვდეს შენი დღევანდელი ყოფნა (Memento Tuum Esse Hodie)

 

ადიდე ღმერთი,

მიბაძე ქრისტეს,

მოწიწება ღვთისმშობელს,

და წმიდანებს,

ანგელოსთ მოხმობა,

სამშვინველზე ზრუნვა,

ხორცის დამორჩილება,

სიქველის შეთხოვნა ღვთისგან.

ნაცოდვილარის ზღვევა,

სამოთხის მიზნად ქონა,

ჯოჯოხეთს გარიდება,

მარადისობის ჭვრეტა,

დროის კარგად მოხმარება,

მოყვრისთვის ნუგეშცემა,

წუთისოფელთან სიფრთხილე,

დემონებს ბრძოლა,

ვნებათა დამუხრუჭება,

მუდამ ლოდინი გარდაცვალების

სამსჯავროსათვის მზადება.

 

 

3. კათოლიკური მისალმება (Laudetur)

 

მუხლი: ქებული იყოს იესო ქრისტე!

პასუხი: მარადის უკუნისამდე, ამენ!

 

4. მრწამსი

 

მცირე მრწამსი

(სამოციქულო)

 

მწამს ღმერთი, მამა ყოვლისმპყრობელი, შემოქმედი ცისა და ქვეყნისა,

და იესო ქრისტე, ძე მისი მხოლოდშობილი,

უფალი ჩვენი,

რომელიც ჩასახულია სული წმიდისგან,

შობილი ქალწული მარიამისგან,

ვნებული პონტოელი პილატეს ბრძანებით,

ჯვარცმული, მკვდარი და დამარხული,

ჩასული ჯოჯოხეთს,

მესამე დღეს აღმდგარი მკვდრეთით,

ცად ამაღლებული და მჯდომარე მარჯვენით ღვთისა, მამისა ყოვლისმპყრობელისა,

საიდანაც იქნება მომავალი განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა,

 

მწამს სული წმიდა,

წმიდა კათოლიკე ეკლესია,

თემი წმიდათა,

მიტევება ცოდვათა,

ხორცის აღდგომა,

საუკუნო ცხოვრება,

ამენ.

 

 

დიდი მრწამსი

(ნიკეა-კონსტანტინეპოლის)

 

მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყნისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.

ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენი ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცი შეისხა სულისა წმიდისა მიერ, მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცდა.

და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელ პილატესა ზე, ივნო და დაეფლა.

და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

და კვალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცოცხალთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან და ძისაგან* გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

 

* აღმოსავლური წესის კათოლიკე ეკლესიებს აქვთ უფლება წარმოსთქვან მრწამსი საკუთარი ტრადიციის მიხედვით ანუ “და ძისაგან”-ის გამოტოვებით.

 

 

 

5. სრულყოფილი ლოცვა

 

 

მამაო ჩვენო (Pater Noster)

 

მამაო ჩვენო,

რომელიცა ხარ ცათა შინა,

წმიდა იყოს სახელი შენი,

მოვიდეს სუფევა შენი,

იყოს ნება შენი,

ვითარცა ცათა შინა,

ასევე ქვეყანასა ზედა,

პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს,

და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი

ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა

და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელსა

არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

ამენ.

 

6. უმთავრესი ლოცვები

 

პირჯვრის გამოსახვა (In Nomine)

 

სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, ამენ.

 

დიდება ყოვლადწმიდა სამებას (Gloria Patri)

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, ვითარცა პირველად იყო, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 

მოკითხვა ანგელოზისა (Ave Maria)

 

გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთან არს. კურთხეული ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულია ნაყოფი მუცლისა შენისა, იესო.

წმიდაო მარიამ, დედაო ღვთისაო, მეოხ გვეყავ ჩვენ, ცოდვილთა, აწ და ჟამსა სიკვდილისა ჩვენისასა, ამენ.

 

ზეცის დედოფალო (Regina Caeli)

 

ზეცის დედოფალო, იხარე,

ჰალილუია.

ვისი ტარების ღირსიც იყავი,

ჰალილუია.

იგი აღდგა, როგორც აღთქვა,

ჰალილუია.

შესთხოვე ღმერთს ჩვენთვის,

ჰალილუია.

აღტაცებით გაიხარე, ქალწულო მარიამ,

ჰალილუია.

რადგან უფალი ჭეშმარიტად აღდგა,

ჰალილუია.

 

ვილოცოთ – ყოვლისშემძლეო ღმერთო, შენ აღაფრთოვანე სამყარო შენი ძის, იესო ქრისტეს აღდგომით. მოგვეცი, შეგთხოვთ, რომ ქალწული დედა მარიამის მეოხებით ვიგემოთ დაუსრულებელი სიცოცხლის სიტკბოება. უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეთი, ამენ.

 

მფარველი ანგელოზისადმი (angele Dei)

 

ღმერთის ანგელოზო, ხარ ჩემი მფარველი,  მე შენ მოგნდობივარ ღმერთისა წყალობით,

მინათე, დამიფარე, მიწინამძღვრე და მმართე.

 

მიცვალებულთათვის (Requiem eternam)

 

განსვენება საუკუნო მიანიჭე მათ უფალო,

და ნათელითა სამარადისოითა განანათლე ისინი.

განისვენონ მშვიდობით.

ამენ.