ქართველი კათოლიკეები

Geocatholics.Com გმობს ლგბტ მანიფესტაციის დარბევას
ქართველ კათოლიკეთა საიტის ადმინისტრატორები, მთელი დღის მანძილზე, შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს თბილისში, LGBT პირების მანიფესტაციისადმი ქართული საზოგადოებისა და მართლმადიდებელი მრევლის რეაქციას. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკე ეკლესიის დოქტრინა, ერთსქესიანთა ურთიერთობას არ მიესალმება, შეძრულნი ვართ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით განხორციელებული ძალადობით.

მწუხარე გულით შევნიშნავთ, რომ ანტიჰუმანური და აგრესიული ქმედებები, ხელს უშლის მსოფლიო ეკლესიის მისიას, იქცეს ყოველი ადამიანის საერთო სახლად, განურჩევლად მათი იდენტობისა. თითოეული ადამიანი პატივსაცემის და სიყვარულის ღირსია, მარტოდენ მისი არსებობის ფაქტის გამო, რადგან ის არა მხოლოდ სრულყოფილი ღვთის ხატება და მსგავსებაა, არამედ მასში გადახდილია მაცხოვრის უწმინდესი სისხლი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ადამიანზე აღმართული ხელი, ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, ხელის აღმართთვაა ღვთიურ ნებაზე.

გამოხატვის თავისუფლება იცავს, თუნდაც ყველასთვის მიუღებელი პოზიციის საჯაროდ აფიშირებას. მოსწონს თუ არა ეს მავანს, მხოლოდ ასეა შესაძლებელი ქრისტიანულ საფუძვლებზე შექმნილი დასავლური ცივილიზაციის შენარჩუნება. თავისუფალი სივრცე, სადაც ხელშეუვალი იქნება პიროვნების ღირსება, გაქრება, თუ მიუღებელ აზრებს კატაკომბებში განვდევნით. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. ხოლო ჩვენ, ქრისტიანებმა, უკეთ უნდა გავაცნობიეროთ ამ დაცვის აუცილებლობა.

მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა და მრევლის ქცევაზე, პასუხს აგებს პირადად კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე. მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მოვალეა პასუხი აგებინოს მოძალადე მღვდლებსა და მრევლის წევრებს. თუმცა, სამწუხაროდ სხვა მსგავსი ქმედებების დროს, ის არა მხოლოდ არ სჯიდა მოძალადე სასულიერო პირებს, არამედ გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით აჯილდოვებდა. ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაუგონარ ქცევაზე და მოვითხოვთ მოძალადეთა დაუყოვნებლივ დასჯას, ჯერ სახელმწიფოსგან, ხოლო შემდეგ, ეკლესიისგან.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ დაზარალებულებსა და სიძულვილის მსხვერპლთ.

*მოცემული განცხადება არ შეიძლება ჩათვლილ იქნას ”ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის” პოზიციად.

საიტის ადმინისტრაცია

ახალი ფოტიანური ლოგიკა: თურმე ეპისკოპოსები ერთმანეთს არასდროს აკრიტიკებენ
საბერძნეთის სინოდმა დაგმო კონსტანტინეპოლის პატრიარქის მოწოდება იმის თაობაზე, რომ სინოდს გაეკიცხა პატრასის მიტროპოლიტი, რომელიც საჯარო გამოსვლებით სიძულვილს თესავდა, შეურაცხყოფდა რომის პაპს, ასევე მთელი პროტესტანტული სამყარო და ყველანაირი ეკუმენურ მოძრაობას.

სინოდის წერილში პატრიარქის მიმართ ახსნილია, თუ რატომ არ მიმართავს სინოდი არანაირ, არც სიტყვიერ სანქციებს პატრასის მიტროპოლიტის მიმართ. მთავარ მიზეზად მოყვანილია, რომ თურმე მართლმადიდებელ ეპისკოპოსს უფლება არ ქონია გააკრიტიკოს სხვა ეპისკოპოსი. სავარაუდოდ ნამდვილ მიზეზზე, რომ სინოდის არა ერთი წევრი მიტროპოლიტის მოსაზრებებს უბრალოდ იზიარებს, წერილში ცხადია არაფერი სწერია.

რედაქცია

ერთი წირვით მარადიულობაში: კარლ ლაიზნერი
კარლ ლაიზნერი (Karl Leisner) დაიბადა 1915 წლის 28 თბერვალს. იგი იზრდებოდა დასავლეთ გერმანიის სასაზღვრო ქალაქ კლევეში. იქვე 1934 წელს დაამთავრა გიმნაზია და დაინიშნა მიუნსტერის დიოცეზის (ეპარქიის) ახალგაზრდების მეურვედ. ეს დანიშნვნა ისევე, როგორ მოგვიანებით 1939 წელს მისი კურთხევა დიაკონად განახორციელა ნაცისტების წინააღმდეგ ღიად მებრძოლმა მიუნსტერის ეპისკოპოსმა კლემენს გრაფ ფონ გალენმა (იგი მორწმუნეთა შორის «მიუნსტერის ლომად» იყო წოდებული). ამ დროს ლაიზნერს უკვე აწუხებდა ფილტვების მძიმე ავადმყოფობა.

მანამდე კი, 1938 წლის აღდგომაზე, კარლ ლაიზნერი გადაწყვეტს, რომ გაჰყვეს სასულიერო გზას, რომელიც ლათინური წესით მღვდლისთვისაც პირად ოჯახზე უარის თქმას და ქრისტიანული ოჯახის საკუთრად მიღებას ნიშნავს. იგი შორდება შეყვარებულ გოგოს და წერს თავის დღიურში: «უფალო, გმადლობ, რომ ჩემი ცხოვრების გზაზე ეს ლამაზი და ამავდროს ასეთი მორწმუნე გოგონა შემხვედრე.» ამ შეხვედრას იგი განიხილავს როგორც ქრისტეს მიერ ბოძებულ მინიშნებად, რათა გაჰყვეს მას.

1939 წლის 9 ნოემბერს კარლ ლაიზნერს აპატიმრებენ ჰიტლერის წინააღმდეგ ღიად კრიტიკის გამო. იგი ჯერ მიჰყავთ ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, შემდეგ კი გადაჰყავთ დახაუში, სახელგანთქმულ ბარაკ Nr. 25487–ში, სადაც ათასობით სასულიერო პირი იმყოფებოდა პატიმრობაში. 1944 წლის 17 დეკემბერს იგივე ბარაკში მყოფი ფრანგი ეპისკოპოსის, გაბრიელ პიგეს მიერ მოხდა კარლ ლაიზნერის მღვდლად კურთხევა. ლაიზნერი არის დღემდე ერთადერთი ცნობილი ადამინი, რომლის მღვდლად კურთხევა საკონცენტრაციო ბანაკში მოხდა. ბანაკის განთავისუფლების (4 მაისს) შემდეგ მალევე, მძიმედ დაავადმყოფებული, მაგრამ ყოველი თვითმხილველის გადმოცემით შინაგანი სიხარულით აღსავსე ლაიზნერი გარდაიცვალა 1945 წლის 12 აგვისტოს ფილტვებით ავადმყოფთა სანატორიუმში. თავის ცხოვრებაში მან მოასწრო მხოლოდ ერთადერთი წირვის ჩატარება, სახელდობრ, წმინდა დიაკონ სტეფანეს მოხსენიების დღეს, 26 დეკემბერს, 1944 წელს. 1996 წლის 23 ივნისს კი პაპმა იოანე პავლე II–მ კარლ ლაიზნერი წამებულ ნეტარად შერაცხა.

რედაქცია

გზირი მარადიულობიდან თომა აქვინელთან
(გულიელმო ტოკოელის (1240 – 1323) წიგნიდან: «თომა აქვინელის ცხოვრება», თავი 45. ციტირებულია ფერდინანდ ჰოლბოეკის წიგნიდან «განსაწმენდელი», 1980, 58/59  მიერ) *

მოძღვარ (მაგისტრ) თომას ერთ-ერთი ხილვა იყო არა სიზმრეულად ჩვენება, არამედ განსხეულებული და უშუალო. ეს მოხდა, როცა იგი იმყოფებოდა ნაპოლის მონასტრის სალოცავში. ლოცვისას მას გამოეცხადა პარიზის უნივერსიტეტის თეოლოგიის მაგისტრი, მეგობარი და თავისი თანახუცესი რომანუს რომაელი (რომლის გარდაცვალების შესახებ თომამ ჯერ არ იცოდა). თომამ მას ჰკითხა: “კეთილი იყოს შენი მოსვლა! აქ როდის მოხვედი? : »მე უკვე გარდავიცვალე» უპასუხა რომანუსმა, «შენი დამსახურებების გამო კი უფლება მომეცა, რომ გამოგცხადებოდი.» ამის გამგონე თომამ მიუგო: «თუ ეს ღმერთის ნებაა, მაშინ მის სახელს გავედრებ, ამ კითხვაზე მიპასუხო. რა იცი ჩემს შესახებ ? მოსწონს ღმერთს ჩემი ნაწერები ?» რომანუსმა უპასუხა «შენ კარგ მდგომარეობაში ხარ, შენი ნაწერები  ღმერთს მოსწონს.» «შენს თავს რა ხდება ?» შეეკითხა თომა. «მე მარადიულ ცხოვრებაში ვარ. ეგ იყო 15 დღე ჯერ განსაწმენდელში გატარება მომიხდა … » ამის შემდეგ თომამ მოინდომა გაერკვია შემდეგი რამ : «მითხარი იმ კითხვის შესახებ, რომელზეც ჩვენ ერთმანეთთან ხშირად გვისაუბრია, ანუ ცოდნას, რომელსაც ამ ქვეყანაზე მოვიპოვებთ, თუ აქვს აზრი იქ, ჩვენს სამშობლოში?» «ძმაო თომა, მე აქ ღმერთის ხილვაში ვარ, და არაფერი სხვა მანდ არ უნდა იკვლიოთ!». თომა არ მოეშვა და ჩაეკითხა: «რითი ხედავ ღმერთს? მითხარი, ხედავ ღმერთს რაიმე სახების თუ მსგავსების მეშვეობით ?» მაშინ მიუგო რომანუსმა «ზუსტად ისე, როგორ ჩვენ ამის გვსმენია მანდ, ისე ვხედავ მას ზეცათა უფლის ქალაქში.» ამის თქმისთანავე რომანუსი გაუჩინარდა. მაგისტრი თომა კი დარჩა ამ საოცარი გამოცხადებით აღელვებული და მოსმენილი პასუხით გახარებული.

* (გულიელმო ტოკოელი იყო აქვინელის უშუალო მოწაფე. მისი წიგნი აქვინელის შესახებ მედიავისტიკაში ითვლება გამორჩეულ და სანდო ბიოგრაფად)

რედაქცია

შობა უფლისა იესო ქრისტესი
უძველესი ტრადიციის შესაბამისად, რომელიც სათავეს იღებს რომის ეკლესიის დაფუძნებიდან, ქრისტიანები დღესასწაულობდნენ უფლის შობის მისტერიას შუაღამისას, იხსენებდნენ რა იმ მდუმარებას, როდესაც ძე ღვთისა მოევლინა ქვეყნიერებას როგორც კაცი და ნათელი იგი რომელიც ეჩვენა მწყემსებს, რომელთაც მიიღეს ხარება ანგელოზთა მიერ შობისა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა.

ამ წმიდა ღამეს, წმიდა მამასთან თანაზიარებაში მყოფნი, ჩვენც ვიკრიბებით რათა აღვნიშნოთ უფლის შობის მისტერია, მისტერია რომლის ნათელმაც გააბრწყინა ბნელი, სიტყვა იგი იქცა სხეულად და პური იგი მოგვევლინა ჩვენდა.

ჩვენ, ერთობით რწმენაში ყველა ქრისტიანებთან ერთად შეკრებილნი ვდღესასწაულობთ ამ წმიდა დღეს, ჩვენს ძმებთან და დებთან ერთად აფრიკაში, აზიაში, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ოკეანიაში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში.

ჩვენ ვდღესასწაულობთ ერთად და წმიდა წირვის დაწყებამდე სიხარულით მივიღებთ განცხადებას უფლის შობისას, ვიგალობებთ რა უძველესი საგალობელით, ტექსტით რომელსაც ეწოდება კალენდა.

კალენდა

სამყაროს შექმნიდან ხუთი ათას ას ოთხმოცდაცხრამეტი წლის შემდგომ, როდესაც ღმერთმა შექმნა ცანი და დედამიწა;

წარღვნიდან ორი ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი წლის შემდგომ;

აბრაამის შობიდან ორი ათას თხუთმელი წლის შემდგომ;

მოსეს და ებრაელთა გამოსვლისა ეგვიპტიდან ისრაელში მისვლიდან ათას ხუთას ათი წლის შემდგომ;

დავითის მეფედ კურთხევიდან ათას ოცდათორმეტი წლის შემდგომ;

სამოცდახუთ კვირაში დანიელ წინასწარმეტყველის თანახმად;

ას ოთმოცდათოთხმეტი ოლიმპიადის შემდეგ;

შვიდას ორმოცდამეთორმეტე წელს ქალაქ რომის დაარსებიდან;

ორმოცდამეორე წელს იმპერატორ ოქტავიან ავგუსტუსის ზეობიდან;

მთელი სამყარო მოიცვა მშვიდობამ; მეექვსე ათასწლეულში მსოფლიოსი;

იესო ქრისტე უკვდავი ღმერთი და ძე უკვდავი ღმერთისა,

აღვსებული სურვილით განწმინდოს ქვეყნიერება თვისივე მოწყალე მოსვლით,

ჩაისახა წმიდა სულის საშუალებით და განვლო ცხრა თვემ ჩასახვიდან,

იშვა იუდეის ბეთლემსა ქალწულ მარიამისაგან, ხორციელად.

შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ხორციელად.

ყველა ქრისტიანს, ყველა იმ ადამიანს ვისაც სწამს და უხარია დღევანდელი დღე, შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, შობა ნათლისა და მხსნელისა ამა ქვეყნისა, გილოცავთ ამ ბრწყინვალე და დიდებულ დღეს, დაე ყრმა ქრისტე იყოს ყველა ადამიანის მხსნელი და მეოხი, მისი მადლითა და მისი განკაცებით დაე ვიხაროთ ქრისტეში აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ!

ადმინისტრაცია

შობა ვატიკანში
მზის ჩასვლისთანავე, შაბათს, 24 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნება წმიდა პეტრეს მოედანზე დადგმული შობის სცენა. ღამის 10 საათვისათვის, პაპი ბენედიქტე XVI წარუძღვება პროცესიას საშობაო წირვისას. ხოლო კვირას, 25 დეკემბერს, ვატიკანის ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან პონტიფექსი წაიკითხავს საშობაო ეპისტოლეს “Urbi et Orbi” (ქალაქს და ქვეყნიერებას).

31 დეკემბერს, საღამოს 17.00 საათზე პაპი შეასრულეს მწუხრის ლოცვას, რომელიც დასრულდება სამადლობელი გალობით “Te Deum”, საერო წლის დასრულების აღსანიშნავად.

1 იანვარს, პაპი ბენედიქტე XVI აღავლენს წირვას 9:30 საათზე წმიდა პეტრეს მოედანზე, მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. წირვის მსვლელობისას პაპი ეპიკოპოსებად აკურთხებს მონსინიორ ჩარლზ ჯონ ბრაუნს, სამოციქულო ნუნციოს ირლანდიაში და მონსინიორ მარეკ სოლჟინსკის, სამოციქულო ნუნციოს საქართველოსა და სასომხეთში.

8 იანვარს, კვირას, იესო ქრისტეს ნათლობის დღესასწაულზე, პაპი ბენედიქტე XVI აღავლენს წირვას სიქტინის კაპელაში, სადაც ტრადიციისამებრ წმიდა მამა ჩაატარებს ნათლობის რიტუალს ვატიკანში მომსახურეთა ჩვილებისათვის.

News.va

კონსტანტინეპოლის პატრიარქი ფოტიოს I
(fozio – ფოტი; კონსტანტინოპოლი, 820 წ. – სომხეთი, 6/02/893 წ), “დიდად” წოდებული, აღმოსავლური ეკლესიისა და კულტურის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ფიგურაა. მას მოუწია ცხოვრება ბიზანტიის ისტორიის მრავლისმეტყველ და მღელვარე ეპოქაში, როგორც პოლიტიკური, ასევე ინტელექტუალური თვალსაზრისით. ფოტიოსი აქტიურად მონაწილეობდა როგორც ერთ, ისევე მეორე სარბიელზე. მართლმადიდებელმა  ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

ამ პიროვნებაზე საუბარი არც ისე ადვილია, მით უმეტეს, ძნელია მის ქმედებათა განსჯა; და მაინც, შევეცდებით დავეყრდნოთ იმ ახალ მოსაზრებებს, რომლებიც გამოჩენილმა მკვლევარებმა ჩამოაყალიბეს ამ პიროვნებისა და მისი საქმიანობის შესწავლის შედეგად; ასევე გავითვალისწინებთ ზოგიერთი ფსევდო-ორთოდოქსული ჯგუფის მოსაზრებას ფოტიოსის შესახებ. ყოველივე ამის გამო, საჭიროდ ჩავთვალეთ, გადაგვეხედა მისი ცხოვრების, იმდროინდელი ეპოქის, ისტორიოგრაფიისა და ზოგიერთი იდეოლოგიური კონცეფციისათვის, რათა თავი დაგვეღწია იმ ჩიხიდან, სადაც ოდესღაც მოემწყვდა როგორც აღმოსავლეთი, ასევე დასავლეთი. უპირველესად, პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე კითხვას: მართალია, რომ ფოტიოსი დასავლური ეკლესიის, მისი ტრადიციებისა და პაპის დაუნდობლად მგმობელი იყო? რატომ მიიჩნევენ მას ორთოდოქსიის დამცველად? მართებულია, რომ დღეს  ტერმინი “მართლმადიდებლობა” სრულიად განსხვავებულ კონტექსტში იხმარება, ვიდრე იმ ეპოქაში, როდესაც “მართლმადიდებლობა” არ ნიშნავდა კათოლიკობასთან დაპირისპირებასა და შეურიგებლობას? თუკი ფოტიოსი უაღრესად კულტურული და განსწავლული ადამიანი გახლდათ, მაშინ რატომ წარმოაჩენენ მას შეზღუდულ ადამიანად, ანუ კულტურის, დიალოგის მოწინააღმდეგედ? გამომდინარე იქიდან, რომ ფოტიოსი წმინდანად შერაცხეს ეკლესიათა გათიშვამდე, ანუ 1054 წლამდე, ლოგიკურად ისმება კითხვა, რატომ არ შეიძლება წმიდანად აღიაროს იგი თვით დასავლეთმაც? მართალია, რომ მისი ვაჟი არჩეულ იქნა რომის პაპად, როგორც თეოდორე II?

