საიტი geocatholics.com შექმნილია საქართველოს სახელმწიფოს გარეთ მცხოვრები ქართველი კათოლიკე საერო პირების მიერ. საიტზე გამოქვეყნებული ყოველი სტატია წარმოადგენს მხოლოდ კონკრეტულ პირთა კერძო მოსაზრებას. ამასთანავე, სარედაქციო ჯგუფი იმყოფება ევქარისტიულ თანაზიარებაში მის უწმინდესობა პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტესთან და შესაბამისად სრულად იზიარებს კათოლიკე ეკლესიის სწავლებას. ჩვენ, უცხოეთში მცხოვრები ქართველი კათოლიკეები მიზნად ვისახავთ წმინდა რომის კათოლიკე ეკლესიის სწავლების, მისი იერარქიის, პოლიტიკური, ისტორიული და კულტურული გამოცდილების შესახებ ქართულენოვანი მკითხველისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საიტზე გამოქვეყნებული არადოქტრინალური სახის ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის პოზიციად და არც სხვა რომელიმე კათოლიკური ეპარქიისა თუ ადმინისტრაციის პოზიციად.
პატივისცემით,
გიორგი ქორიძე
დავით ივერიელი
პაატა ბოლოთაშვილი