მოძღვრება თორმეტი მოციქულისა (მოძღვრება უფლისა თორმეტი მოციქულის მიერ წარმართთა მიმართ) (შექმნილი დაახლ. 150-180 ქშ) I. 1. გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა. 2. სიცოცხლის გზა ამგვარია: პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი (11 სჯ. 6,5; ზირ. 7,30; მათე 22,37). მეორედ – მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი (ლევ. [...]