სათავეები

ფოტიოსი კონსტანტინოპოლში იმ დროს დაიბადა, როცა პატრიარქის ტახტზე ბიძამისი, ნიკიფორე I იჯდა და მისი ოჯახი გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობდა; მამამისი სერგი, საიმპერიო არმიის მეთაური, ეკლესიამ წმიდანად შერაცხა; მისი ძმა, წმ. პატრიარქი ტარასი 787 წელს VII ეკუმენურ კრებას თავმჯდომარეობდა, სადაც ხატმებრძოლეობის ერესი დაგმეს. ფოტიოსის დედა ირენე, იმპერატრიცას წმ. თეოდორას და, ღვთისმოსავი და სათნო ადამიანი იყო, რომელმაც წმიდა პატრიარქის, მეთოდეს დახმარებით, 843 წლის კრებაზე წმიდა ხატის კულტი დაადგინა. იკონოკლასტი იმპერატორის, თეოფილეს (829-842) ჟამს, როდესაც ორთოდოქსების წინააღმდეგ გაშმაგებული დევნა წარმოებდა, მორწმუნეთა და ერისკაცთა შორის მრავლად იყვნენ ისეთები, _ უფრო მეტად კი ბერ-მონაზვნები, _ რომლებიც მოთმინებით იტანდნენ ყოველგვარ შევიწროებას. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდნენ ფოტიოსის მშობლები, რომლებსაც წაართვეს მთელი ქონება, გააძევეს თავიანთ ხუთ შვილთან ერთად და ანათემას გადასცეს. თავის წერილებში ფოტიოსი გულახდილად საუბრობს ამ პერიოდზე და იმაზეც, თუ როგორი სიმტკიცით აღიარებდა და იცავდა იგი ბავშვობიდანვე წმიდა სამოციქულო რწმენას და მამათა მოძღვრებას. მართალია, ის ადრეული ასაკიდანვე ამჟღავნებდა საეკლესიო ცხოვრებისადმი ინტერესს, განმარტოებით ლოცულობდა, _ როგორც ამას თავად აღნიშნავს, _ მაგრამ მშობლებმა მის მაგივრად გადაწყვიტეს, რომ იგი საერო გზას გაჰყოლოდა. ჯერ კიდევ მოზარდმა, დიდი ნიჭი გამოამჟღავნა; თვით მისი მოქიშპეებიც აღიარებდნენ მის სიბრძნესა და ღრმა ერუდიციას. მათ შორის ყველაზე  აგრესიული ნიკიტა პაფლაგონიელი წერდა: “…რაც შეეხება ამა სოფლის სიბრძნეს და მის რაციონალურ ნებას, იგი იმპერიის ყველაზე განსწავლულ პირად მიიჩნეოდა”.

ფოტიოსმა შესანიშნავი განათლება მიიღო: მან იმდროინდელ სახელმოხვეჭილ პედაგოგებთან შეისწავლა გრამატიკა, პოეზია, რიტორიკა, ფილოსოფია, მედიცინა და თითქმის ყველა პროფანული მეცნიერება. ამასთანავე, ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი და წმიდა მამათა სწავლებანი. ფოტიოსმა სულ მალე მოიპოვა ბრძენი და განსწავლული ადამიანის რეპუტაცია ახალგაზრდებს შორის, რომლებიც, მოხიბლულნი მისი ნიჭითა და სულიერებით, უწყვეტ ნაკადად მიედინებოდნენ მის მოსასმენად. არცთუ იშვიათად, მისი ძმა ტარასიც ისმენდა მის გაკვეთილებს. ფოტიოსი ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების დოცენტი გახდა, სულ მალე მან თავი გამოიჩინა, როგორც კლასიკური ანტიკური და ელინური ტექსტების ტრანსლიტერაციის დიდოსტატმა, და გავლენიანი ბიზანტიელი სახელმწიფო მოღვაწის, ბარდას (ფაქტობრივად, სახელმწიფოს მმართველი მცირეწლოვანი იმპერატორის, მიხეილ III-ის დროს) საიმპერიო უნივერსიტეტის უთვალსაჩინოესმა პროფესორმა. მის მოწაფეთა შორის იყვნენ მომავალი იმპერატორი ლეონ ფილოსოფოსი, არეთა კესარიელი, კირილე და მეთოდე…

ფოტიოსს შეეძლო თავისი სიყრმისდროინდელი სურვილი აეხდინა _  გამხდარიყო მღვდელი, იმპერატორ მიხეილ III-ს საიმპერიო სასახლეში, ანუ პოლიტიკურ სარბიელზე რომ არ მიეწვია იგი, რაც საიმპერიო ოჯახთან ნათესაური კავშირებით იყო განპირობებული (მისი ძმა იმპერატორ თეოფილე ბიზანტიელის დეიდაზე იყო დაქორწინებული). ფოტიოსი სულ მოკლე ხანში იკავებს პრესტიჟულ ადგილს, ხდება სახელმწიფო მდივანი და იმპერატორის დაცვის კაპიტანი. მისი ნიჭის მაღიარებელ იმპერატორს წუთითაც არ უყოყმანია, როცა ფოტიოსი, თავის მოწაფესთან, კირილესთან ერთად, დესპანად გაუშვა სპარსეთის ხალიფასთან მოსალაპარაკებლად, რათა მას შეეწყვიტა ქრისტიანთა დევნა მის მიწაზე.

ფოტიოსი – კონსტანტინოპოლის პატრიარქი

ძნელია ზუსტი წარმოდგენა ვიქონიოთ ფოტიოსზე და მის ცხოვრებაზე, თუ გვერდს ავუვლით იმ ისტორიულ პერიოდს, რომელშიც იგი ცხოვრობდა: ხატმებრძოლეობა, კომპრომისები ხატმებრძოლებთან, საღვთო წერილის სწავლებაზე თავგამოდებული ბერები და მათი სასტიკი მოწინააღმდეგენი; პატრიარქი მეთოდე (843-847), რომელიც ლიბერალურ პოლიტიკას ატარებდა.

პატრიარქ მეთოდეს სიკვდილის შემდეგ, საპატრიარქო ტახტზე ავიდა ეგნატე (847 წ., 3 ივლისი), ყოფილი იმპერატორის მიხეილ რანგაბეს შვილი, ბერი, რომელსაც მხარს უჭერდა იმპერატრიცა თეოდორა. მას ასევე  სწყალობდნენ ეპისკოპოსები, რადგანაც ზემოაღნიშნულ ისტორიაში კომპრომისებზე აშკარად არ წასულა, თუმცა ყველა როდი იყო მისი მომხრე. მაგალითად, სირაკუზის მთავარეპისკოპოსი, გრეგორი ასვესტა, რომელიც 838 წელს, არაბების შემოსევისა და ბიზანტიის პატრიარქის  ტახტის ანექსიის შემდეგ, ჩამოვიდა კონსტანტინოპოლში. გამორიცხული არაა, რომ მეთოდეს სიკვდილის შემდეგ, მას საეპისკოპოსო კათედრის დასაკავებლად ებრძოლა.

სიმართლე ისაა, რომ ეგნატე, სწორედ თავისი კონსაკრაციის დღეს დაუპირისპირდა მას საჯაროდ, რამაც მათ შორის ქიშპობა ჩამოაგდო: ეგნატემ გრეგორი სრულიად უცერემონიოდ გადააყენა (მის გადაყენებაში წვლილი იმპერატრიცას უფრო მიუძღვოდა, ვიდრე სინოდს). სამართლიანობაში დაეჭვებულმა გრეგორმა, სარჩელი რომში აღძრა. ამით იგი ეგნატეს მიერ მოწვეულ სინოდს უპირისპირდებოდა და კვლავ სადავოს ხდიდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტს. თავის მხრივ, ეგნატემ პაპ ლეონ IV-ს გრეგორის გადაყენება მოსთხოვა. მაგრამ პაპმა გრეგორი დამნაშავედ არ სცნო და, კონფრონტაციის მიზნით, ორივე მხარე თავისთან მიიწვია.

რომის პაპთან სარჩელის შეტანა პრაქტიკაში კონსტანტინოპოლის რომთან შერიგების შემდეგ დაინერგა, რამაც ბიზანტიის ეკლესიის შიდა საქმეებში რომის ეპისკოპოსის ერთგვარი მორალური და, შეიძლება ითქვას, იურიდიული ავტორიტეტიც შეიტანა, რაც არცთუ მთლად ნათელი და იოლად გასაგებია კონსტანტინოპოლში მომხდარი ფაქტების გამო. ეგნატეს კიდევ ერთმა თხოვნამ რომის კურიაში, რაც ამჯერად ლეონ IV-ის მემკვიდრემ, ბენედიქტე III-მ მიიღო, იგივე ბედი გაიზიარა. კონსტანტინოპოლში 857 წელს გადმოგზავნილმა პასუხმა ეგნატემდე მხოლოდ 858 წელს მოაღწია.

გარკვული ხნის  შემდეგ, პატრიარქს კვლავ დასჭირდა სამოციქულო საყდრის მხარდაჭერა: 858 წლის 23 ნოემბერს… მანამდე კი, 857 წელს, იმპერატორმა მიხეილ III-მ (842-867, რომელსაც მეტსახელად ლოთს უწოდებდნენ, რადგანაც ზედიზედ სამოცდაათ სასმისს სვამდა) შეცვალა მამამისი, თეოფილე II ბიზანტიელი (842), რადგანაც, მცირეწლოვანობის გამო, მას არ შეეძლო, გაძღოლოდა სახელმწიფოს, იმპერიის მართვა დედას, იმპერატრიცა თეოდორას დაეკისრა, რომელიც ამ მოვალეობას 858 წლამდე ასრულებდა.

856 წლის მარტში, მიხეილ III (842-867) სრულწლოვნი გახდა. ამან წერტილი დაუსვა თეოქტისტეს ზეგავლენას, რომელიც  იმპერიის მმართველის, თეოდორას გვერდით თავად გარდაცვლილი იმპერატორის სურვილით აღმოჩნდა. თეოქტისტე სულ მალე მოკლეს და ძალაუფლებაც ბარდას, მიხეილის ბიძის ხელში გადავიდა, რომელიც 859 წელს კურაპალატი გახდა, ხოლო 862 წელს კეისრის ტიტული მიიღო. თეოდორას ისღა დარჩენოდა, რომ არენიდან გამქრალიყო; ახლა, როდესაც ძალაუფლების გამო ბრძოლა გაჩაღდა, ეგნატე ნეიტრალურ პოზიციაზე ვერ დარჩებოდა: იგი მიემხრო ღვთისმოშიშ დედოფალს (რომელმაც ანათემას გადასცა ხატმებრძოლები და საზეიმოდ აღადგინა წმინდა ხატების თაყვანისცემა. ამ და სხვა ღვაწლისათვის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დედოფალი კანონიზებულ იქნა წმინდანად), ბარდა კი, რომელიც უაღრესად განათლებული და გონიერი, მაგრამ, სამწუხაროდ, დაბალი მორალური შეგნების იყო, მხოლოდ უარყოფით გრძნობებს  იწვევდა მასში. მიუხედავად იმისა, რომ ბარდა არ იყო სამაგალითო პიროვნება და მას ათასგვარ სისაძაგლეს მიაწერდნენ, წესით, ეგნატეს არ უნდა ერწმუნა მონასტრიდან წამოსული ჭორები. დადგა ის დღეც (858 წ., ეპიფანია – უფლის გაცხადების დღესასწაული), როდესაც პატრიარქმა მას გაქცევის გამო ზიარება შეუწყვიტა. იმავე წელს პატრიარქმა ეგნატემ დედა იმპერატრიცასა და მის ერთ-ერთ ქალიშვილს უარი უთხრა  მონასტერში მონაზვნად აღკვეცაზე, რადგანაც არ სურდა ამ პაროდიაში მონაწილეობის მიღება. ეგნატე, შეთქმულებთან კავშირის ბრალდებით, დაიჭირეს და საპყრობილეში ჩასვეს, შემდეგ კი პრინცთა არქიპელაგზე, კუნძულ თერებინტოზე გადაასახლეს. საჭირო გახდა ახალი პატრიარქის დანიშვნა, მსგავსი პრეცედენტი, ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, მოხდა 843 წელს, როდესაც თეოდორამ პატრიარქად მეთოდე დანიშნა წმიდა ხატების მოძულე, იოანე გრამატიკელის ადგილზე; ოცდაათი წლით ადრე, ლეონ სომეხის ბრძანებით, ხატმებრძოლმა თეოდორე კასიტიერმა შეცვალა მართლმადიდებელი ნიკიფორე. ამჯერად, თეოდორას უნდა დაენიშნა კონსტანტინოპოლის ახალი პატრიარქი. შესაფერის კანდიდატურას მან ერისკაცთა შორის დაუწყო ძებნა, ანუ მას, ვისაც საპატიო ტიტულები და ღირსება ექნებოდა ამ მაღალი პოსტისთვის, და თანაც სხვადასხვა სახის კომპრომისებზე არ წავიდოდა. სწორედ  ამ პერიოდში, ქიშპობისა და ინტრიგების ფონზე, გამოიკვეთა ფოტიოსის ფიგურა. თუმცა ნამდვილად არაკორექტული იქნებოდა, რომ ამ საიმპერიო სკანდალებში გაგვესვარა იგი, რამეთუ ფოტიოსი არანაირ ინტერესს არ იჩენდა იმპერატორის ან ბარდას პირადი საქმეების მიმართ. უფრო მოგვიანებით, მას მოსთხოვეს, დათმობაზე წასულიყო იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც დაკავშირებული იყო გრეგორი ასვესტასთან. იგი პატრიარქ ეგნატეს წინააღმდეგ მოქმედებდა  და მის ადგილს უმიზნებდა; საბოლოოდ, თეოდორას არჩევანი ფოტიოსზე შეჩერდა, რომელიც იმ დროისათვის ჯერ კიდევ ერისკაცი იყო და იმპერატორის სამდივნოს უძღვებოდა. თეოდორამ იგი, პატრიარქ ეგნატეს გადასახლებიდან სულ რაღაც ხუთი დღის შემდეგ, ეპისკოპოსად გამოაცხადა; ხელდასხმა გრეგორი ასვესტასგან მიიღო და ამავე წლის (858 წ.) შობაზე, ფოტიოსი კონსტანტინოპოლს პატრიარქად მოევლინა.

ის წესი, რომლის მიხედვითაც ფოტიოსი პატრიარქად ეკურთხა (858-867), ისტორიკოსებს შორის დისკუსიის საგანი გახდა: ფოტიოსს უცხოდ, ,,შემოჭრილად” მიიჩნევდნენ. მართალია, იგი უბრალო ერისკაცი იყო, ანუ როგორც ამბობდნენ “ნეოფიტი”, მაგრამ ისტორიაში ასეთი პრეცედენტებიც გვხვდება. მაგალითისათვის, სულაც არაა საჭირო, IV საუკუნეში გადავიდეთ, საკმარისია უახლესი ფაქტის გახსენება ტარასიო დე კასიტერას შესახებ; ამ წესს, – “ნეოფიტების” შესახებ, _ ისეთი წინააღმდეგობა არ ჰქონია აქ, როგორც რომში; ფოტიუსისადმი თვით ყველაზე მტრულად განწყობილი ბერძნული წყაროები მის არჩევაზე თითქმის არაფერს ამბობენ. გაცილებით უფრო სერიოზული იყო ის ფაქტი, რომ საპატრიარქო ტახტი, რაზეც ფოტიუსი დასვეს, თავისუფალი არ იყო. ანალოგიურ შემთხვევებში, პატრიარქები, რომლებიც საერო ძალაუფლებას ვეღარ ფლობდნენ, პოსტს ტოვებდნენ.

ამ შემთხვევაში მთავარი მაინც ის იყო, რომ ეგნატეს რეაქციის ეშინოდათ, იგი ხომ საქვეყნოდ იყო ცნობილი თავისი სიკერპით. ეს პრობლემაც მოგვარდა, როდესაც ეგნატემ ხელი მოაწერა ტახტიდან გადადგომის აქტს, რაც სხვა კანდიდატს საპატრიარქო ტახტზე ასვლის პირობას უქმნიდა. უფრო მოგვიანებით, ბედს შეგუებულ ეგნატეს მოსთხოვეს, მიტროპოლიტებისთვის დაევალებინა, რომ პატრიარქი თავიანთი ჯგუფიდან არ აერჩიათ. მაინც ვისზე აკეთებდნენ აქცენტს? უეჭველია, ასვესტასა და  მის მომხრეთა ჯგუფზე.

ისმის კითხვა: იყო თუ არა ფოტიოსი ეგნატესთან კავშირში? სინამდვილეში მას აზრადაც არ მოუვიდოდა, და ვერც წარმოიდგენდა,  მსოფლიო პატრიარქის ტახტზე თუ ავიდოდა. მოკლედ, შესანიშნავი მისია იკვეთებოდა: მშვიდობისმყოფელის როლი, და პატივმოყვარე ფოტიოსიც ბარდას წინადადებას დათანხმდა. ის შეეცადა, მეგობრულად მოქცეოდა გადამდგარ პატრიარქს, რისთვისაც მან შესაფერისი ხერხიც კი გამოძებნა: ფოტიოსი აღიარებდა ეგნატეს საპატრიარქო ღვაწლს და  უმნიშვნელოვანეს საქმეებში მის რჩევებს გაითვალისწინებდა. დათანხმდა კი ამგვარ კომპრომისს ეგნატე? ძნელია ამის თქმა. თუმცა ფოტიოსი კმაყოფილი ჩანდა.

მღელვარება ფოტიოსის წინააღმდეგ

ფოტიოსის პატრიარქობის პირველივე დღიდანვე დაიძაბა ვითარება; მოვლენები სწრაფად განვითარდა. ეგნატეს პარტიამ, რომელსაც ჯერ კიდევ მრავალრიცხოვანი და ძლიერი მომხრეები ჰყავდა (მათ შორის იყო სმირნის ეპისკოპოსი მიტროფანე და ნეოკესარიის ეპისკოპოსი სტილიანე, რომლებიც ოპოზიციას ედგნენ სათავეში), ფოტიოსის პირველივე მოქმედების გამო უკმაყოფილება გამოხატა, არჩევნები გაუქმებულად გამოაცხდა და ერთადერთ კანონიერ პატრიარქად ეგნატე დაასახელა. ოპოზიციური შეხლა-შემოხლა კი უფრო მეტად ახანგრძლივებდა ეგნატეს ტყვეობის პერიოდს, რომელიც  ხელისუფლებას ამ დროისთვის მეტელენში ჰყავდა გამოკეტილი. მღელვარების ჩასახშობად, ფოტიოსმა წმიდა მოციქულთა ეკლესიაში სინოდი შეკრიბა, რომელშიც ას სამოცდაათი ეპისკოპოსი მონაწილეობდა: რადგან ეგნატეს პატრიარქად არჩევა საარჩევნო წესების დარღვევით, ფორმალურად მოხდა, სინოდმა ეს უკანონოდ სცნო და იგი, თავისი პარტიის მრავალრიცხოვან წევრებთან ერთად, გადააყენა. დედაქალაქისა და მისი შემოგარენის სამონასტრო გარემო გაიყო: სტუდიის მონასტერი, როგორც მოსალოდნელი იყო, “შემოჭრილის” წინააღმდეგ წავიდა, რის გამოც აბატი ნიკოლოზ კრეტელი, თავდაპირველად ბითინიაში, შემდეგ კი ხერსონესში გადაასახლეს; ოლიმპოს მონასტრები, როგორც ხატმებრძოლეობის პერიოდში, არ მიემხრენ სტუდიის მონასტერს. მრავალი მათგანი ფოტიოსის ერთგული დარჩა; უკვე ცხადზე ცხადი იყო ბიზანტიის ეკლესიაში აღმოცენებული სქიზმა.

