levan
-
კომენტარები
ნამდვილი ისტორია

კათოლიკე სამეგრელო ლევან II დადიანის დროს

Posted მაისი 21st, 2012 by admin

  მიქელ თამარაშვილის წიგნიდგან “კათოლიკობა ქართველთა შორის” ყველაფრის ამოღება შეუძლებელია და ამიტომაც ამ მცირედს წინ წარუმძღვარებ მოკლე ანოტაციიის სახით. რომაელ მისიონერთა მოღვაწეობას სამეგრელოში მოჰყვა ის რომ შეცდომით მონათლული ხალხი, ბავშვები თუ დიდები, თუ მღვდლები და ეპისკოპოსები, თუ თავად ლევან დადიანი და სხვა თავადები სამეგრელოსი ახლიდან მოინათლნენ, მონათლულთა რიცხვი ერთგან სახელდება ათი ათასი, მხოლოდ ერთი მისიონერის [...]

სრულად »

160px-benedetto_xiv
-
კომენტარები
ნამდვილი ისტორია

ერთიანი ეკლესიის უცნობი საბუთები – კათოლიკოსი ნიკოლოზ X

Posted მაისი 21st, 2012 by admin

  როგორ აღვნიშნეთ, რამდენიმე დღის უკან იყო საქართველოს რამდენიმე კათოლიკოსის მოსახსენიებელი, რომლებიც ერთიანობაში იყვნენ მსოფლიო ეკლესიასთან. გთავაზობთ ამონარიდს, ერთ-ერთი მათგანის, ნიკოლოზ X-ის (ხერხეულიძის) 1741-1744 წერილიდან რომის პაპ ბენედიქტე XIV-სადმი: “უნეტარესო მამაო ყოველთა მეფეთა უმაღლესო და ყოვლად ღირსეულო, მიმნიჭებელო კურთხევათა, მოსამართლევ ყოვლისა სოფლისა, პეტრე მოციქულის მოსაყდრევ და ერთისა წმიდისა კათოლიკე ეკკლესიისა თავმჯდომო, რომელი ეკკლესიაც არის დედა [...]

სრულად »

800px-catholic_church_in_kutaisi
-
კომენტარები
ნამდვილი ისტორია

სიმართლისა და სამართლისათვის ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაზე

Posted მაისი 21st, 2012 by admin

  იძულებული ვართ, ვილაპარაკოთ ჩვენი ქვეყნის იმ წყლულსა და სირცხვილზე, რასაც მართლმადიდებელთაგან კათოლიკური ეკლესიების დაპატრონება გვგვრის. საქმე ეხება იმ ხუთ საღვთისმსახურო შენობას, რომლებიც ფესვებით და ისტორიით კათოლიკურ ეკლესიასთან არიან შესისხლხორცებულნი. ესენია ბათუმის, ქუთაისის, გორის, უდესა და ივლიტის ტაძრები, რომელთა კათოლიკური წარმომავლობა ასახულია როგორც წერილობით წყაროებსა და ზეპირსიტყვიერებაში, ისე საქართველოს დღევანდელი მოსახლეობის ცნობიერებასა და ენაშიც, მეხსიერებასა [...]

სრულად »

zizilas
-
კომენტარები
ნამდვილი ისტორია

მიგება მთაწმინდელისა დუკასადმი

Posted მაისი 21st, 2012 by admin

  იდგა 1065 წელი, საქართველოს ზეობის დასაწყისი და ქართული ეკლესიის დამოუკიდებელი არსებობის პერიოდი. საქართველოს ეკლესიის მნათობი და მამა, გიორგი მთაწმინდელი მიწვეულ იქნა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დუკას მიერ, რათა განეხილათ გიორგი მთაწმინდელთან ბერძენთა, სომხეთა, რომაელთა და ქართველთა სარწმუნოების შესახებ. მკითხველს ემახსოვრება რომ 1054 წელს დაიწყო დიდ სქიზმად წოდებული განხეთქილება რომის და კონსტანტინეპოლის ეკლესიებს შორის, მაგრამ საქართველოს [...]

სრულად »

italia 017
-
კომენტარები
ნამდვილი ისტორია

1054 წლის განხეთქილება და საქართველო

Posted მაისი 21st, 2012 by admin

რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის 1054 წლის განხეთქილების შესახებ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ეკლესიის დამოკიდებულებას გამოხატავდა ამ მოვლენის მიმართ, არ მოიპოვება. ჩვენ არ ვიცით, როდის გააფორმა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მისი რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან გაყრა და, საერთოდ, ჰქონდა თუ არა ამგვარ ფაქტს ადგილი. რომის პაპებისა და ქართველ მეფეთა და დიდებულთა მიმოწერიდან ჩანს, რომ ჯერ კიდევ XIII [...]

სრულად »