წინსვლა ნამდვილად შეინიშნება. როგორც იქნა, გავცდით აჩხოტს და ჩამოვედით ხოჯევანქთან. კიდევ ერთხელ გაუღიმა ზეცამ ქართულენოვნებს, კიდევ ერთხელ დახუჭა თვალი მათ ეთნორელიგიურ კარჩაკეტილობაზე და ქურუმული მიდრეკილებები შემწყნარებლობის საბურველში გაუხვია. მაგრამ გამგებმა ვერ გაიგო. მოსალოდნელისამებრ, ყური აქვთ და სხვა რამ ესმით. თვალი აქვთ და სხვას ხედავენ. რა არის ერთი ნაწილი რელიგიური უმცირესობებისათვის საჯარო იურიდიული სტატუსი ასეთი, რომ [...]
დღეს მორიგი პეტრე-პავლობაა. რას ამბობენ ამ დღით დაინტერესებული ადამიანები?! მაგალითად, პეტრესა და პავლეზე ხშირად გაიგებთ, ეკლესიის პირველი ათწლეულების თავკაცებიო. თუმცა რომელი ეკლესიის ?! მისი ათასნაირი გაგება არსებობს. ზოგი ქვებს ეძახის ეკლესიას და ზოგი საფლავებს, ერთნი რაღაც უხილავს და მეორენი საკუთარი ჯიშის ბაღჩა-ბოსტანს. მოკლედ, ამის შემყურე გაურკვეველი კაცი უფრო დაიბნევა, ხოლო გარკვეულს სიმშვიდე მოეფინება. რადგან ეს [...]
I ამ უკანასკნელ დღეებში ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით ქართველი ქრისტიანების მხრიდან სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ერთმანეთის საპირისპირო მოსაზრებანი თეოდიციის ანუ ღმერთის მიერ ბოროტების დაშვების პრობლემაზე. უფრო სწორედ კი საუბარია თეოდიიცის იმ ნაწილზე, რომელიც სტიქიურ უბედურებებს ეხება. დისკუსია მისასალმებელია, მით უფრო, რომ ქართული მედია თუ ვებსივრცე არ არის განებივრებული თეოლოგიურ საკითხებზე დისკუსიით. გვსურს, სწორედ ამ საკითხზე ჩვენი ხედვა [...]
ქრისტემ მოგვიტანა ახალი ამბავი და თავადაც დარჩა ჩვენთან… ამბავი იმისა, რომ, გვინდა თუ არ გვინდა, ღვთის სასუფეველი, ღვთის ქვეყანა ჩამომდგარა. თავად ღმერთს თავისი სამეფოს კარი ჩვენთვის გაუღია. და თუ დაიჯერებ, რომ ღმერთის სამეფო შენთან მოვიდა ქრისტეს სახით, მოვიდა ისე, რომ შენ ეს აზრადაც არ გაგივლია, მაშინ ეხლავე დაიწყებს შენი აზრი შეცვლას. თუ დაიჯერებ, რომ ეს [...]
დავიწყებ ერთი ფრაზით ერთი ქადაგებიდან: “მოგმართავთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შეინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესი. გახსოვდეთ, მთავარი ბრძოლა ბოროტთან მოგებულია. უფალი ბრძანებს: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (ინ.16,33) მაშ, იბრძოლეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი. უნდა [...]