ფოტიოსის მიერ რომში გაგზავნილი წერილი

ფოტიოსმა გადაწყვიტა, რომ მის წინააღმდეგ  წარმოებული მოქმედებების შემდეგ, აღსაყდრების შესახებ წერილი გაეგზავნა სხვა პატრიარქებისადმი და, ასევე რომში, რადგანაც ოპოზიციური ვითარების გამო, აუცილებელი იყო ,,პრიმა სედეს” მიერ ყოფილიყო აღიარებული. ზოგადად, როდესაც პატრიარქი ტახტზე ადიოდა, დანარჩენ ოთხ პატრიარქს  სინოდი წერილს უგზავნიდა `ინტრონიზაციის”, ანუ აღსაყდრების დასადასტურებლად. ამას პასუხად უნდა მოჰყოლოდა საეკლესიო თანაზიარების მიერ ახლად არჩეულის აღიარება. პენტარქიის ძველი წესის მიხედვით, რომაული ტახტი პირველობას ინარჩუნებდა. ჩვენამდე მოაღწია ფოტიოსის მიერ წმიდა საყდრისთვის გაგზავნილმა წერილმა, რომელშიც ახლად არჩეული პატრიარქი ჩამოთვლის მთელ იმ ვალდებულებებს, რაც ამ დიდი პატივის გამო ეკისრება მას. ფოტიოსი წერილში არ ახსენებს მოვლენებს, რამაც მისი წინამორბედი აიძულა, უარი ეთქვა თავის ფუნქციებზე. წერილი, ჩვეულებრივ, სრულდება რწმენის აღიარებით, რითაც ახალარჩეული  პატრიარქი ადასტურებს თავის ერთგულებას ძირითადი დოგმატური ჭეშმარიტებებისა და, განსაკუთრებით, `შვიდი კრების”, უპირველესად კი ნიკეას კრების, დეკრეტებისადმი. ფოტიოსის წერილში მინიშნებაც არაა რომაული კურიის მხრიდან კონსტანტინოპოლში დელეგაციის გაგზავნაზე, რომლის სინოდზე დასწრება იმ ქმედებებს აღკვეთდა, რასაც ჯერ კიდევ ეწეოდნენ წმიდა ხატების მოძულეები.

დელეგაციამ, რომელმაც დოკუმენტი რომში ჩაიტანა, პაპს, ნიკოლოზ I-ს ასევე წარუდგინა  იმპერატორის წერილი, სადაც მიხეილ III სთხოვდა წმიდა მამას, რომ კონსტანტინოპოლში, კრებაზე დასასწრებად წარმოეგზავნა თავისი ლეგატები, რათა ხატმებრძოლეობის უკანასკნელი ნაშთები საბოლოოდ აღმოეფხვრათ. პაპმა მიიღო ფოტიოსის რწმუნებულები და თავისი ლეგატები გაგზავნა კონსტანტინოპოლს, თუმცა არა მხოლოდ კრებაში მონაწილეობის მისაღებად, არამედ იმისთვისაც, რომ გამოეკვლიათ ეგნატეს გადაყენების ნამდვილი მიზეზი და გამოეთხოვათ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული ყველა აქტი.

პირველი პასუხი რომიდან

ამ დროისთვის, პაპ ნიკოლოზ I-ს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცხადებული თავისი ფუნქციების შესახებ საყოველთაო ეკლესიაში. თუმცა შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ კურიამ თადარიგის გარეშე მიიღო პენტარქიის კონცეფცია, რაც წმიდა სამოციქულო საყდრის ტიტულოვან მფლობელს გამორჩეულად ანიჭებდა პრიმუს ინტერ პარეს. ნიკოლოზ I-ისა და მისი მრჩევლებისთვის წმიდა საყდართან თანაზიარება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ სრული უფლებამოსილების მინიჭება არ უნდოდათ კონსტანტინოპოლისთვის, რადგანაც იქიდან წამოსული ახსნა-განმარტებები ეჭვს აღძრავდა. მით უფრო, რომ გადამდგარი პატრიარქის, ეგნატეს შესახებ არავითარი ინფორმაცია არ არსებობდა. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება გაკეთებულიყო, ეს თანაზიარების წერილის გაგზავნის გადავადება იყო. იგი მხოლოდ მას შემდეგ გაიგზავნებოდა, რაც სამოციქულო საყდრის წარმომადგენელთა მიერ ადგილობრივი გამოკითხვა ჩატარდებოდა. ამ მიზნით, კონსტანტინოპოლში ორი ლეგატი გაგზავნეს: პორტის ეპისკოპოსი _ როდოალდო და ანანის (Anagni) ეპისკოპოსი _ ზაქარია. ისინი უფლებამოსილნი იყვნენ, წმიდა ხატებთან დაკავშირებული საკითხები განეხილათ, მაგრამ, რაც შეეხება ეგნატესა და ფოტიოსის ისტორიას, მათი უფლებები აქ აშკარად შეზღუდული იყო. ლეგატებს ორი წერილი მიანდეს: ერთი იმპერატორისთვის და მეორე ფოტიოსისთვის. ამ უკანასკნელისადმი გაგზავნილი წერილი ძალზე მოკლე იყო და მხოლოდ წუხილს გამოხატავდა იმის გამო, რომ აღიარება მყისიერად ვერ მოხდებოდა, რადგანაც მისი, როგორც ნეოფიტის, ხელდასხმა პირველი შემთხვევა იყო.

იმპერატორისადმი გაგზავნილ შედარებით ვრცელ წერილში სულ სხვა საკითხზე იყო ყურადღება გამახვილებული. წერილში ხაზგასმული იყო წმიდა საყდრის უფლებები. რადგანაც კრება ისე ჩატარდა, რომ გათვალისწინებული არ იყო პაპის უფლებამოსილება, მისი გადაწყვეტილებები ძალაში ვერ შევიდოდა და ეგნატეს გადაყენება კანონიერად ვერ ჩაითვლებოდა. თვით იმპერატორისგან გაგზავნილი წერილიც წარმოებული პროცედურის უწესრიგობას ამჟღავნებდა. რაც შეეხება ფოტიოსის არჩევას, არც ეს პროცედურა იყო მთლად რიგიანად შესრულებული, რაკიღა კანონი კრძალავდა “ნეოფიტის” არჩევას. დასასრულს, წერილში ნახსენები იყო ბიზანტიის წინააღმდეგ საუკუნეზე მეტი ხნის წინ წარმოშობილი ბრალდება, რომელსაც საფუძვლად ლეონ იზაურელის დეკრეტი ედო. ამ დეკრეტით კალაბრიისა და  სიცილიის მემკვიდრეობის კონფისკაცია ხდებოდა, რის გამოც რომის პატრიარქის უფლებები ილახებოდა. ამრიგად, პაპს უნდოდა, რომ კონსტანტინოპოლს იგი გადამწყვეტ ინსტანციად მიეჩნია, და შორეული წარსულის გახსენებით, იგი ძველი ქონების დაბრუნებას ითხოვდა, ანუ მაშინდელის,  როცა აღმოსავლეთ ილირია მთლიანად რომის საპატრიარქო ტახტზე იყო დამოკიდებული, და როდესაც თესალონიკის ეპისკოპოსი პაპის ვიკარის როლს ასრულებდა ,,ეპირიის, ილირიის, მაკედონიის, თესალიის, აქაიის, ორივე დაკიის (დაცია რიპენსის (სანაპირო დაკია) და დაცია მედიტერრანეა (ხმელთაშუა დაკია), მასიას (La Mesia), დარდანელისა და პრევალიტანიას (La Prevalitanaლა)” მიმართ.

რომის ლეგატები კონსტანტინოპოლში

კონსტანტინოპოლში არსებული სიტუაციის შესწავლის მიზნით წარგზავნილი რომაელი ლეგატები _ როდოალდო და ზაქარია, მიადგნენ თუ არა  ბოსფორის სანაპიროს, თავიანთი ძალაუფლების გამოყენებას შეუდგნენ: მიღებული ინსტრუქციის მიხედვით, მათ უნდა შეესწავლათ (ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ) ეგნატეს გადაყენებასთან დაკავშირებული ყოველი საკითხი; ისინი იკვლევდნენ თვით ცამეტი წლის წინანდელ არჩევნებს, რომის კურიისადმი დამოკიდებულებას გრიგორი ასვესტასთან დაპირისპირების დროს. ფოტიოსის მომხრეებმა დიდი წინდახედულობა გამოიჩინეს. მათ ლეგატები დაარწმუნეს, რომ შეეძლოთ, უფრო მეტიც, უნდა დაეკავებინათ გარკვეული პოზიცია სინოდის კრებაზე (კრება 861 წლის აპრილში გაიმართა იმპერატორის თავმჯდომარეობით, რომელსაც სამას ეპისკოპოსზე მეტი ესწრებოდა), რათა წმიდა სამოციქულო ეკლესიაში განეხილათ ეგნატეს საკითხი; ასევე, მასთან ერთად გადაეხედათ იმ ვითარებისთვის, რაც მისი არჩევის დროს სუფევდა; აქვე ეპისკოპოსს (ეგნატეს) უნდა ეღიარებინა, რომ საეპისკოპოსო ტახტზე მხოლოდ იმპერატრიცას პროტექციით იყო არჩეული. ეგნატე კარგად ხედავდა, თუ როგორ ამეტებდნენ პაპის მიერ გამოგზავნილი ლეგატები თავიანთ უფლებებსა და კომპეტენციას, რაზეც მან განაცხადა: “მე თქვენს მიერ არ უნდა განვისაჯო, რამეთუ ჩემს განსასჯელად როდი წარმოგგზავნეს”. დაარწმუნეს რა პაპის ლეგატები, რომ ეგნატე უკანონოდ იყო არჩეული, მისთვის პატრიარქის ტიტულის ჩამორთმევის უფლება მოიპოვეს. საბოლოოდ, მთელი ეს ფარსი ეგნატეს გადაყენების სენტენციით დასრულდა. ასე საჯაროდ იქნა დამცირებული ეგნატე. “დღეგრძელობა პაპ ნიკოლოზს; დღეგრძელობა ფოტიოსს, დღეგრძელობა რომაელ აპოკრისიარებს!” _ მსგავსი შეძახილებით კრების წევრებმა პატრიარქის შეცვლის პროცედურა წარმატებულად ჩათვალეს. აქვე სახალხოდ დაგმეს ხატმებრძოლეობა; თუმცა სინოდმა უარყო პაპის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც რომაული საყდარი უფლებამოსილი იყო, საეკლესიო კონტროლი დაეწესებინა ილირიაზე. სინოდი 861 წლის სექტემბერში დასრულდა. მოგვიანებით ისიც ითქვა, რომ შესაძლოა გაუგებრობის გამო ჩაერია რომის წმიდა საყდარი ადგილობრივი ეკლესიის კერძო საქმეში (თუნდაც კონსტანტინოპოლის ეკლესიაში), მაგრამ, ალბათ, რომის ეკლესია შესაფერის მომენტს ელოდა, რომ საკუთარი პატრიარქატის უფლება-მოვალეობები აღედგინა.

რომაელ ლეგატთა მისიის უარყოფა. რომის პროტესტი ფოტიოსისადმი

რომის ეკლესიის სინოდი 862 წლის მარტში შედგა, როდესაც პაპის ლეგატები ბიზანტიური საელჩოს თანხლებით რომში დაბრუნდნენ; პაპმა მოხსენება წარუდგინა მას ბიზანტიის საქმეებზე, წაიკითხა იმპერატორისა და ფოტიუსის წერილი, სავსე პირმოთნე გამოთქმებით, და ამასთან ერთად ლათინური ეკლესიისადმი ბრალდებებით, და უკანონოდ სცნო ეგნატეს განდევნა და ფოტიუსის არჩევა.

სინოდზე გაუქმდა ორი ლეგატის მიერ ეგნატეს წინააღმდეგ წარმოებული პროცედურა, რაც ფოტიოსს და იმპერატორს 18 მარტით დათარიღებულ წერილებში აუხსნეს. ფოტიოსისადმი გაგზავნილი წერილი  პატრიარქის მიერ მოყვანილ მოტივაციებს სცემდა პასუხს, სადაც იგი თავს იმართლებდა პატრიარქის ტახტზე დაჩქარებული ასვლის გამო; წერილში ნათქვამი იყო, რომ “ნეოფიტების” ასარჩევი კანონები აღმოსავლეთის ეკლესიაში არ იყო მიღებული; პაპმა ნიკოლოზმა თავის პასუხში მათ შეახსენა, რომ პეტრეს ვიკარის ტიტული და პრიმატის ავტორიტეტი მას უნივერსალურობას ანიჭებდა, რის გამოც მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, თუნდაც რწმენის საკითხებში, ვერავინ აღუდგებოდა წინ. ფოტიოსის მიერ მოტანილი პრეცედენტები მოცემულ შემთხვევაში ვერ გამოდგებოდა. ამასთანავე, ახლად არჩეულს არა მხოლოდ მისი ნეოფიტობის გამო სჯიდნენ, არამედ იმიტომაც, რომ ვერ გაარკვიეს, იყო თუ არა თავისუფალი საპატრიარქო ტახტი, როდესაც მასზე ფოტიოსი დაჯდა. აი, რა იყო მთავარი პრობლემა. პაპი, რომელიც ინფორმირებული იყო, თითქოსდა მის წარმომადგენლებზე ზეწოლას ახორციელებდნენ, სანქციას ითხოვდა ბერძნულ კრებაზე. პაპი მანამ ვერ გაკიცხავდა ეგნატეს, სანამ ყველაფერს ნათელი არ მოეფინებოდა. თუმცა მაშინ, როდესაც კურიას ეჭვი ჰქონდა ახლად არჩეული პატრიარქის კანონიერებაში, აღმოსავლეთის სამივე პატრიარქისადმი გაგზავნილ წერილებში საუბარი იყო ფოტიოსზე, როგორც ,,შემოჭრილზე”, ავაზაკზე; სამოციქულო ტახტი ამ ბრალდებებს უარყოფდა. ახალ ბრძანებამდე და უფრო დეტალურ ინფორმაციამდე, რომი ეგნატეს ნამდვილ პატრიარქად აღიარებდა. სხვა საპატრიარქოებს თავიანთი პოზიცია სამოციქულო საყდრისთვის უნდა შეესაბამებინათ. მეორე ფაქტი კიდევ უფრო ართულებდა ფოტიოსის პოზიციას რომის საყდრის წინაშე. 862 წელს, რომში მოაღწია ეგნატეს სარჩელმა, რაც ძალზე დაგვიანებით გადმოიგზავნა არქიმანდრიტ თეოგნოსტოს მიერ. ეს უცნაური დოკუმენტი, ერთი შეხედვით “ლიბელუს”-ი, ეგნატეს სახელით იყო შედგენილი ათი მიტროპოლიტის, თხუთმეტი ეპისკოპოსისა და მრავალი ბერის მიერ; თუმცა ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ იგი ეგნატეს მიერ იყო შესრულებული, რამდენადაც განსაკუთრებულ მოწიწებას არ ამჟღავნებდა რომის სამოციქულო ტახტის მიმართ: წმიდა სამოციქულო ეკლესიაში, კრების წინაშე, მან საჯაროდ განაცხადა, რომ პაპისადმი განცხადება არ გაუკეთებია და არ ესმოდა, თუ რატომ ერეოდა რომი მის საქმეებში, მაშინ როცა ლიბელუს-ი ცხადჰყოფს, რომ გადაყენებულ პატრიარქს წინასწარ რომში რამდენიმე წერილი გაუგზავნია, რომლებიც დანიშნულების ადგილზე ვერ მოხვდა. თუმცა ლიბელუს-ი ფორმალური განცხადება იყო ეკლესიის უზენაესი იურისდიქციისადმი და დაწვრილებით აღწერდა იმ მიზეზებს, რამაც განაპირობა ეგნატეს გადაყენება. რომის კურია, პრობლემის ახალი ასპექტით ინფორმირებული, საქმიანი ღონისძიებების მიღებას შეეცადა.

863 წლის რომის კრება

863 წლის აპრილში რომში გამართული  კრება, _ რომელიც ჯერ წმ. პეტრეს ტაძარში მიმდინარეობდა, ხოლო შემდეგ კი ლატერანში, _ მთელი ამ ისტორიით იყო დაკავებული. სამწუხაროდ, დღემდე არ მოუღწევია დისკუსიის ოქმებს; მხოლოდ ის ვიცით, რომ გასაჩივრდა კონსტანტინოპოლში ჩასული ორი ლეგატის მიერ შედგენილი აქტები; სულ ხუთი კონკრეტული პუნქტი მიიღო რომის კრებამ: პირველი ეხებოდა “ნეოფიტ” ფოტიოსს, გადაყენებული ეპისკოპოსის მიერ დანიშნულს, ეგნატეს მტერსა და რომაელი ლეგატების მომსყიდველს. მას ყველანაირი ტიტული, სამღვდელო წოდება გაუუქმდებოდა  და მსახურების უფლება ჩამოერთმეოდა, თუკი ანგარიშს არ გაუწევდა ამ გადაწყვეტილებას, და არ დაუბრუნებდა ეგნატეს თავის ტახტს, სხვა შემთხვევაში ანათემას გადასცემდნენ. მეორე პუნქტში აღნიშნული იყო, რომ  ფოტიოსის მომხრეს, გრეგორი სირაკუზელს სამღვდელო მსახურების უფლება ჩამოერთმეოდა; მესამე, ფოტიოსის მიერ დანიშნულ ყველა საეკლესიო მსახურს ღვთისმსახურების უფლება ჩამოერთმეოდა; მეოთხე პუნქტის მიხედვით, ეგნატე მთელ უფლებამოსილებას აღიდგენდა, გაუქმდებოდა მისი გადაყენების ბრძანება, და ვინც მის რეინტეგრაციას გააპროტესტებდა, მას საეკლესიო ცენზურა შეეხებოდა. მეოთხე პუნქტის საფუძველზე, რეინტეგრაციას დაექვემდებარებოდა ყველა ის საეკლესიო პირი, ვინც ეგნატეს ერთგულების გამო გააძევეს, ან ფუნქციები ჩამოართვეს.

865 წლის რომაული მემორანდუმი

ჩვენთვის უცნობია, თუ როდის და როგორ ეუწყა კონსტანტინოპოლს რომის 863 წლის კრების დეკრეტები, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, როგორი რეაქცია მოჰყვა ამას. რომის კურიის წესების თანახმად, რომელიც უკვე ფოტიოსს აღარ სცნობდა,  იგი საპასუხო წერილს ვეღარ დაუბრუნებდა მას; ამიტომაც კრების გადაწყვეტილებები მხოლოდ იმპერატორისთვის უნდა ეცნობებინათ. ფოტიოსს ისღა დარჩენოდა, რომ გაჩუმებულიყო და იმპერატორისთვის გადაელოცა პასუხის მიწერის უფლება. იმპერატორის წერილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, თუმცა ცნობილია, რომ იგი რომის კურიამ შეაფასა, როგორც “ლანძღვა-გინებით სავსე”, და რასაც ნიკოლოზ I-მა 865 წლის 28 სექტემბრით დათარიღებული წერილით უპასუხა, სადაც იგი აპროტესტებდა იმპერატორის მიერ ლათინური ენის ველურ ენად წარმოჩენას. წერილში ცხადად იყო ხაზგასმული რომის ეკლესიის, როგორც “ყველა ეკლესიის პრიმატისა და მოძღვრის” უფლებები, პაპის უზენაესობა ეკუმენური კრების წინაშე. თუკი 863 წლის რომის კრების გადაწყვეტილება საბოლოო ჩანდა, ახლა პირიქით იყო, ალბათ იმიტომ, რომ იმპერატორმა კურიას რამდენიმე ახალი ფაქტი გაუმჟღავნა; ეს წერილი ეგნატესა და ფოტიოსის საკითხით იწყებოდა და, თითქოს ყოველგვარი დასკვნის გარეშე, ორივეს პირადად, ან მათ რწმუნებულებს იწვევდა რომში ჩასასვლელად. წერილში ღიად იყო ნათქვამი, რომ მხედველობაში მიეღოთ შერიგების მცდელობა. მაშასადამე, მშვიდობა ჯერ კიდევ  სუფევდა, ერთი მხრივ, იმპერატორსა და მის პატრიარქს შორის და, მეორე მხრივ, რომს შორის. თუმცა მოვლენები ისე არ მიმდინარეობდა, როგორც პაპი იმედოვნება. ამ პერიოდის წერილებში, იმპერატორ მიხეილ III-სა და ნიკოლოზ I-ს შორის, მკაცრი და მსუსხავი ტონის გარდა, ნათლად ჩანს რომსა და კონსტანტინოპოლს შორის თანდათანობითი გაუცხოება, რაც უკვე არა მარტო საეკლესიო დონეზეა შესამჩნევი, არამედ პოლიტიკურ და კულტურულ დონეზეც.

