ვატიკანი, 3 ივნისი, 2011 წელი – წმიდა პეტრეს ბაზილიკაში მთელი დღის მანძილზე არ წყდებოდა მომლოცველთა ნაკადი, ვინაიდან 1963 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა წმიდა პაპი იოანე XXIII რომლის ნეშტი დასვენებულია ყვავილებით მორთულ შუშებიან სარკოფაგში. პაპი იოანე XXIII დაიდაბა ანჯელო რონკალიში, იტალიის ჩრდილო რეგიონ ბერგამოს ერთ-ერთ ქალაქში, 1881 წელს, მისი ოჯახი ფერმერულ მეურნეობას მისდევდა. იგი აღიზარდა [...]
5 სექტემბერს კათოლიკური ეკლესია ზეიმობს დედა ტერეზას ხსენების დღეს, რომელიც არის უნივერსალური სიმბოლო უფლის გულმოწყალებისა და განსაკუთრებული სიყვარულის გამცემი ყოველი გაჭირვებულისა და დავიწყებულისათვის. დედა ტერეზა დაიბადა 1910 წლის 26 აგვისტოს, მისი სრული სახელი და გვარია აგნეს გონჯა ბოიაჯუ. დაბადების ადგილი არის მაკედონია, ქალაქი სკოპიე, სადაც იგი დაიბადა ალბანური წარმოშობის კათოლიკე ოჯახში. იგი ახალგაზრდობიდან გაწევრიანებული იყო “მარიამის [...]
პადრე პიო დაიბადა 1887 წლის 25 მაისს, იტალიის პატარა ქალაქ პიეტრელჩინაში, რომელიც მდებარეობს იტალიის სამხრეთ რეგიონში. მისი მშობლები იყვნენ გრაციო მარიო ფორჯიონე (1860-1946) და მარია ჯუზეპა დე ნუნციო ფორჯიონე (1859-1929). იგი მონათლეს მეორე დღესვე სახლიდან ახლოს ეკლესიაში და დაარქვეს მისი გარდაცვილი უფროსი ძმის სახელი ფრანჩესკო, რომელიც მცირე ასაკაში დაიღუპა. პადრე პიოს ჰყავდა ერთი უფროსი ძმა [...]
წმიდა ტერეზა ბენედიქტა ჯვრისა (საერო: ედით შტაინი) – დაიბადა 1891 წლის 8 ოქტომბერს, მორწმუნე ებრაელთა ოჯახში, როგორც ყველაზე უმცროსი 11 შვილიდან. ოჯახის შრომისმოყვარეობას და სითბოს ყოველთვის იხსენებდა. განსაკუთრებით იმას, თუ როგორ გაუძღვა დედა ოჯახს მამის გარდაცვალების შემდეგ (ედითი მაშინ ერთი წლის იყო) და განაგრძო მისი საქმე (ხის მასალით ვაჭრობა), უზრუნველჰყო რა ამით შვილების ყოველდღიურობა. ედითი [...]
ჯოვანი ბატისტა ბერნარდონე დაიბადა 1181 წლის 26 სექტემბერს შუა იტალიაში, უმბრიის მხარის ქალაქ ასიზიში, მდიდარი ვაჭრის ოჯახში. მამამისი როგორც წესი თავის ვაჟს ეძახდა ფრანჩესკოს, რაც ნიშნავს ფრანგს. მეტად ცოცხალიდა ხელგაშლილი ყმაწვილი იყო ფრანჩესკო და ამიტომ, ბუნებრივიაბევრი მეგობარიც ჰყავდა თანატოლებში. მოვლენათა ცენტრში ყოფნა ყველაფერს ერჩივნა. ფრანჩესკოს მიზნად დასახული ჰქონდა გამხდარიყო რაინდი და ამის გამო 20 წლის [...]