კონსტანტინოპოლის მწვავე რეაქცია

მნიშვნელობა არ ჰქონდა, გაეცნო თუ არა პატრიარქი რომიდან 866 წლის 13 ნოემბერს გამოგზავნილ წერილს. ფაქტია, რომ ფოტიოსს არ ეამებოდა ანათემაზე გადაცემა და, განსაკუთრებით, ბულგარეთის საკითხში ლათინი მისიონერების ჩარევა. არ შეიძლება, აქ, თუნდაც მოკლედ, არ შევეხოთ  ბულგარეთის თემის მნიშვნელობას.

ბულგარეთის საკითხი

863 წელი სლავებისთვის გადამწყვეტი გახლდათ მისიონერობის კუთხით, რადგანაც სწორედ მაშინ გაემგზავრნენ კირილე და მეთოდე დიდი მორავიის გასაქრისტიანებლად. VII საუკუნეში, როდესაც ბულგარეთის ახალბედა სახელმწიფო ბიზანტიის იმპერიის დასავლურ ნაწილს შეუერთდა, ბიზანტიის იმპერიას მეტი საშიშროება დაემუქრა; თუმცა, საბედნიეროდ, კრუმისა და ომურტაგის შემდეგ, ვითარება შეიცვალა: ეს ველური წარმართები, რომლებიც, მრავალგზის მცდელობის შემდეგ, “ღვთისაგან დაცული ქალაქის” კედლებამდე მივიდნენ, ამჯერად სახარებას ეწაფებოდნენ. 852 წლიდან ბულგარეთს ხანი ბორისი მართავდა; ეს უკანასკნელი ყველაზე გონიერი და ალბათ ყველაზე რელიგიური აღმოჩნდა თავის ერში, რამეთუ კარგად გააცნობიერა, თუ რა იზოლირებულს ხდიდა წარმართობა ბულგარეთს, ქვეყანას, რომელიც ქრისტიანობის გზაზე შემდგარ მორავიას, გერმანიასა და ბიზანტიას (სახარების ოფიციალური წარმომადგენლის) შორის იყო მომწყვდეული; თავადაც უნდა გაქრისტიანებულიყო, თუკი სტეპებზე მცხოვრები მომთაბარე ტომების დონეზე დარჩენა არ სურდა; ასეთები იყვნენ მაგალითად: მაგიარები, ხაზარები, პეჩენეგები. მაგრამ ვისთვის ეთხოვა ბულგარეთს ევანგელიზაცია: ლათინებისთვის თუ ბიზანტიელთათვის? მომდევნო წელს ბულგარეთის ხანი ბორისი, მიხეილ III-ის მიერ მშვიდობის შეთავაზების სანაცვლოდ, ქრისტიანობაზე მოექცა. მას ნათლიად თავად იმპერატორი დაუდგა და ნათლობის სახელად თავისი სახელიც კი შეურჩია. წარმოუდგენელია, რომ ფოტიოსი, რომელიც მაშინ უკვე პატრიარქი იყო, გარდა ნათლობისა, სხვა მნიშვნელოვან  მოვლენებში არ ჩარეულიყო; ბორისი დათანხმდა, მიეღო ბიზანტიური მისია, მაგრამ შემდგომ, 865 და 866 წლებში, მან დაჟინებით მოითხოვა, რომ ბულგარეთი ავტონომიური გამხდარიყო და საკუთარი პატრიარქი ჰყოლოდა, რომელიც ერთ დღესაც იმპერატორის გვირგვინს დაადგამდა. ბორისი უკვე ოცნებობდა მეფის ტახტზე: მაშინდელი ნორმების მიხედვით, მეფედ და იმპერატორად კურთხევა მხოლოდ დამოუკიდებელი საეკლესიო თავის მიერ იყო შესაძლებელი. ყოველივე ამან ბორისის სულში გადატრიალება მოახდინა: თუკი  კონსტანტინოპოლს არ ანაღვლებდა ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალია, ცხადია, რომთან ამ საკითხის მოგვარება კიდევ უფრო რთული იქნებოდა. მაგრამ ფოტიოსის უარყოფითმა პასუხმა ბორისს გადააწყვეტინა, რომის პაპისთვის მიემართა იგივე თხოვნით, და თან ევანგელიზაციის შედეგად წამოჭრილი 106 საკითხი დაეყენებინა. 866 წლის აგვისტოს, ბორისის დესპანი მარადიულ ქალაქში ჩავიდა. რომის კურიისთვის უკვე აღარაფერი იყო უანგარო; ის წლების მანძილზე ოცნებობდა, თავის იურისდიქციაში მოექცია აღმოსავლეთ ილირია, რაზეც V საუკუნის დიდი პაპები თავიანთ საპატრიარქო უფლებებს აცხადებდნენ. სიმართლე ითქვას, ბულგარეთის ახალბედა სახელმწიფო, ანტიკური ილირიის აღმოსავლეთ საზღვრებს სცილდებოდა და თავის ჰორიზონტს თვით თრაკიის ანტიკურ “ეპარქიაზე” შლიდა. ეს დიდად როდი ეჭაშნიკებოდა რომს, სადაც უკვე კონსტანტინოპოლის საეკლესიო ამბიციებზეც კი ჰქონდათ ეჭვები. როგორც კი ბორისის მიერ წარგზავნილები რომის კურიაში გამოცხადდნენ, არც ბიზანტიის იმპერიას, თავისი იმპერატორით, და არც ბერძნულ ეკლესიას, თავისი პატრიარქით, არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, თუ რა საშიშ სქიზმას მოასწავებდა ყოველივე ეს. ხომ არ აჯობებდა, რომ მათი (ბიზანტიის და საბერძნეთის) ზეგავლენისაგან ეხსნათ ეს ახალბედა ერი, სადაც სახარების პირველი მაუწყებელნი ლათინი მისიონერები იყვნენ? გადაწყდა, რომ დაუყოვნებლივ გაეცათ პასუხი ბორისის წინადადებებზე, და 866 წლის შემოდგომაზე შედგა მისია, ორი ეპისკოპოსის, ფორმოზო პორტოელისა (Formoso di Porto)  და პავლე პოპულონიელის (Paolo di Populonia) მეთაურობით. ბულგარეთის ხელმწიფე გაოცებული დარჩა, როდესაც მრავალი, მისთვის კარდინალური მნიშვნელობის განსხვავება დაინახა ბერძნულსა და ლათინურ წესებს შორის; ამას კურია იმ განცხადებით პასუხობდა, რომ მხოლოდ რომს უნდა დამორჩილებოდა, და რომ მაგალითად, ბერძნების ჯვრისწერის გარეგნულ ცერემონიალს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა; ასევე აკრიტიკებდნენ აღმოსავლურ კონცეფციას ეკლესიის შესახებ: პენტარქიული კონცეფციის გაზიარების ნაცვლად, მათ რომაული იდეისთვის უნდა დაეჭირათ მხარი, რომლის თანახმადაც საპატრიარქო ტახტი მხოლოდ რომში, ალექსანდრიასა და ანტიოქიაში უნდა მდგარიყო; კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის ავტორიტეტი კი უგულებელყოფილი იყო. რომის კურია სულაც არ ჩანდა უკმაყოფილო იმით, რომ შეიძლებოდა ყოველივე ამას ამ ორი ტრადიციის, ლათინურისა და ბერძნულის, კონფრონტაცია გამოეწვია. თუმცა, ღიად რჩებოდა ის პუნქტი, რაც ამ კანონიკურ კონტრასტებზე მეტად აწუხებდა ბორისს. როგორც ფოტიოსის, ასევე პაპის წინაშე, მან დამოუკიდებელი ბულგარული საპატრიარქოს დაარსების საკითხი წამოაყენა; ნიკოლოზ I-მა ამ წინადადების დაუყოვნებლივ მისაღებად ფოტიოსზე მეტად როდი გამოიჩინა მზადყოფნა; თუმცა, ეყო გამჭრიახობა, რომ ამ მოთხოვნაზე კატეგორიული უარი არ ეთქვა ბორისისთვის – როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდებოდა, ბულგარეთს პატრიარქი თუ არა, არქიეპისკოპოსი მაინც ეყოლებოდა, ყველა იმ უფლებით აღჭურვილი, რაც იერარქიის დადგენას სჭირდებოდა. ასე რომ ბორისი რომში წაუსვლელადაც შეძლებდა, თავის ქვეყანაში თავადვე შეესრულებინა ხელდასხმა. ხოლო პალიუმის გადაცემა უკვე დასტური იქნებოდა იმისა, რომ მას სამოციქულო საყდართან იურიდიული კავშირი ჰქონდა. ბულგარეთს ყოველთვის უნდა მიემართა რომის ეკლესიისთვის, რამდენადაც მხოლოდ იგი იყო ჭეშმარიტი ქრისტიანობის დამცველი  და ერთადერთი, რომელიც არასოდეს შემცდარა. თუკი რომაულ დირექტივებს გაყვებოდა, ბულგარეთი სწორ გზაზე დადგებოდა. ამასობაში კი რომიდან კიდევ ერთი დელეგაცია მიდიოდა, რომელსაც საერთო გზა უნდა მოეძებნა ფორმოზთან და პავლესთან, თუმცა შემდეგ, ბულგარეთში ჩამოსულები, ისინი კონსტანტინოპოლისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. დელეგაციას მეთაურობდა ოსტიის ეპისკოპოსი, დონატო, კარდინალი ლეონი და დიაკონი მარინო; მათ ხელთ არსებული დოკუმენტების რიცხვი და მათი მომლოცველობა იმაზე მეტყველებს, თუ როგორ ზრუნავდა კურია, თავის მხრივ, არავინ დარჩენილიყო გაურკვევლობაში. ამ გრძელ ტექსტებში ახალი არაფერია, მათში დასაბუთებულად არის ნაჩვენები კანონიკური არგუმენტები და წარსულის დოკუმენტები; ის, რაც ჩვენს მთავარ ყურადღებას იქცევს იმპერატორისადმი და “შემოჭრილი” პატრიარქისადმი გაგზავნილ წერილებში, არის აშკარად კატეგორიული ტონი. მიხეილ III-ს ურჩევდნენ, ბოდიში მოეხადა და საჯაროდ დაეწვა 863 წლით დათარიღებული თავისი წერილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, “დასავლური საეპისკოპოს წინაშე ჩვენ საზეიმო ატმოსფეროში გადავცემთ ანათემას პასუხისმგებელ პირებს..”. ერთ-ერთი ასეთი ბრალდება, რაც შემდეგ ფოტიოსს წაუყენეს, გახლდათ ის, რომ მან გადაყენებული ეპისკოპოსის, ანუ გრეგორი ასვესტასგან მიიღო ხელდასხმა და თითქოს ეჭვქვეშ დააყენა სწორედ მისგან ხელდასხმის საფუძვლიანობა. ანასტასიუსის დეკლამაციებს ამ მკრეხელური რიტუალების წინააღმდეგ, – რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა პაროდია, მაშინვე ძლიერი გამოხმაურება მოჰყვა. ჩააღწია კი კონსტანტინოპოლში იმ საბუთმა, რაც ხელთ ჰქონდათ დონატოს, ლეონს და მარინოს? ეს დანამდვილებით არავინ იცის. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ  ბიზანტია -ბულგარეთის საზღვარზე რომაელი ლეგატები შეჩერდნენ, და რამდენადაც ვერ შეძლეს თავიანთი მისიის შესრულება, ბორისის სასახლეს მიადგნენ, სადაც იმ სასიხარულო შედეგების მომსწრენი გახდნენ, რაც ფორმოზმა და მისიანებმა მოიტანეს ბულგარეთში. სულ მალე  ბერძენი მისიონერები უკან გაუშვეს. ლათინი მისიონერების წარმატებები ბორისისთვის შემაგულიანებელი იყო იმ მიზნით, რომ ფორმალურად მოეთხოვა, ერთ-ერთი მათგანი, ფორმოზ პორტოელი, ბულგარეთის არქიეპისკოპოსი გამხდარიყო, და რადგანაც იგი უკვე ხელდასხმული იყო, საჭირო აღარ იყო მისი იტალიაში წასვლა. ბორისი სწორედ ამის ახსნას აპირებდა რომისთვის 867 წლის ზაფხულში. თუმცა ნიკოლოზი  სულაც არ ფიქრობდა ძველი წესიდან გადახვევას, რომელიც კრძალავდა ეპისკოპოსის გადაადგილებას ერთი ადგილიდან მეორეში; პორტოს ეპისკოპოსის ტიტულის მატარებელი ფორმოზი, ვერასოდეს გახდებოდა ბულგარეთის არქიეპისკოპოსი. სწორედ ამის შეგონებას ცდილობდნენ ბორისისთვის დელეგაციის წარმომადგენლები: ეპისკოპოსი დომენიკე ტრეველი და გრიმალდო პოლიმარცოელი. მას შეეძლო საკუთარი ერისთვის არქიეპისკოპოსი იმ მღვდლებს შორის შეერჩია, რომლებიც მის გვერდით იყვნენ და რომში გაეგზავნა ხელდასასხმელად. ფორმოზ პორტოელი  კონსტანტინოპოლში გაგზავნეს, რათა ახლოდან დაკვირვებოდა მოვლენათა მსვლელობას. რომაელი მისიონერების წარმატებებზე სერიოზულად შეფიქრიანდა ბიზანტიის ხელისუფლება და ახალ-ახალი უკუვერსიების შეთხზვა დაიწყო, რაც ფოტიოსსა და ეგნატეს შორის არსებულ დავას დაემატა. ფაქტობრივად, ბულგარელების წინადადებებზე გაცემულ პასუხებში ლათინები აკრიტიკებდნენ აღმოსავლურ ტრადიციებს; მათ მრწამსს დაამატეს ფილიოკვე. ყოველივე ამან ფოტიოსი წყობილებიდან გამოიყვანა. და მაინც, შიდა პოლიტიკური გარემოების გამო, კვლავ ლოდინს ამჯობინებდა, რადგანაც მისი პროტექტორი, ბარდა, 866 წლის აპრილში მოკლულ იქნა ბასილის მიერ, ვისაც სწყალობდა მიხეილ III და უკვე ყოვლისშემძლეობით სარგებლობდა წმიდა სასახლეში. მიუხედავად იმისა რომ ფოტიოსს ცუდი ურთიერთობა არ ჰქონდა ახალ პატრონთან – იგი ხომ  ბასილის ინკორონაციის ცერემონიას ესწრებოდა, – ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჰორიზონტზე სირთულეები არ იკვეთებოდა. ასეა თუ ისე, პატრიარქის შეჩერება ვერაფერმა შეძლო და მან საქვეყნოდ პროტესტი გამოხატა რომაული “დაპყრობების” მიმართ. ეს პროტესტი ენციკლიკის ფორმით გადმოსცა და სხვა აღმოსავლურ სატახტოებსაც დაუგზავნა, იმ მიზნით, რომ თვალი ახელოდათ ზოგიერთი განკიცხული ადამიანის საქციელზე, რომლებიც, ბნელეთის ქვეყნიდან, ანუ დასავლეთიდან ჩამოსულები, იმ იმედს კლავდნენ, რასაც ბულგარეთი უსახავდა ბიზანტიის საპატრიარქოს; გმობდნენ მათ დოგმატურ და დისციპლინარულ ინოვაციებს: შაბათის მარხვა, დიდმარხვის წინა კვირას რძის ნაწარმის დაშვება, საეკლესიო ცელიბატი, ეპისკოპოსთათვის მირონცხების აღსრულების გამორჩეული უფლება, და განსაკუთრებით, ფილიოკვე (მრწამსისთვის დამატება ფრაზისა ძისაგან სული წმიდის გამოსვლის თაობაზე). მაშასადამე, საჭირო გახდა, რომ მთელ აღმოსავლეთს გაეპროტესტებინა ეს ცდომილებები: კონსტანტინოპოლში შედგა კრება, რათა ოთხივე საპატრიარქოს საქვეყნოდ დაეგმო ეს ყოველივე, – როგორც ენციკლიკაში იყო დაწერილი,- რასაც სულ მოკლე ხანში გამოეხმაურა დასავლეთი, თანაც აქ უკვე დაღლილები იყვნენ მისი ტირანიით, ვინც რომში  ძალაუფლებას ფლობდა. ამ ეპიზოდის გარდა, სადაც პირწმინდად არის ნაჩვენები განსხვავება რომაულ საყდარსა და მის საჭეთმპყრობელს შორის, როგორც მოგვიანებით იტყვიან, სედეს ედ ილ სედენს (საყდარი და მესაყდრე), უეჭველია, რომ ფოტიოსის ენციკლიკა ყველა იმ წყენას და ბრალდებას აჯამებდა, რაც უკვე კარგა ხნის მანძილზე დაგროვდა ახალ რომში ანტიკური რომის წინააღმდეგ. მომდევნო საუკუნეებში ეს ენციკლიკა იქცა მთავარ არგუმენტად ყველა აღმოსავლელისთვის, ვინც კი პოლემიკა წამოიწყო წმიდა საყდართან; ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, მან ეპოქალური მნიშვნელობაც კი შეიძინა.

(867 წლის ზაფხული)

867 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ზემოთ აღნიშნული ფაქტებით წაქეზებულმა პატრიარქმა კონსტანტინოპოლში დიდი კრება მოიწვია, რომელსაც იმპერატორები _ მიხეილ III და ბასილი I თავმჯდომარეობდნენ; ამ ფაქტმა სათავე დაუდო კონსტანტინოპოლსა და რომს შორის ფორმალურ გახლეჩას, ეს კი იმ ჟესტმა განაპირობა, რაც აქამდე ვერავინ გაბედა: ფოტიოსმა ბრალი დასდო პაპ ნიკოლოზს. თუმცა, ოფიციალური აქტების არარსებობის გამო, ამის შესახებ ნაკლებად მოგვეპოვება ინფორმაცია. ცხადია, კრებაში ბიზანტიის საეპისკოპოსოს მონაწილეობა  მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა რომ მოგვიანებით საპირისპირო ითქვა. ფოტიოსს სულაც არ გასჭირვებია, რომის წინააღმდეგ ძლიერი გუნდის შეკვრა, რადგანაც საკმარისად ჰყავდა მხარდამჭერები, მის მიერ დანიშნული ეპისკოპოსები, რომლებიც მისადმი კეთილგანწყობილნი იყვნენ; ასე გამოუცხადეს ანათემა წმიდა საყდრის მეთაურს, გაკიცხეს და კავშირი გაწყვიტეს მასთან; ასევე ცდილობდნენ, პაპის წინააღმდეგ აემხედრებინათ “ფრანგების მეფე” და მისი პატარძალი (ანუ იმპერატორი ლუდოვიკო II და ენგელბერგა), ისიც კი აღუთქვეს, რომ კონსტანტინოპოლი მათ იმპერატორებად სცნობდა, თუკი ნიკოლოზს თავიანთი ეკლესიიდან განდევნიდნენ. ამ გადაწყვეტილების ერთი ასლი აღმოსავლეთის პატრიარქს გაეგზავნა; ამასობაში, საბერძნეთის ორი ეპისკოპოსი, ზაქარია ქალკედონელი და თეოდორე ლაოდეკიელი იტალიაში მიეშურებოდნენ კრების აქტების წასაღებად.

რომის პაპის, ნიკოლოზ I-ის სიკვდილი

ეს აქტები ნოკოლოზმა ვეღარ მიიღო, მან მხოლოდ ნაწილობრივ შეიტყო კონსტანტინოპოლის რეაქციის შესახებ. მაგრამ ის, რაც მან გაიგო, ცხადია, ბულგარეთში თავისი წარმომადგენლების მიერ, და ალბათ თავად ფოტიოსის ენციკლიკით, საკმარისი აღმოჩნდა მოახლოებული საფრთხის გასათვალისწინებლად. საფრთხე თავისთავად იმაში მდგომარეობდა, რომ იმპერატორ ლუდოვიკოსთან ბერძნების კავშირს შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყოლოდა, რაც რომის ეკლესიის პრესტიჟს ჩრდილს მიაყენებდა. აღმოსავლეთიდან წამოსული ბრალდებები დასავლეთში უხმაუროდ არ ჩაივლიდა. მიუხედავად იმისა რომ პაპს ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა, მას ძალა ეყო, 867 წელს თავის კლერთა შორის ძლიერი გუნდი შეერჩია ბერძნების წინააღმდეგ; ამას კაროლინგების იმპერიის ყველა თეოლოგიური ძალის გენერალური მობილიზება მოჰყვა, მაგრამ პაპი  ნიკოლოზ I 13 ნოემბერს გარდაიცვალა; ასე რომ მან ვერაფერი შეიტყო შედეგებზე, და ვერც იმ მძიმე მოვლენებზე, რასაც 24 სექტემბრიდან ადგილი ჰქონდა კონსტანტინოპოლში, როცა ლათინებისთვის პასუხის გაცემას უკვე აზრი აღარ ჰქონდა.

ფოტიოსის პირველი გადაყენება ტახტიდან

კრებაზე, რამდენადაც იგი ნიშანდობლივი პოლიტიკური ცვლილებების გარიჟრაჟზე შედგა, რადიკალური გადაწყვეტილებები ნამდვილად არ მიუღიათ. კრების დასრულებიდან სულ მოკლე ხანში ისეთი რამ მოხდა, რამაც ბიზანტიის იმპერიის ბედი შეცვალა. 23-24 სექტემბრის ღამით, მიხეილ III თავისმა დაცვამ მოკლა (ასევე მოკლეს ბარდაც), მომდევნო დღეს კი მისი ადგილი მისმა მკვლელმა, ბასილი I ბიზანტიელმა (867-886) დაიკავა; იგი მაკედონიის დინასტიის დამაარსებელი გახლდათ. ბასილმა პირველივე დღიდან გაამჟღავნა საკუთარი განზრახვა თავისი წინამორბედის პოლიტიკური კურსის შეცვლის თაობაზე; მან ყველა დაითხოვა, ვისაც მიხეილის დროს მაღალი თანამდებობა ეკავა და მათ ადგილზე მისდამი ნდობით აღჭურვილი პირები დანიშნა; იგი დასაყრდენს ეძებდა ასევე წინანდელი რეჟიმის მოწინააღმდეგეთა რიგებში. ყოველივე ამან, და იმ ფაქტმაც, რომ მან რომთან ურთიერთობის გაუმჯობესება მოინდომა, _ რაც ასე ისურვეს წმიდა პეტრეს ტაძარში 869 წელს შემდგარ სინოდზე, _ გამოიწვია ფოტიოსის  გადაყენება, რომელმაც მიხეილის სახით მნიშვნელოვანი მომხრე დაკარგა; სამაგიეროდ, მოხდა ეგნატეს რეინტეგრაცია თავისი ძველი საპატრიარქო უფლებებით. აქ არ მოვყვებით ორგზის მკვლელი იმპერატორის, ბასილის საქციელის რელიგიურ მოტივებზე საუბარს; ასეა თუ ისე, ამ ვითარებიდან ანტიკურმა რომმა თავისი სარგებელი ნახა, ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც. სარწმუნოების, დისციპლინარულ და ზიარების საკითხში რომი უკანასკნელ ინსტანციად რჩებოდა. იმპერატორი და ეგნატე წერილს სწერენ პაპს, ადრიანე II-ს (867-872), ამცნობენ მიმდინარე ცვლილებათა შესახებ და იქვე მოითხოვენ პაპის ლეგატების გამოგზავნას ეკუმენურ კრებაზე დასასწრებად, რომლის ჩატარებასაც კონსტანტინოპოლში გეგმავენ.

კრების პირველი ნაწილი (ოქტომბერ-ნოემბერი, 869 წ.)

კრება გაიხსნა 869 წლის 5 ოქტომბერს, რომელსაც მხოლოდ ხუთი მიტროპოლიტი და შვიდი ეპისკოპოსი ესწრებოდა (ვინაიდან კრებაზე მხოლოდ ეგნატეს ერთგული ეპისკოპოსები დაუშვეს); აქვე იყვნენ ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოს დელეგატებიც (ალექსანდრიიდან მხოლოდ მეცხრე სესიაზე ჩამოვიდნენ დელეგატები). საზეიმო გახსნაზე იმპერატორმა ბასილი I-მა გამოთქვა სურვილი, რომ სასურველ კომპრომისებზე წავიდოდა და მშვიდობიან პოლიტიკას გაატარებდა ფოტიოსის მიმდევრების მიმართ, რითაც თავიდან  აიცილებდა კიდევ ერთ საფრთხეს; აქვე, რომაული პრეტენზიების მიუხედავად, მან აღნიშნა, რომ უნდა განახლებულიყო ფოტიოსისა და მისი მხარდამჭერების საქმის განხილვა.

მას შემდეგ, რაც კრების წევრებმა მიიღეს Libellus Satisfactonis, გადაწყდა, რომ ასამბლეაზე ფოტიოსს ვერ გაამართლებდნენ, მისი უშუალო მოწვევისა და მოსმენის გარეშე. კრების მეორე სესიაზე (7 ოქტომბერი) დაუშვეს ჯერ ეგნატეს მიერ ხელდასხმული, და შემდეგ ფოტიოსის მხარეზე გადასული ეპისკოპოსები; მეოთხე სესიაზე (18 ოქტომბერი) ფორმალურად მოითხოვეს ფოტიოსის აუდიენცია; ამ მოთხოვნას უფრო აძლიერებდა საიმპერიო ლეგატების მუქარა, რომ სინოდის აქტებს ხელს არ მოაწერდნენ. პაპის ლეგატები იძულებულნი იყვნენ, დათმობებზე წასულიყვნენ. 20 და 25 ოქტომბრის სესიებზე, მაშინ როცა ფოტიოსი დუმდა, მისი მხარდამჭერები თავგამოდებით იცავდნენ თავს და ილაშქრებდნენ Libellus satisfactionis წინააღმდეგ, რამეთუ მას დამამცირებლად მიიჩნევდნენ. თუმცა ამას კრების მონაწილეთა ურთიერთობაზე ცვლილება არ მოუხდენია, ასე რომ VI სესიის დასასრულს (25 ოქტომბერი), ფოტიოსი და მისი მომხრეები საჯაროდ გაკიცხეს, რითაც რომის სურვილიც დააკმაყოფილეს. მომდევნო სესიაზე (29 ოქტომბერი) ისინი გადააყენეს და ანათემას გადასცეს, ხოლო VIII სესიაზე (5 ნოემბერი) დაწვეს 867 წლის კრების აქტები და ფოტიოსის ნაწერები რომის წინააღმდეგ.

კრების მეორე ნაწილი (870 წ., თებერვალი)

ამის შემდგომ, კრებამ სამი თვის მანძილზე თავისი საქმიანობა შეწყვიტა. მიზეზებზე არაფერი თქმულა, თუმცა ლომის წილი კრების დახურვაში Libellus satisfactionis -ით გამოწვეულ მღელვარებას ედო: ბიზანტიის ეპისკოპოსთა უმრავლესობა ფოტიოსის მხარეზე იყო და რომის ქმედება მათთვის იმდენად  მტკივნეული იყო, რომ რამდენიმე ეპისკოპოსი, ვინც  L Libellus-ს ხელი მოაწერა, მის ხელში ჩაგდებას და დაწვას ცდილობდა. კრება IX სესიაზე განახლდა, 870 წლის 12 თებერვალს. მონაწილეთა რიცხვი გაიზარდა და 67-ს მიაღწია, მათ შორის იყვნენ ალექსანდრიის საპატრიარქოს ლეგატები, რომლებიც მაშინვე მიემხრნენ კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დასკვნითი სესია (28 თებერვალი), რომელსაც ასოთხი ეპისკოპოსი ესწრებოდა, აშკარად არამეგობრულ გარემოში წარიმართა: აქ იყო ლუდვიგ II-ის დესპანი გერმანიიდან, ასევე, ანასტასიუს ბიბლიოთეკარი (Anastasio Bibliotecario), იყვნენ ბულგარეთის მეფის, ბორისის წარმომადგენლები; მათ განსახილველად გამოიტანეს საკუთარ ტერიტორიაზე საეკლესიო იურისდიქციის საკითხი. კრების ამ ფორმატში შედგა საბოლოო აქტები: მიიღეს 26 დოგმატური და დისციპლინარული ხასიათის კანონი. ეს კანონები სხვადასხვა თემატიკას ეხებოდნენ, მათ შორის, რომის პრიმატს და პენტარქიას (კან. 21), ეკლესიასა და საერო ხელისუფლებას შორის კავშირებს. კრების გადაწყვეტილებით, ფოტიოსი ბოსფორის ერთ-ერთ მონასტერში გამოკეტეს, სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო ხერსონი, ყირიმში.

869-870 წლებში გამართულმა კრებამ, ფაქტობრივად, დაარღვია ბიზანტიის საეპისკოპოსოში გამეფებული ერთსულოვნება. გარდა ამისა, კრების მომდევნო დღეს, ბასილი I-ის მიერ ბულგარეთის საკითხის განსახილველად არჩეულმა აღმოსავლეთის საპატრიარქოს ლეგატებმა კონსტანტინოპოლს მიანიჭეს უფლება, იურისდიქცია გაევრცელებინა ბულგარეთის ეკლესიაზე, რამაც პაპის ლეგატები განარისხა. სულ მალე პატრიარქი ეგნატე ბულგარეთის მთავარეპისკოპოსად გამოაცხადეს. პაპმა ადრიანე II-მ კრების აქტები ანასტასიუს ბიბლიოთეკარის მიერ ლათინურ ენაზე შესრულებული თარგმანის წყალობით შეიტყო, ვინაიდან ბერძნულენოვანი აქტები დაიკარგა. პაპმა იმპერატორს 871 წლის ნოემბრით დათარიღებული წერილით უპასუხა; იგი ფორმალურად მხარს უჭერდა კრებას, მიუხედავად ბულგარეთის საკითხის მიმართ გამოხატული პროტესტისა. კრება სულ მალე რომში VIII ეკუმენურ კრებად აღიარეს (ასეცაა მოხსენებული პაპის, იოანე VII-ეს წერილში, 875 წ); თუმცა კონსტანტინოპოლში რომის პაპის ავტორიტეტი ჯერ კიდევ 871 წლიდან დაეცა, ვინაიდან ფოტიოსს მრავლად ჰყავდა მხარდამჭერი; ეს ძალზე აწუხებდა ბიზანტიის მთავრობას, რომელსაც საბოლოო სიმშვიდის მიღწევა სურდა. ამგვარ პოლიტიკას მისდევდნენ კრების შემდგომ ათწლეულებში: ასე რომ, ფოტიოსის ცნობილი მომხრეები ბულგარეთში გააგზავნეს მისიით, ხოლო თავად ფოტიოსი სასახლეში გამოიძახეს, სადაც იგი იმპერატორის შვილების აღმზრდელად დაინიშნა.

პატრიარქ ფოტიოსის მეორე მანდატი

877 წელს პატრიარქი ეგნატე გარდაიცვალა და დღის წესრიგში დადგა საკითხი მისი მემკვიდრის მოძებნისა. ბასილი I ბიზანტიელმა გადაწყვიტა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქად ფოტიოსი დაესახელებინა, რაკიღა იგი კვლავაც პოპულარულ ფიგურად რჩებოდა დედაქალაქში და შერიგებაც კი მოესწრო ეგნატესთან. მანამდე კი, ბასილი I-მა რომს მიმართა და პაპ იოანე VII-გან ლეგატები გამოითხოვა ბიზანტიის ეკლესიასთან საბოლოო მშვიდობის დამყარების მიზნით შემდგარ კრებაზე დასასწრებად. ჩავიდნენ თუ არა პაპის ლეგატები კონსტანტინოპოლში, მათ მიმართეს არა ეგნატეს, არამედ ფოტიოსს, და რომისგან ახალი ინსტრუქციები მოითხოვეს; ხოლო ბასილი I  პაპისგან მოითხოვდა ფოტიოსის პატრიარქად აღიარებას და მასთან თანაზიარებას.

პაპმა იოანე VII-მ, რომელსაც, სხვათა შორის, ბიზანტიის დახმარება სჭირდებოდა სარაცინების (სარაცენი) შემოტევების წინააღმდეგ, 879 წლის აგვისტოში გადაწყვიტა, დათანხმებოდა კონსტანტინოპოლის მოთხოვნას, მაგრამ გარკვეული პირობებით: კერძოდ, ფოტიოსს პატიება უნდა ეთხოვა წარსულში თავისი საქციელის გამო, ხოლო ბულგარეთზე იურისდიქცია უნდა გაევრცელებინა რომს. ცხადია, ამ მოთხოვნებს კონსტანტინოპოლი არ დათანხმდებოდა. ამასთანავე, როდესაც ფოტიოსი იმპერატორისთვის ბერძნულად თარგმნიდა პაპის ბულას, მან მთლიანად თავის სასარგებლოდ შეცვალა ის, ხოლო პაპის ლეგატი, რომელიც მას ამ ხრიკს მიუხვდა, დაატყვევა. ფოტიოსმა თავისი ტრიუმფის მწვერვალს კონსტანტინოპოლის კრებაზე მიაღწია (879-880), როდესაც მან ერთად შეკრიბა 869 წლის კრების გადაწყვეტილებები, როცა პატრიარქი იყო ეგნატე, და თავიდან განაახლა რომთან წამოჭრილი სამოძღვრო და საღვთისმეტყველო სადავო საკითხები.

კონსტანტინოპოლის კრება (879-880)

კრება შედგა წმიდა სოფიას ტაძარში, 879 წლის 17 ნოემბერს და გაგრძელდა 880 წლის 13 მარტამდე. თავიდან მასში სამას სამოცდათვრამეტი ეპისკოპოსი მონაწილეობდა, მათგან უმრავლესობა ფოტიოსის მომხრე იყო; აქვე იყვნენ რომის პაპისა და იერუსალიმის პატრიარქის ლეგატები. კრებაში არ მონაწილეობდა იმპერატორი. კრების გაძღოლა დაავალეს ფოტიოსს, ისევე როგორც ნიკეას II კრების წინამძღოლობა დაეკისრა პატრიარქ ტარასიუსს. კრების გახსნის დროს წარმოთქმულ სიტყვებში პაპს მოუწოდებდნენ, რომ განდგომოდა მათ, ვინც ჯერ კიდევ განდგომილები იყვნენ (ეგნატეს მომხრეები) იმის გამო, რაც წარსულში დაგმო ფოტიოსმა, ხოლო პაპის ლეგატებს ურჩევდნენ, ყველანი დაერწმუნებინათ ამაში. მართალია, კრებაზე არ უარუყვიათ ის პრინციპი, რომლის მიხედვითაც რომი საეკლესიო თანაზიარების ცენტრი იყო, მაგრამ უწინარესად ერთობის აღდგენას ითხოვდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წიაღში. თავის მხრივ, პაპის ლეგატები რომის პოზიციას ამაგრებდნენ: რომ ფოტიოსის რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა თავად პაპს, და რომ ბულგარეთის თაობაზე პაპის პრეტენზიები სამართლიანი იყო. ამ უკანასკნელ საკითხზე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აჩვენა თავისი კეთილი ნება და საჯაროდ განაცხადა, რომ იმ მიწაზე თავის იურისდიქციას არ გაავრცელებდა. პირველივე სესიის ბოლოს, ფოტიოსმა ყურადღება გაამახვილა ბოლო ხანებში ეგნატესთან მიღწეულ შეთანხმებაზე, აგრეთვე იმაზე, თუ როგორი დაჟინებით მოსთხოვა მას იმპერატორმა ამჟამინდელი ადგილის დაკავება. ამგვარად მიაღწია პატრიარქმა პაპის ლეგატებთან კონსენსუსს მის რეინტეგრაციასთან დაკავშირებით. 880 წლის 26 იანვრის სესიაზე ყველამ მოაწერა ხელი კრების ოქმებს; ასე შედგა ფოტიოსის რეაბილიტაცია. პაპის ლეგატებმა ერთ-ერთმა პირველებმა მოაწერეს ხელი კრების გადაწყვეტილებებს, რაც, ფაქტობრივად, აუქმებდა 869-870 წლის წინანდელ დეკრეტებს, და ასევე თანხმობა განაცხადეს კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც (მას მერე, რაც ყველა წინანდელი დეფინიცია  განმტკიცდა) კრძალავდა ნებისმიერი სახის ცვლილებას, დამატებას ან გამოკლებას ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოზე. ეს კონკრეტული მინიშნება გახლდათ ფილიოკვეს საწინააღმდეგოდ, რაც, სხვათა შორის, იმჟამად რომს ჯერაც არ მიეღო. ვერ გადაწყდა ბულგარეთის საკითხი, თუნდაც იმიტომ რომ მეფე ბორისი, რომლის სურვილი იყო ბულგარეთის ეკლესიის ავტონომია, რომის ნებისმიერი ჩარევის წინააღმდეგი იყო. მართალია, პაპი იოანე VII სავსებით კმაყოფილი არ იყო კრების გადაწყვეტილებებით, ასევე, თავისი ლეგატების საქმიანობით, მაგრამ მაინც მოახდინა 879-880 წწ. კრების დეკრეტის რატიფიცირება. მშვიდობის გამო, მან კრების გადაწყვეტილებების მიღება ამჯობინა. თუმცა ასე როდი მოიქცნენ მისი მემკვიდრეები, რომელთაც არასდროს უღიარებიათ ფოტიოსის ლეგიტიმურობა. აი, ასეთი გახლდათ ისტორიულად კონსტანტინოპოლში ჩატარებული ორი კრების, 869-870 წწ. და 879-880 წწ., კონტექსტი, რაშიც ერთმანეთში ირეოდა დოგმატური (ფილიოკვე), დისციპლინარული (დისპუტი ეგნატესა და ფოტიოსს შორის) და პოლიტიკური (ბულგარეთის საკითხი) პრობლემები. ამავე კრების მსვლელობისას, ფოტიოსმა ეპისკოპოსებს განუცხადა, რომ ბულგარეთი, სადაც 865 წელს მეფე ბორისმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა, უნდა ყოფილიყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ნაწილი, და მისი რელიგიური (აქედან გამომდინარე, პოლიტიკური) ზეგავლენის ქვეშ, რის გამოც მას ეკრძალებოდა ავტონომიური საპატრიარქოს დაარსება. პაპმა იოანე VII-მ მაშინვე შეაჩვენა ფოტიოსი (882), თუმცა ამ შეჩვენებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

ფოტიოსის მეორედ გადაყენება ტახტიდან

886 წელს ბიზანტიის ტახტზე ახალი იმპერატორი, ლეონ VI ბიზანტიელი ავიდა, მეტსახელად ფილოსოფოსი (886-912), რომელმაც ფოტიოსი, უსაფუძვლო ბრალდების ნიადაგზე, გადააყენა და მის ადგილზე დასვა იმპერატორის ძმა სტეფანე. ფოტიოსს ბრალად სდებდნენ შეთქმულებაში მონაწილეობას, რომელსაც სათავეში ედგა მისი ახლობელი თეოდორე სანტაბარენი (თეოდორო შანტაბარენო). შედგა საბრალდებო პროცესი; თეოდორეს თვალები დასთხარეს და გააძევეს; მართალია, ფოტიოსს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა არ ედებოდა ბრალად, მაგრამ მისი გადაყენება მაინც გამართლებულად ჩათვალეს. ეს პროცესი პაპმა სტეფანე V-მ (885-891) არაკანონიერად სცნო და კიდევ ერთხელ შეაჩვენა ამჯერად უკვე კონსტანტინოპოლის ახალი პატრიარქი.

დასასრული

მას შემდეგ, რაც ფოტიოსი 886 წელს სასამართლოს ძალით გადააყენეს, იგი იმპერატორის ბრძანებით სომხეთის ერთ-ერთ მონასტერში გაამწესეს, სადაც 893 წელს გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ, მისი შვილი რომის ეპისკოპოსი გახდა, როგორც პაპი თეოდორე II (რიგით 115-ე პაპი). მაგრამ მას მხოლოდ ოცი დღის მანძილზე მოუწია კათოლიკე ეკლესიის მეთაურობა, 897 წლის დეკემბრამდე. იგი მღვდლად აკურთხა პაპმა სტეფანე VI-მ (896-897); თეოდორე II არჩეულ იქნა პაპ რომანოს შემდეგ. თეოდორემ ხელახლა აღადგინა ის სასულიერო პირები, რომლებიც სტეფანე VI-ის  მიზეზით მსახურებას ჩამოსცილდნენ, აღიარა პაპ ფორმოზის (891-896) მიერ შესრულებული ხელდასხმების კანონიერება. მან წმიდა პეტრეს ბაზილიკაში დაკრძალა ფორმოზის სხეული, რომელიც, “ცხედრის სინოდის” (“Sinodo del cadavere) თანახმად, ტიბრში მოისროლეს და შემდეგ ე.წ. ოსტიას მიდამოებში სასწაულებრივად იპოვა ერთმა ბერმა. ვარაუდობენ, რომ თეოდორე მოწამლეს.

ფოტიოსის ლიტერატურული ნაშრომები

VII და VIII საუკუნეები ბიზანტიის “ბნელ ხანას” (“dark ages”) წარმოადგენდა: ისლამის თავბრუდამხვევმა გავრცელებამ წერტილი დაუსვა “მარე ნოსტრუმ”-ით გაჟღენთილ მიწაზე ბერძნულ-რომაულ პოლიტიკურ და კულტურულ ერთიანობას. არც არაბები ყოფილან ბიზანტიის ერთადერთი მტრები ამ პერიოდში: დუნაისა და ბალკანეთის მთათა სისტემას შორის მოქცეული სლავები და ბულგარელები გამალებით უტევდნენ მას და დამოუკიდებელ და საშიშ იმპერიას აყალიბებდნენ თავად ბიზანტიის ტერიტორიაზე, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში; ლანგობარდები იტალიის ნახევარკუნძულზე შეიჭრნენ და სულ მოკლე ხანში ქარს გაატანეს იუსტინიანეს მიერ მოპოვებული სამხედრო და ეკონომიკური უპირატესობები. IX საუკუნის განმავლობაში, მუსლიმანთა ექსპანსია კრეტამდე ვრცელდებოდა (826 წ.) და თითქმის საუკუნის მესამედი მოანდომეს მათ მთელი სიცილიის დაპყრობას, რითაც მოახერხეს სამხრეთ იტალიის და თვით ადრიატიკის დაუფლება. ამ, გარე ბოროტ ძალებს, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლას იმპერიამ მთელი ენერგია შეალია, დაემატა შიდა უთანხმოება, ანუ ე.წ. იკონოკლასტიით გამოწვეული კრიზისი, რომელიც საუკუნეზე მეტხანს (726-843) გაგრძელდა და ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკური და რელიგიური ცხოვრების დესტაბილიზაცია გამოიწვია, ხოლო დიდი ხნის მანძილზე სერიოზულმა დაპირისპირებებმა კი კულტურული დეგრადაცია: მწირია ამ პერიოდის ლიტერატურული და ხელოვნების ნიმუშები. დაეცა ცხოვრების  სოციალურ-ეკონომიკური დონე, რის შედეგადაც მოხდა ფულის ინფლაცია. შემცირდა სამშენებლო სამუშაოები, აქა-იქ თუ შენდებოდა ციხე-სიმაგრეები. იმპერატორებს, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობდნენ საკუთარი იმპერიის საზღვრების დაცვას, ყურადღების მიღმა რჩებოდათ საუნივერსიტეტო საქმიანობა, რაც ბიზანტიას ყოველთვის უზრუნველყოფდა კარგად მომზადებული ჩინოვნიკებით; ასევე მნიშვნელოვნად დაეცა ლიტერატურის დონე, რომელიც უფრო მეტად “საერო” ხასიათს ატარებდა. სამაგიეროდ, ლამის ყველგან მოიკიდა ფეხი სამონასტრო კულტურამ, ტრადიციულად პროფანული, იგივე “ელინური” კულტურის საპირისპიროდ, რასაც წარმართულად და ეშმაკისეულად თვლიდნენ. მაგრამ IX საუკუნის დასაწყისში გამოცოცხლება იწყება. კულტურის სფეროში წარჩინებულ ფიგურათა მხრივ, გამოირჩევა მაკედონიის დინასტია. გამოცოცხლება თითქმის ყველა სფეროში შეიმჩნევა: ეკონომიკის სფეროში _ სავალუტო ბრუნვის ზრდით, ხელოვნების სფეროში _ საჯარო დაწესებულებათა გაფართოებით; პოლიტიკაში _ არაბულ სამყაროსთან სტაბილური ურთიერთობებით; და ბოლოს, კულტურის დარგში _ გვიანდელი, ანტიკური კულტურის შედევრების მიმართ განსაკუთრებული ინტერესით, მეცნიერული თუ საღვთისმეტყველო და ლიტერატურული ტექსტების შესწავლითა და კოპირებით. აქედან მოყოლებული, საუკუნეების მანძილზე, თვით ლათინთა მიერ დაპყრობამდე (1204 წ.), კონსტანტინოპოლი ერთპიროვნულად ინარჩუნებს კულტურულ მონოპოლიას იმპერიაზე და აყალიბებს ერთადერთ ცენტრს, რის ირგვლივაც მოძრაობს მთელი ბიზანტიური სამყარო; აი, სწორედ ამ გარემოში უხდებოდა ფოტიოსს მოღვაწეობა; გარდა იმისა, რომ ფოტიოსი ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, იგი წარმოგვიდგება აგრეთვე როგორც თეოლოგი, ეგზეგეტი, მქადაგებელი, ბულგარელების, მორაველებისა და სერბების მისიით დაინტერესებული მწყემსი. ის, რაც მისი ნაშრომებიდან შემოგვრჩა, მიუხედავად პირველწყაროს დამახინჯებული სახისა, უზარმაზარ ინტერესს იწვევს და ყველა სფეროში მის უდიდეს განსწავლულობაზე მეტყველებს, იქნება ეს გრამატიკა, ლოგიკა, დიალექტიკა, მეტაფიზიკა, ეგზეგეტიკა თუ თეოლოგია; ყველა ამ საგანს იგი ჯერ კიდევ თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის დროს ხვეწდა. უფრო მოგვიანებით კი, პირველი გაძევების პერიოდში (867-874), მან წერილობითი სახით  წარმოადგინა მრავალი ფილოსოფიური, თეოლოგიური ნააზრევი, ყველაფერი ის, რაც მის გონებაში პედაგოგიური მოღვაწეობის დროს დაიბადა. ფოტიოსის ნაშრომებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: Le Questioni ad Antifilochio (ფილიოკვეს საწინააღმდეგოდ), რომელშიც განხილულია გრამატიკული, ფილოსოფიური და თეოლოგიური საკითხები; ასევე საყურადღებოა ფოტიოსის ნაშრომი “ბიბლიოთეკა”, რომელიც “შუასაუკუნეების ლიტერატურის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომს წარმოადგენს” (კ. კუმბახერი). ფოტიოსის ფართო ინტერესის სფეროზე და გამოცდილებაზე მეტყველებს მისი წერილები, ხოლო მის ღრმა ეკლესიურ განსწავლულობაზე ლიტურგიული ტიპიკონი _ typicon liturgico და Nomocanone. ფასდაუდებელია ფოტიოსის ამაგი ყველა ევროპული ქვეყნის საკანონმდებლო უფლებების ისტორიაში; მან  დიდი წვლილი შეიტანა ჯერ ბასილი I ბიზანტიელისა და შემდეგ მისი ძის, ლეონ VI ბიზანტიელის მიერ გამოცემული ნორმატივების შემუშავების საქმეში (ე.წ. ბასილიცი). დიდი ამაგი დასდო ფოტიოსმა ბიზანტიურ ლიტერატურას. მისი ნაშრომები დაცულია ბერძნულ პატროლოგიაში Patrologia Greca del Migne, გვ. 101-104), რასაც მკაცრი პრეზენტაცია აქვს წამძღვარებული: ,,,, Doctrina celebris, at facinoribus, quibus diu ecclesiam perturbavit, et taeterrimum schisma inauguravit [. . . ] callidus, hypocrita, ambitiosus, falsarius, schismaticus, tyrannus’.. “ბიბლიოთეკა”, რომელიც ფოტიოსმა თავისი ძმის, ტარასიუსის თხოვნით შეადგინა, ბერძნული და ბიზანტიური  ლიტერატურული ნაწარმოებების  მიმოხილვაა. სწორედ ყველანაირი ლიტერატურული ჟანრის 279 სქოლიოსგან (ე.წ. ეპიტომია, ანუ ამონარიდები, იგივე კოდექსები) შედგა მისი წიგნი.

რომ არა ფოტიოსის ეს ნაშრომი _ “ბიბლიოთეკა” (რომელიც ასევე ცნობილია Myriobiblon-ის სახელით, ანუ ათასი წიგნი), _ რომელიც, ანტიკური ხანის რამდენიმე ნაშრომის მსგავსად, მრავალ საკითხზე გვიქმნის ნათელ წარმოდგენას, _ კლასიკური სამყარო სამუდამოდ დაკარგავდა ბევრ რამეს: მასში მოთავსებულია 90 ნაშრომი, მათ შორის ჰეროდოტეს სხვადასხვა ნაწარმოები; ამ წიგნით სხვა ისეთ წიგნებს შეგვიძლია გავეცნოთ, რისი წაკითხვის შესაძლებლობაც ალბათ არასოდეს მოგვეცემოდა. ფოტიოსი რეცენზორის ერთგვარი არქეტიპი გახლდათ, სანტბერიმ (Saintsbury) მას თამამად უწოდა “რეცენზორების პატრიარქი”. მის ამ კრებულში მხოლოდ პროზაიკოსები არიან წარმოდგენილნი, ჩამოთვლილ ავტორთა შორის არიან როგორც ქრისტიანები, ასევე წარმართები, რომლებიც ჩვ.წ.აღ-მდე V საუკუნესა და ჩვ.წ. აღ-ის IX საუკუნის მომცველ ხანგრძლივ პერიოდს განეკუთვნებიან; ცხადია, კრებულში ქრისტიანულ ლიტერატურას მეტი ყურადღება აქვს დათმობილი, სულ 157 სქოლიო, ხოლო წარმართულს _122. ნაშრომში არ არის დაცული ქრონოლოგიური სიზუსტე, და არც სხვა რაიმე წესრიგი, ალბათ იმიტომ, რომ ნაჩქარევად არის შედგენილი. თუმცა მაინც შესაძლებელია რამდენიმე ჯგუფის გამოყოფა: კრების აქტები, საეკლესიო ისტორიები, ისტორიოგრაფია, ანტიერეტიკული ნაწარმოებები, ლექსიკა, მითოგრაფია, პარადოქსოგრაფია, მედიცინა, მჭევრმეტყველება. აქ არ უნდა გამოგვრჩეს პატრიარქ ნიკიფორე I კონსტანტინოპოლელის (806-815) ნაშრომები. ნაწარმოებთა გრძელი ჩამონათვალი  სხვადასხვა მოცულობისაა, რამდენიმე აბზაციანი თუ სამოცდაათ გვერდამდე. Bibliotheca-ს პრობლემატურ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს წყაროები, რასაც სხვადასხვა მკვლევარი სხვადასხვაგვარად განიხილავდა: ზოგი იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ ყველა წიგნი, რაზეც ფოტიოსი წინასიტყვაობაში საუბრობს, და ერთადერთი ჟანრობრივი ფორმა, რასაც იგი მისდევს, შემთხვევითია, ანუ გაფანტულად წარმოდგენილი ნაშრომები იმაზე მეტყველებს, რომ ფოტიოსმა ზეპირად იმუშავა მათზე; ეს მეთოდი ძველად სრულებით არ იყო უცხო, მით უფრო, რომ გამორჩეული მეხსიერებით დაჯილდოებული ადამიანები მრავლად იყვნენ, და ამ ნიჭს უსათუოდ ფლობდა ფოტიოსიც; თუმცა სხვანი თვლიან, რომ ამგვარი დედუქცია იყო უფრო ძალდატანებითი და მოკლებული კონკრეტულ მაგალითებს, რაკიღა თავად ფოტიოსი დასძენს, რომ მათ “კოპირებას” ახდენდა; მოკლედ, ამ ნაშრომის კომპოზიციის ირგვლივ გამართულმა დისპუტებმა  ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გადაფარა: ჰქონდა თუ არა წაკითხული ფოტიოსს ყველა ნაშრომი, რაზეც იგი გვესაუბრება; მან ხომ მთელი კეთილსინდისიერებით განაცხადა, რომ ვერ შეძლო ლიტურგიული ლოცვების (Orazioni di Licurgo) წაკითხვა; Bibliotheca-ში გაპარული ინფორმაციული სახის შეცდომები კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ წიგნი ნაჩქარევი ნამუშევარი უფროა, ვიდრე ზედაპირული. ნაშრომის სტრუქტურულ სრულყოფილებაზე არანაირი ეჭვი არ აღიძვრის, ოღონდ ეს კია, რომ ტექსტში რამდენიმე ისეთი გამოუსწორებელი შეცდომაა გაპარული, რაც ზოგადად ახასიათებს მანუსკრიპტულ ტრადიციას, იგი უფრო საბოლოო  კორექტირების არარსებობას მიეწერება; თუმცა, Bibliotheca-ს ნამდვილი ნაკლი სულ სხვა რამეშია. ამბობენ, რომ ვოლტერმა ასეთი რამ თქვა: “ლექსიკონი, ციტატების გარეშე, ნამდვილ ჩონჩხს წააგავს”. ეს აქსიომა ცალსახად ეხება ლიტერატურულ კრიტიკას. სამწუხაროა, რომ ფოტიოსი არ გაყვა დიონიგე ალიკარნასელის (Dionigi di Alicarnasso) მაგალითს, რომელმაც თუკიდიდეზე (Tucidide) დაწერილ თავის ესეში ზედმიწევნით განიხილა მთელი რიგი პასაჟები. იმის გასაგებად, თუ რა იგულისხმებოდა სუსტ სტილში, დიონიგემ თავის გემოვნებას მოარგო და ისე გადაწერა დაუზიანებელი (ინცრიმინატი) პასაჟები. ნაშრომი იწყება და სრულდება ფოტიოსის ორი წერილით, რომელიც მან თავის ძმას, ტარასიუსს გაუგზავნა. მას მოსდევს ნაწარმოების მოკლე შინაარსი და სრულდება მისი მორალური და სტილისტური შეფასებით, და იმავე ლიტერატურული ჟანრის მიმდევარ სახელოვან ავტორებთან კონფრონტაციით. ფოტიოსის დამოკიდებულებაში პროზაიკოსთა მიმართ დადებით მომენტად უნდა ჩაითვალოს მისი ინტერესი იმ ეფექტებისადმი, რასაც ისინი მსმენელებზე ახდენდნენ.  ხმამაღლა კითხვა ანტიკურ ხანაში წესად იყო, და ეს წესი მოქმედებდა ბიზანტიაშიც. თანამედროვე კრიტიკა, დროდადრო, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მწერლის მიერ მიღწეულ ხმოვნების ეფექტებსაც: ამასთან დაკავშირებით, შეიძლება გავიხსენოთ ცნობილი დისკუსია ელიოტისა მილტონთან. ფოტიოსი ისტორიკოსების დიდ ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ არა მხოლოდ კარგი სტილისტიკის გამო. გარდა იმისა რომ ეს ასპექტი ფრიად საგულისხმოა მათ თვალში, ფოტიოსის მითითებები საშუალებას აძლევენ თანამედროვე ისტორიოგრაფებს, დააზუსტონ მრავალი კლასიკური, ბერძნული და ბიზანტიური წიგნის თარიღები. მიუხედავად ქრისტიანი  მწერლების პრედომინაციისა, ფოტიოსში დიდ ინტერესს იწვევს ეროტიკული რომანსები. ასე რომ, Bibliothec–ის ექვსზე მეტ კოდექსში მთავარ პერსონაჟებად მათ გვთავაზობს: ანტონ დიოგენი, ჯამბლიკო (Giamblico), ელიოდორი (Eliodoro), აკილე ტაციუსი, ლუჩანო სამოსატელი, ლუჩიო პატრელი. აღნიშვნის ღირსია ის სქემა, რომელიც ეხება ბაბილონელთა ისტორიებს. ჯამბლიკოზე ცოტა რამ ვიცით: იგი სირიაში დაიბადა II ს-ში, ცხადია, ბერძნული კულტურის წარმომადგენელი და ალბათ რიტორიკის პედაგოგი იყო. ეს რომანი, რომლის სიუჟეტი ბაბილონში იშლება, იმ დიდ პერიპეტიებზე გვიყვება, სადაც შეყვარებული წყვილი, როდანე და სიდონიდე, იძულებულები არიან, გაექცნენ ბაბილონის მეფეს, რომელიც გოგონას ეტრფოდა. მათ ფათერაკიან თავგადასავალში (რასაც ბედნიერი დასასრული აქვს, როდანე ბაბილონის ტახტზე ადის) ჯამბლიკი ყურადღებას ამახვილებს მესოპოტამიურ მაგიურ ხელოვნებაზე, ლეგენდებსა და ადათ-წესებზე; წიგნში მრავლად არის ეროტიკული სცენები, რასაც ფოტიოსი ზომიერად… თვლის (!). ჩვენ შეგვიძლია ნაწარმოების სუიჟეტის შეფასება, მაგრამ ვერ ვიმსჯელებთ მის ლიტერატურულ ხარისხზე, ვერც პერსონაჟების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად.

წიგნებზე,  _ რაზეც გვესაუბრება ფოტიოსი, _ ყოველთვის გვაწვდის ცოცხალ და პუნქტუალურ სურათს, ეხება ეს ფანტასტიკურ რომანებს თუ თეოლოგიურ ბროშურებს. ჩვენს წინაშე იშლება მთელი მსოფლიო, სადაც არა მხოლოდ უამრავ გაუჩინარებულ განძს ვხვდებით, არამედ ბიზანტიური მსოფლმხედველობაც  გვიწევს მეგზურობას: ასე ვგებულობთ, თუ როგორი თვალით უყურებდა IX ს-ში ფოტიოსი მას, რასაც ჩვენ “კლასიკურს” ვუწოდებთ. ცხადია, მისი კულტურული ფორმაცია ფართო და გაბედული იყო, იმ მამათა თანასწორად, რომლებიც წინა საუკუნეებში ცდილობდნენ, გადაერჩინათ ანტიკური კულტურა, ნაცვლად მისი დაგმობისა და დამცირებისა, და ახალ რწმენასთან დიალოგში  ჩაეყენებინათ იგი.

ამ წიგნით ათეულობით სხვადასხვა სახის ბერძნულმა მანუსკრიპტმა მოაღწია XVI-XVII საუკუნეებამდე. ბიბლიოთეკა 1601 წლამდე არ გამოქვეყნებულა, 1606 წელს მისი ლათინური თარგმანი გამოქვეყნდა. ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშველობის მქონე წიგნმა დიდი ინტერესი გამოიწვია რენესანსის პერიოდის მეცნიერებში, ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ საიდუმლოდ რჩება.

ფიქრები ღიად დარჩენილ ასპექტებზე…

თუკი გვინდა, ფოტიოსის ცხოვრებაზე შევჩერდეთ, ისევ უნდა ვეძიოთ ის, თუ “რატომ” არ იყო ყოველთვის ადვილი პატრიარქების, პაპების, იმპერატორების არჩევანისა და საქციელის მიზეზების გაგება. პრობლემად რჩება, როგორ იყენებდნენ ამ გამოჩენილ პიროვნებას როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში კათოლიკური და ორთოდოქსული ეკლესიები; ფოტიოსი, ზოგიერთის თვალსაზრისით, ოქროს საუკუნეების  დიდი მამების გვერდით უნდა დავაყენოთ, როგორებიც არიან: წმიდა ანასტასიო დიდი და წმიდა ბასილი დიდი; მათ მსგავსად, მანაც ჰეროიკული გზით შეიძინა ყველა ქრისტიანული სათნოება; იგი იბრძოდა ჭეშმარიტებისთვის, ქრისტიანული რწმენის დოგმისთვის, იმ ფასდაუდებელი მემკვიდრეობისთვის, რაც ეკლესიას დაუტოვეს მოციქულებმა და წმიდა მამებმა; ამის ნათელი მაგალითია რამდენიმე ცნობილი ფრაზა მის ენციკლიკაში, რაც მან პაპ ნიკოლოზს გაუგზავნა: “არაფერია ჭეშმარიტებაზე უფრო ძვირფასი… თუკი ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველაფერში ერთგულები ვართ, რაოდენ ერთგული უნდა ვიყოთ იმაში, რაც ეხება რწმენას, რისი უმცირესი ნაკლებობაც კი მომაკვდინებელი ცოდვაა”. სხვებისთვის პირიქით, იგი პაპების და მათი სწავლების მტერია, რამეთუ ისტორიაში შევიდა, როგორც ბიზანტიის ეკლესიის დიდებული წარმომადგენელი “პირველ საყდართან“ ქიშპობაში, როგორც პიროვნება, რომელმაც, საუკუნენახევრის შემდეგ, თეოლოგიური და პოლიტიკური ბაზისი შექმნა 1054 წლის აღმოსავლური სქიზმისა. ასე იყო სინამდვილეში? პატრიარქ ფოტიოსის შესახებ გამართული მსჯელობა მრავალმა ფაქტორმა განაპირობა. ფოტიოსი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უყურადღებოდ იყო მიტოვებული დასავლელი ისტორიოგრაფების მიერ, ხოლო აღმოსავლელთა მიერ აღტაცების საგნად ქცეული, ისევ ხელახლა აღმოაჩინეს დასავლეთში, მის ირგვლივ წარმოებული ღია და გონივრული კვლევების საშუალებით. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:

1. მისი კავშირები რომის საყდართან სხვადასხვა პერიოდში ძალიან მღელვარე იყო; თუკი რამდენჯერმე იგი რომის პაპმა შეაჩვენა (ნიკოლოზ I, ადრიანე II და იოანე VIII), სტეფანე V-მ, პირიქით, ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ VI-ს მოქმედება დაგმო, რომელმაც იგი გადააყენა და ისე გააძევა, რომ წინა შეჩვენებების მიზეზიც კი არ გამოუკვლევია;. ბიზანტიის იმპერატორი, როგორც პაპი სტეფანეს პასუხიდან ირკვევა, მხარს უჭერდა იმას, რომ ვერ შეძლო მარინო I-ის ლეგიტიმურობის აღიარება, რადგანაც მისი არჩევა ეწინააღმდეგებოდა ნიკეას კრების XV კანონს (რომელიც ეპისკოპოსებს უკრძალავდა ერთი საყდრიდან მეორეში გადასვლას). პაპმა სტეფანემ ბრალდებებს საკმაოდ მწვავედ უპასუხა, პირველ რიგში, ის აცხადებდა, რომ მარინოს წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებები მხოლოდ და მხოლოდ ბიზანტიელი პატრიარქის, ფოტიოსის ხელწერა იყო. რომ პონტიფექსის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები თავისუფლად შეიძლებოდა თავად ფოტიოსსაც წაყენებოდა, და რომ რომს არ სურდა მასთან დათმობაზე წასვლა, დარწმუნებული იყო, რომ ამ ორ ქალაქს შორის კავშირები მაშინ გამოსწორდებოდა, თუკი მისი პატრიარქი ნდობის ღირსი იქნებოდა. ამ ჟესტმა, სავარაუდოდ, ახალი ბზარი გამოიწვია ბიზანტიასთან, მაგრამ წერილი იქ მაშინ ჩავიდა, როცა ბასილი I უკვე გარდაცვლილი იყო, და მისმა შვილმა ლეონ VI-მ ფოტიოსი საპატრიარქო ტახტიდან გადააყენა და იგი თავის ძმას, სტეფანეს დაუთმო. აქედან ადვილია იმის გაგება, რომ ყველა ის საეკლესიო დავიდარაბა, რაც ფოტიოსმა გადაიტანა, მხოლოდ რომის პაპების სინდისზე კი არაა, არამედ მათ განაპირობებდა ორივე მხარეზე მიმდინარე ისტორიული მოვლენები, დედაქალაქებში არსებული გარემო, რასაც ხშირად ბერები და ეპისკოპოსები ქმნიდნენ ამა თუ იმ ჯგუფის, ამა თუ იმ პატრიარქის, ამა თუ იმ იმპერატორის სასარგებლოდ. ამასთან დაკავშირებით, საკმარისია გავიხსენოთ, თუ რას წერს ფსევდო სიმეონ მაგი (Pseudo Symeon Mag), რომელიც მას გვაჩვენებს ეშმაკისეულ და ბოროტ ქმნილებად, რომელიც უფრო მეტ დროს უთმობს “ელინურ” მეცნიერებებს, ვიდრე “საეკლესიოს”. მან სული მიჰყიდა ებრაელ მოგვს, რომ სამაგიეროდ ჰქონოდა ცოდნა, ამ გზით ის ფაუსტის ლეგენდას ეხმიანებოდა. აშკარაა, რომ მემატიანე “ეგნატისტია”, რომელსაც ფოტიოსის მიმართ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა.

2. ყურადღებას იმსახურებს კიდევ ერთი ასპექტი, რაც პაპისა და ლათინური წესის მიმართ შეტევებს გულისხმობს; 867 წლამდე ფოტიოსს არაფერი დაუწერია ფილიოკვეზე, ლათინების ახალ რიტებზე და რომის ეპისკოპოსის პრიმატზე. ასეთ მოკლე დროში ლათინების ადათ-წესები, რომლებიც ოდითგანვე არსებობდა, რატომ იქცა უთანხმოებისა და შეჩვენების მიზეზად? ან ლათინები უმალავდნენ ცბიერად თავიანთ სიახლეს ბერძნებს, რაც შეუძლებელი იყო, ან აღმოსავლელები ეძებდნენ ბრალდების მიზეზებს, ზოგჯერ ზედმეტად მარგინალურს, რათა დაეგმოთ, ან გაემართლებინათ სხვების საქციელი. ასე რომ არ ყოფილიყო, რატომ დუმდნენ აღმოსავლელები აქამდე ლათინების შეცდომებზე? თუკი ასე იყო, მაშინ აღმოსავლელები დამნაშავეებად უნდა მივიჩნიოთ, რომ აქამდე არ დაგმეს და სინოდის, ან ეკუმენური კრების წინაშე არ ამხილეს ლათინები. სინამდვილეში, პრობლემა უფრო  მეტად მდგომარეობდა იურისდიქციაში, რაც ბულგარეთს შეეხებოდა, ვიდრე თეოლოგიაში. გამოცდილება გვასწავლის, რომ თავდაცვის საჭიროება ყველანაირ მიზეზებს გვაპოვნინებს შეტევაზე გადასასვლელად… მაგრამ სინამდვილეში, სწორედ ამ დროს, დაახლოების ნაცვლად, ვცილდებით ჭეშმარიტებას. ამ პერსონაჟის მკვლევრებს სულაც არ სურთ მისგან არც მართლმადიდებლობის მამამთავრის და, მით უფრო ნაკლებად, პაპის მოქიშპის სახე შექმნან, როგორც ამას დღეს წარმოადგენენ ფანატიკოსთა ჯგუფები.  დღეს სერიოზულად მსჯელობენ, რომ არ არსებობს ფოტიოსის მეორე სქიზმა, და რომ მისი ანტიპაპისტური ნაწერები მას კი არ ეკუთვნის, არამედ სხვა, გვიანდელი ხანის მწერლებს, რომლებმაც მისი ცხოვრებისეული ფაქტები, მისი ფართო ერუდიცია და ავტორიტეტი გამოიყენეს, რათა ანტიპაპისტური თეზისები შეექმნათ. როგორც ჰ.გ. ბეკი აღნიშნავს, 1054 წლის სქიზმის მთავარი გმირები ფოტიოსზე აშკარად არ მიანიშნებდნენ; მხოლოდ XII საუკუნეში წამოიწია წინა პლანზე მისმა ფიგურამ, იმ პრესტიჟის გამო, რაც მას ეკავა ბიზანტიურ კულტურაში, როგორც მედროშეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ფოტიოსს, ეგნატესთან დავაში, პირველ რიგში, აინტერესებდა, ეღიარებინათ იგი პატრიარქად. ფოტიოსი ნამდვiლად არ გახლდათ ისეთი პიროვნება, როგორადაც მას დღეს წარმოაჩენენ: ანტიპაპისტი, დასავლეთის მოძულე… საკმარისია მისი წერილებიდან რამდენიმე ამონარიდის გაცნობა, სადაც იგი პაპს სწერდა სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით, რომ გავიგოთ, თუ როგორი ნდობით სარგებლობდა იგი პაპის თვალში და რა დიდ პატივს მიაგებდა მას წმიდა მამა. აი, ციტატა წერილიდან, რომელიც მან ნიკოლოზ I-ს მისწერა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე არჩევასთან დაკავშირებით, სადაც იგი დასძენდა, რომ “ყველა ზიარებას შორის გამოირჩეოდა ერთი უზენაესი, რომელიც რწმენასა და სიყვარულში გვაერთიანებდა”. 861 წელს, ფოტიოსი პაპისადმი ძმურსა და თბილ დამოკიდებულებას გამოხატავდა თავის წერილში: “არაფერია სიყვარულზე უფრო მეტად ძვირფასი და უფრო სასიქადულო; ეს აზრი საღვთო წერილით არის განმტკიცებული.მისი მეშვეობით, ის, რაც გათიშულია, ერთდება; ბრძოლები მთავრდება, სიყვარული ყოველგვარ პაექრობას და დავას უხურავს კარებს…მათ, რომლებსაც ღმერთის შესახებ ერთნაირი აზრები აქვთ, კიდეც რომ იყვნენ გაყოფილნი სივრცეში და ვერასოდეს ხედავდნენ ერთმანეთს, იგი მათ შეაერთებს და ერთი აზრით გააერთიანებს და  ჭეშმარიტ მეგობრებად აქცევს. და თუ შემთხვევით ერთი მათგანი მეორეს უსაფუძვლო ბრალდებებს წაუყენებს, იგი შუამავლობს მათ და ყოველივეს ახალი ერთობით აყალიბებს… მე დავკარგე ჩემი მშვიდი და წყნარი ცხოვრება, დავკარგე ჩემი დიდება (რამეთუ არიან ამსოფლიური დიდების მოყვარულნი), დავკარგე ჩემი ძვირფასი საგნები, ჩემი წმიდა და ღირსეული კავშირები მეგობრებთან… ახლა კი ისინი მსაყვედურობენ, ვისგანაც ნუგეშსა და გამხნევებას ველოდი, ასე დაემატა ტკივილი ტკივილს…საჭირო არ იყო, მეუბნებიან, მათი წყენინება. მაშინ უთხარით მათ, ვინც მაწყენინა, საჭირო არ იყო ძალადობის გამოჩენა. ეს მართალია, მაგრამ ვინ იმსახურებს თქვენს საყვედურს? იქნებ ისინი, ვინც იძალადეს? ვინ იმსახურებს მოწიწებას? იქნებ ისინი, ვინც ძალადობა იწვნია? იქნებ, ვინმემ მშვიდად დატოვოს ისინი, რომლებმაც ძალადობა ჩაიდინეს, მაგრამ მე თქვენს სამართლიანობას ვესავ, რომ მათ დასჯით. ამბობენ, რომ ეკლესიის კანონი დაირღვა, რადგანაც ერისკაცის რანგიდან სამღვდელოში გადავიდა. მაგრამ ვინ დაარღვია? მან, ვინც ძალადობა ჩაიდინა, ან მან, ვინც ძალით იქნა ჩათრეული, მისი ნების მიუხედავად. მაგრამ საჭირო იყო დათმენა – და სადამდე? საკმარისზე მეტი დავითმინე. რომ არ შემშინებოდა დიდი ქარტეხილების ატეხვისა, უფრო მეტსაც დავითმენდი, სიკვდილამდე…”

3. ვინ იცის, მისწერა თუ არა იმავე გულწრფელობით პატრიარქებს ან იმპერატორებს?! პაპზე ამბობენ, რომ იგი ოცნებობდა მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებაზე, დიდებაზე… ხოლო ფოტიოსზე საუბრობენ, როგორც მდაბალ, ჭირთამთმენ, დევნილ ადამიანზე… კარგ სამსახურს უწევს ჭეშმარიტებას, თუ მხოლოდ ისტორიულად წინასწარ შექმნილ და ინტერპრეტაციულ სქემებს ემორჩილება? სინამდვილეში ისინი, ორივე, თავიანთი ეპოქის შვილები არიან, და ორივე თავიანთ ეკლესიას ემსახურება საუკეთესო გზებით (ბოლოს და ბოლოს, ბულგარელებთან დაკავშირებულ საკითხში ვინ გაიმარჯვა, პაპმა თუ პატრიარქმა?), და ზოგჯერ ორივეს ავიწყდებოდა სახარებისეული ფასეულობები.

ორი საეკლესიო კრების _ 869-870 წწ. და 879-880 წწ. _ ბედი

ორი კრება _ არა მხოლოდ განსხვავებული, არამედ ურთიერთსაპირისპირო შედეგებით, ფორმალური თვალსაზრისით, ნიკეის II კრების ფონზე,  შეიძლება შეფასდეს, როგორც  ეკუმენური; ეს ორი ეკუმენური კრება, პირველად ისტორიაში, შეეხო არა დოგმატურ საკითხებს, არამედ პერსონალურს, რაც ეკლესიის ისტორიაში უნიკალურია. ამ ორი კრების ეკუმენურობის საკითხს დასავლეთსა და აღმოსავლეთში სრულიად განსხვავებულად უდგებოდნენ. დასავლეთში ეკუმენურად აღიარეს 869-870 წლების კრება, ხოლო 879-880 წლების კრება სულ სხვაგვარად მიიღეს; აქ დასჯერდნენ იმას, რასაც 21-ე კანონი განსაზღვრავდა, რომ არც წერილობით, და არც სიტყვიერად არ დაპირისპირებოდნენ რომის პაპს, არ გამოეთქვათ საკუთარი სენტენციები პონტიფექსის წინააღმდეგ. მართალია, თავიდან რომში ამ კრებას ეკუმენურად მიიჩნევდნენ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა; მაგალითად, პატრიარქ მიხეილ I-კერულარიუსის შეჩვენების ბულაში, 1054 წელს, VIII ეკუმენური კრება არ მოიხსენიება. მისი საბოლოო აღიარება უსათუოდ უკავშირდება აღმოსავლური და დასავლური ეკლესიის თანდათანობით გაყოფას, რომელიც კულმინაციას აღწევს 1054 წელს. აღმოსავლეთში, როგორც ცნობილია, 869-870 წლის კრების აღიარებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, იგი VIII ეკუმენურ კრებად აღიარეს ეგნატეს მეორე პატრიარქობის დროს (870-877), შემდეგ კი 879-880 წლების კრებაზე, როცა ეგნატე ბრალდებულად ცნეს, მის მიერ გამოცემული აქტები გაანადგურეს და მისი კანონები არც ერთ კოლექციაში არ  შეინახეს. მიუხედავად იმისა რომ აღმოსავლური ეკლესია ეკუმენურად მხოლოდ 7 კრებას თვლის, ეკუმენურად წოდებული 879-880 წლების კრება მეტად წარმატებული აღმოჩნდა; მაგრამ აღმოსავლეთში არასდროს გამოუჩენიათ ერთსულოვნება ამ წლების კრების ეკუმენურად აღიარების დროს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რამდენად არის ეკუმენური ის კრება, რომელმაც ფოტიოსი დაგმო, რადგანაც ფოტიოსისადმი ნეგატიური დამოკიდებულების  გამო კრება ეკუმენურად ვეღარ ჩაითვლებოდა. ამ კრებასთან (რომელიც აღმოსავლეთმა არ აღიარა) დაკავშირებით, ფ. დვორნიკი (Dvornik) შემდეგს წერს: “ამრიგად, ჩვენ, განსაცვიფრებელი შედეგებით, _ ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით მაინც, _ გავედით მერვე ეკუმენურ კრებაზე წარმოებული კვლევების ფონს. რომის ეკლესიამ 869-870 წლების კრება არ ჩათვალა ეკუმენურად.”

ამ გარემოებამ დასავლურ სამყაროში წარმოშვა ლეგენდა ფოტიოსზე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიის გაყოფაში; ფოტიოსის სიკვდილის შემდეგ, პირველ ხანებში, დასავლეთში მისი სახელის ხსნებაც კი არ იყო! პაპ კლემენტე IV-ის 1267 წ. 14 სექტემბრით დათარიღებული წერილი კარგად წარმოაჩენს XIII საუკუნის დასავლეთში გავრცელებულ ვერსიას იმის შესახებ, რომ ფოტიოსის პერსონა ჩრდილში იყო მოქცეული. ჩანს, რომ პაპმა არაფერი იცოდა რომის მიერ ფოტიოსის მეორედ დასჯაზე, ყოველ შემთხვევაში, იგი მასზე არაფერს ამბობს. ამგვარმა ნეგატიურმა აზრმა XVI საუკუნიდან მოიკიდა ფეხი. საკითხი, რომელიც ფ. დვორნიკის მიერ სიღრმისეულად იქნა შესწავლილი, ყველაზე ობიექტურად ითვლება; აქ ნაჩვენებია, რომ მხოლოდ 1595 წელს, ლათინურ გარემოში, რომის კონგრეგაციის მიერ დადგინდა ეკუმენური კრებების შესაბამისი სია, რაც ასევე მოიცავდა შუა საუკუნეების კრებებსაც, სადაც აღმოსავლელები არ მონაწილეობდნენ. ამგვარად, ფლორენციის კრება, რომელიც, სხვათა შორის, ითვლებოდა “მერვე ეკუმენურ” კრებად, გახდა მეთექვსმეტე, რადგან თუ ფლორენციის კრება მერვედ ჩაითვლებოდა, 869-870 წლების კრება მერვე ვეღარ იქნებოდა.  ეკუმენური კრებებისთვის მისი მიკუთვნება XI და XII საუკუნეების ლათინი კანონისტების გადაწყვეტილება იყო; დასავლურ თეოლოგიაში ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს სქიზმის დოქტრინა. წყდებოდა რა აღმოსავლეთის ეკლესიების თანაზიარება რომის სამოციქულო საყდართან, ის ვალდებული იყო, მასთან ერთობაში დარჩენილ ეკლესიებთან ერთად, გაეგრძელებინა საკუთარი გზა დეპოზიტუმ ფიდეს (სარწმუნოების საგანძურის) დასაცავად, თუნდაც მთელი აღმოსავლური ქრისტიანობის გარეშე. დვორნიკი ჩასწვდა იმ მოტივებს, რამაც ხელი შეუწყო ფოტიოსზე შავბნელი ლეგენდის  გავრცელებას. “საბოლოოდ, ხანგრძლივი ძიების შემდეგ, ვიპოვეთ ის, ვინც ნამდვილი პასუხისმგებელია ფოტიოსზე შექმნილი ლეგენდისა: ეს კარდინალი ბარონიოა”. მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ კარდინალზე ზეგავლენა მოახდინა მერვე კრების ეკუმენურად აღიარებამ, შუა საუკუნეების კლიმატმა, ეპოქამ, სადაც პაპის როლი და ძალაუფლება განუწყვეტლივ იზრდებოდა, და იმ ფაქტმა, რომ მას სამართლიანად უნდა დაეცვა უმაღლესი პონტიფექსის ავტორიტეტი პროტესტანტების შეტევებისა და დამცირებისაგან. ყველაფერი, რაც ბარონიომ დაწერა პატრიარქ ფოტიოსზე, როგორც ეს მტკიცედ სჯეროდათ, წმინდა სიმართლე იყო. “ამ ხანგრძლივი კვლევის შედეგად, შეგვიძლია დავინახოთ ის შემწყნარებლური დამოკიდებულება, რომელიც კონსტანტინოპოლში სუფევდა 920 წელს, როდესაც უკანასკნელი გამოხმაურება ფოტიოსის ირგვლივ  ატეხილ აურზაურზე და ლეონ VI-ის ტეტრაგრამაზე მიჩუმათდა რომაელი იმპერატორის ლაკაპენოს (Lacapeno) და პატრიარქ ნიკოლოზ მისტიკოსის (Nicola il Mistico) წინამძღოლობით შემდგარი კრების გადაწყვეტილებებით. მას შემდეგ, რაც ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის შედგა შერიგების აქტი, რომელიც ცნობილია Tomus Union-ის სახელით, მამებმა, თავიანთი ერთობლივი გადაწყვეტილებით, წერტილი დაუსვეს ყველა უთანხმოებასა და სქიზმას. ასეთმა მშვიდობიანმა ფინალმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მორწმუნეებზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ამ მოვლენას საუკუნეების მანძილზე იხსენებდა კვირის ლიტურგიაში. ეს არის ერესზე და ხატმებრძოლეობაზე აღმოსავლური ეკლესიის საბოლოო გამარჯვების მოსაგონარი. სავარაუდოდ, თუკი შეფასდება 869-870 წლების კრების ეკუმენურობა, ფოტიოსის ფიგურაც სრულიად განსხვავებული კუთხით წარმოჩინდება; ამ წლების კრების ეკუმენურობაზე გამართული დისკუსიები ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ეს დამოკიდებულია საეკლესიო კონცეფციაზე. ისტორია, თავისი ფაქტებით, არ იცვლება, თუმცა დაუჯერებელი  არაფერია იმაში, რომ თუკი ოდესღაც ისევ დამყარდება თანაზიარება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის, ცალკეული კრებების ეკუმენურობის აღიარებაც თავიდან მოხდება, ასევე, მათი კონცეფცია და ნუმერაცია.

რა შეიძლება ითქვას პაპ თეოდორე II-ზე, რომელიც აღიარებულია, როგორც ფოტიოსის შვილი? Historie et Légende-ში (Paris, 1950) არ მოიპოვება ინფორმაცია იმ პიროვნებაზე, რომელიც შემდგომში პაპ თეოდორე II-ის სახელით მოგვევლინა, ხოლო ყველაზე სერიოზული იტალიური ენციკლოპედიის La Treccani-სა და ვიკიპედიის მიხედვით ეს შესაძლო ფაქტადაა წარმოდგენილი. როგორ შეძლო რომის ეკლესიის მიერ შეჩვენებულის შვილმა, გამხდარიყო პაპი? განა არ არის ეს პარადოქსი  და ბედის ირონია? თუ ეს ამბავი მცდარია, მაშინ საკითხავია, რატომ გავრცელდა იგი? ვინ მოიგონა ეს ისტორია, და რა მიზეზით? თუკი ამ საკითხის შესახებ არსებულ უფრო ზუსტ და დასაბუთებულ ინფორმაციაზე ვინმეს მიუწვდება ხელი, მზად ვართ, მივიღოთ და მოვისმინოთ.

ამ პერიოდის (და არა მარტო!) ბიზანტიის პატრიარქების, და ასევე რომის პაპების, ისტორიიდან ჩანს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეკლესიის ცხოვრებისთვის ახალი პატრიარქის არჩევისას სხვა ეკლესიების მხრიდან თანხმობას. რომის ეპისკოპოსიც აუწყებდა სხვა ეკლესიებს მოსალოდნელი არჩევნების შესახებ; რატომ მიეცა ამხელა მნიშვნელობა ამ ჟესტს (სხვა პატრიარქების თანხმობას), რომელიც ზოგჯერ დაუსრულებელ კამათსა და უთანხმოებას იწვევდა? ნუთუ პრობლემა მხოლოდ კონკურენციაში, პოლიტიკურ დაუმორჩილებლობაში, საკუთარი ძალაუფლების ძიებასა და დაცვაში, ან ქედმაღლობაში იყო? შეიძლება ვიკითხოთ: ეს ჟესტი ტრადიციისადმი მორჩილების კანონიკური ფაქტორი გახლდათ მხოლოდ იმისთვის, რომ გვცოდნოდა, ვინ იყო ნამდვილი პატრიარქი, ან ნამდვილი პაპი,… თუ სხვა ეკლესიებთან ჭეშმარიტი თანაზიარების სურვილი, რაც ასევე მიუთითებდა ლეგიტიმურობის, შეუცდომლობის საჭიროებაზე? განა ეკლესიას არ უნდა დაეცვა თავი ადამიანური არჩევანის ცდომილებისაგან? ახალი მემკვიდრის კანონიკურობა როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში, ეჭვქვეშ არ იდგა, რადგანაც ყველაფერი, რასაც პატრიარქი აკეთებდა, არა მხოლოდ კანონიკურად იყო სარწმუნო და მისაღები, არამედ სამოციქულო და საეკლესიო ტრადიციითაც. ნუთუ არჩევნების შედეგად ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო საკმარისი იმისთვის, რომ საეკლესიო აქტის შეუცდომლობაში დავრწმუნებულიყავით, გვერწმუნა, რომ სულიწმიდის მადლით ქრისტე მყოფობს თავის წმიდა ეკლესიაში, დამოუკიდებლად იმ არჩევანისა, რასაც შემდგომ ახლად არჩეული გააკეთებდა? ასევე, უნდა დავფიქრდეთ პატრიარქის მიერ საეპისკოპოსო ხელდასხმებზე, თუ რამდენი პრობლემა მოჰყვებოდა მას; როცა საქმე პატრიარქის კანონიკურობას შეეხებოდა, მის მიერ ხელდასხმულთა კანონიერებაც მაშინვე ეჭვქვეშ დგებოდა. მის გადაწყვეტილებებს ვერ უგულებელყოფდა კრება, თუკი პატრიარქი ლეგიტიმურად იქნებოდა არჩეული; მაგრამ,  საპირისპირო შემთხვევაში, თუ კრება, ჯერ მის ლეგიტიმურობას აღიარებდა და შემდეგ შეაჩვენებდა, ყველა მისი გადაწყვეტილება ანულირდებოდა. ამ მიზეზების ფონზე, რაც ზოგჯერ ასე გულსატკენია, უადგილოდ არ მეჩვენება, რომ, ლეგიტუმურობის საკითხთან ერთად, დადგეს შეუცდომლობის პრობლემაც. მავანი გამოცხადდებოდა ლეგიტუმურად, როცა, პირდაპირი ან ირიბი გზით, შეუცდომლად აღიარებდნენ მის მსახურებას.

რომის ეკლესიამ ვატიკანის I კრებაზე, 1870 წელს, საჯაროდ განაცხადა ის, რაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია სხვა ეკლესიებისთვის, ანუ ლეგიტიმურობის მნიშვნელობა, რამდენადაც იგი თვითმიზანი არ გახლავთ; რა საჭიროა იმის ცოდნა, იყო თუ არა მავანი კანონიკურად არჩეული, და არის თუ არა ამა თუ იმ ეკლესიის კანონიერი პატრიარქი, თუკი შემდგომში მის ლეგიტიმურობაში ნაგულისხმები არ იქნება საჯარო აქტების შეუცდომლობა, ეკლესიის სახელით და ეკლესიის მსახურებაში; აქ თავისთავად გასაგებია, რომ  ლეგიტიმურობა გულისხმობს იმ შეუცდომლობას, რაც ქრისტემ აღუთქვა თავის ეკლესიას და თავის მწყემსებს; ეკლესიამ უნდა იცოდეს, არის თუ არა პატრიარქი ან პაპი ლეგიტიმური, რათა ეკლესიის მსახურებაში ქრისტემ მიანიჭოს მას აღთქმული შეუცდომლობა; ლეგიტიმურობასა და შეუცდომლობას ცალ-ცალკე ვერ განვიხილავთ; ლეგიტიმურობა შეუცდომლობაზე მაღლა არ დგას, და ვერც შეუცდომლობა იქნება ლეგიტიმურობის გარეშე; რაკი ლეგიტიმურია, ნიშნავს, რომ შეუცდომელია. აღმოსავლეთში უფრო მეტად სჯერათ შეუცდომლობის, თუნდაც ეს დოგმად არ იყოს  გამოცხადებული, როგორც მრავალი სხვა რამ; მაგალითად, მარიოლოგია, სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან დიალოგი.… როდესაც სხვა ეკლესიებისა და რელიგიების სწავლებას არასრულფასოვნად და მცდარად თვლი, ხომ არ მეტყველებს ეს იმაზე, რომ საკუთარ აზრს შეუცდომლად მიიჩნევ იმ ავტორიტეტის ძალით, რომელიც ეკლესიის სახელით მოქმედებს? მართალია, კათოლიკე ეკლესიამ დოგმად გამოაცხადა პეტრეს მსახურის შეუცდომლობა, მაგრამ სინამდვილეში მას ამის ნაკლებად სჯერა (In realta’ lo crede di meno). მართლაც, რაში მჭირდება იმის ცოდნა, რომ ესა თუ ის პატრიარქი ლეგიტიმურად იყო არჩეული და აღიარებული, ხოლო მისი აქტები შესაძლოა იყოს ყალბი, მცდარი? რატომ უნდა დავხარჯო დრო და ენერგია იმის გასაგებად, ვინ არის ლეგიტიმური პატრიარქი, თუკი შემდეგ ვერ გავარჩევ მის მიერ მიღებული აქტების კანონიერებასა და არაკანონიერებას? თუკი ვატიკანის I კრება დოგმად აღიარებს პაპის შეუცდომლობას, ხომ არაა ეს დაკავშირებული ნამდვილი პატრიარქის ლეგალურობის აუცილებლობასთან? შეუცდომლობა ითხოვს კანონიკურობას; ყოვლად აუცილებელია იმის ცოდნა, თუ ვინ არის ნამდვილი თავი ეკლესიისა, რადგანაც სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული ზოგიერთი ქმედების შეუცდომლობა.…შეიძლება ვიკითხოთ: ასეთი მნიშვნელოვანი იყო: ბიზანტიისთვის ლეგიტიმურობა და კანონიკურობა, რომისთვის კი: შეუცდომლობა? ზოგჯერ იმ ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა გამოწვლილვით იკვლევენ აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც საპატრიარქო ტახტის მეთაურის ლეგიტიმურობას, რათა წინ წამოსწიონ შეუცდომლობა, ანგარიშგასაწევი და საყურადღებოა, რომ არ დაგვავიწყდეს ეს კითხვა: ვის ეყრდნობა ქრისტეს ეკლესია? ეს არ არის არც პატრიარქი, და არც პაპი, ეს ქრისტეა თავისი სულიწმიდის უცდომელი მადლით. მხოლოდ ლეგიტიმურობაზე ყურადღების გამახვილებამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ეკლესია ქრისტეს გარეშეც იარსებებს. შეუცდომლობის გამოცხადება შეგვახსენებს ქრისტეს უზენაეს საჭიროებას, რომელიც გარანტია არა მხოლოდ კანონიკურობის, არამედ თავისი ეკლესიისა და მისი მწყემსების შეუცდომლობისა!”

ფოტიოსი და მარიამის სულიერი მშვენიერება

ფოტიოსი მარიამს ღვთისაგან რჩეულ ქალბატონად განჭვრეტს. ქალწულის არჩევანი უბრალოდ ღვთის ნება როდი იყო, ეს პიროვნული “დამსახურებაც” გახლდათ. მარიამის სულიერი მშვენიერება მას შეუდარებლად აქვს აღწერილი: “მეტისმეტად საჭირო იყო, რომ შემოქმედის დედა იმად წარმოსახულიყო, ვინც აკვნიდანვე, იდუმალი მიზეზით, წმიდად შემოინახავდა თავის სხეულს, უმანკოდ თავის სულს, უმწიკვლოდ თავის ზრახვებს… საჭიროება მოითხოვდა, რომ იგი,  სათნო, ლამის ვარსკვლავთა ტოლი, ცის სადარი გამხდარიყო და ყველა მორწმუნის წინაშე წარმდგარიყო წუთისოფელში სიმართლის მზის მომავლინებლად.” შობის შესახებ, ქადაგება, 10 (1)

“ქალწულმა წყალობა ჰპოვა ღვთის თვალში, რამეთუ ღირს ჰყო თავი თვისი შემოქმედის წინაშე. თვისი სული თვისივე წმიდა მშვენიერებით შეამკო და ღირსეული სამკვიდრო გახდა მისთვის, ვინც ყოველივე ზეციერი სიტყვით შეჰქმნა; სიყრმიდანვე შესწირა ღმერთს თავი თვისი ცოცხალ და ხელუყოფელ, დიდების მეფისთვის აღშენებულ ტაძრად. მან მიიღო შეწევნა ღვთისაგან არა ოდენ ქალწულებრივი უმანკოების გამო, არამედ თვისი ნების  უბიწოდ დაცვის, თავისი სხეულის სიწმინდის, უბადლო ბრწყინვალების, ხელშეუხებელი უმანკოების, თავისი  მზაობის, უდიდესი სიწმინდის, კეთილისადმი მიდრეკილი და ცოდვის წინაშე უმანკოდ დარჩენილი თავისი სულის გამო”.

ხარების შესახებ, ქადაგება, 4 (2)

მოამზადა მამა გაბრიელე ბრაგანტინიმ

დაიბეჭდა გაზეთ საბაში

როდესაც ოჯახი ლოცულობს ერთად, იგი მუდამ ერთიანია!
ოლბანი, ნიუ-იორკი, 25 ივნისი, 2011 (CAN) – სასწაულებრივი განკურნება რომელიც უკავშირდება კათოლიკური მედიის პიონერს მამა პატრიკ პეიტონს, შესაძლოა მომავალში გახდეს მიზეზი მისი ნეტარად შერაცხვისა, ის ცნობილია როგორც “სავარდის მღვდელი”, რომლის დევიზიც იყო “როდესაც ოჯახი ლოცულობს ერთად, იგი მუდამ ერთიანია!”.

ოლბანის ეპარქიის ტრიბუნალმა განიხილა მომხდარი სასწაული და 28 ივნისისათვის მიაწვდის ვატიკანს შემდგომი გამოძიებისათვის.

დეტალები შესაძლო სასწაულისა ჯერჯერობით არ ხმაურდება, განმარტავს მამა ჯონ ფოლინი, წმიდა ჯვრის ოჯახის ორგანიზაციის პრეზიდენტი. თუმცაღა მან მაინც დაასახელა რამდენიმე დეტალი, რომ საქმე ეხება სამოც წლამდე მამაკაცს, რომელიც ჰოსპიტალში იყო მოთავსებული უმძიმეს მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო რამდენიმე შინაგანი ორგანოს მოქმედების სრული შეჩერებით.

“მისმა ოჯახმა ლოცვით შემწეობა სთხოვა მამა პატრიკს და მათ დაინახეს რომ ავადმყოფი მათი ლოცვის განმავლობაში განიკურნა. საავადმყოფოს პერსონალმა მზადყოფნა გამოთქვა ყველა დეტალური ინფორმაციის მიწოდებისათვის ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ მის გამოჯანმრთელებამდე და განკურნების შემდეგ”. განაცხადა მამა ჯონ ფოლინმა.

განკურნებულის ოჯახი ოლბანში ცხოვრობს და “მათ ძალიან კარგად იცოდნენ ადგილობრივი მღვდლის შესახებ” განაცხადა სუზან ვოლასმა, რომელიც წმიდა ჯვრის ოჯახის ორგანიზაციის ერთ-ერთი დირექტორია.

“ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს მამა პატრიკ პეიტონი და უამრავი ადამიანი ყოველდღიურად მეუბნება რომ იგი ნამდვილი წმიდანია და ეს გამოძიება და ოფიციალური დასტური ეკლესიისა საჭირო არაა” – განაცხადა მან.

ოლბანის ეპისკოპოსმა ჯ. ჰაბარდმა და ექიმმა ანდრეა ამბროზიმ, რომელიც გახლავს პოსტულატორი მამა პატრიკ პეიტონის სასწაულის დადგენისა, სთხოვეს ეპარქიის ტრიბუნალს ზედმიწევნით კარგად მოამზადოს მასალები, რათა შემდგომი კვლევისათვის გადაეცეს ვატიკანის კონგრეგაციას რომელიც სწავლობს შესაძლო სასწაულებს და წმიდანად შერაცხვის საკითხებს ამა თუ იმ პირისა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ეპისკოპოსი საზეიმო წირვას აღავლენს 28 ივნისს, ოლბანის წმიდა ვინსენტის ეკლესიაში.

მღვდელი პატრიკ პეიტონი იყო ემიგრანტი ირლანდიიდან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა 1928 წელს, 19 წლის ასაკში. მღვდლად ეკურთხა 1941 წელს და მანვე დაარსა “ოჯახის სავარდის სამოციქულო” ოლბანიში, ნიუ-იორკში მომდევნო წელს. მან გაავრცელა სავარდი 40 ქვეყანაში და 28 მილიონი ადამიანი დაასწრო სავარდის ლოცვებს.

1947 წელს მან დაარსა სტუდია, რომელმაც შექმნა 600 რადიო და სატელევიზიო პროგრამა ასეულობით მსახობისა და ცნობილი ადამიანების მონაწილეობით. 10,000-ზე მეტი ასეთი გადაცემა იქნა გაშვებული რადიოსა და ტელევიზიით.

მღვდელი პატრიკ პეიტონი გარდაიცვალა 1992 წელს და 2001 წელს იგი გამოცხადებულ იქნა როგორც ღმერთის მსახური.

მისი სახელობის საიტი შეიქმნა წმიდა ჯვრის ოჯახის ორგანიზაციის მიერ შემდეგ მისამართზე: http://www.fatherpeyton.org.

DIGNITAS PERSONAE
ინსტრუქცია

“პიროვნების ღირსება. რამდენიმე საკითხი ბიოეთიკის შესახებ”

DIGNITAS PERSONAE

მომზადებულია სარწმუნოებრივი მოძღვრების კონგრეგაციის მიერ.

ვატიკანი, 2008წ. 12 დეკემბერი, პარასკევი.

შ ე ს ა ვ ა ლ ი

1. ყოველი ადამიანისთვის, ჩასახვიდან ბუნებრივ სიკვდილამდე, აღიარებული უნდა იქნეს პიროვნების ღირსება. ეს ძირითადი პრინციპი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მიმართ წარმოთქმულ დიდ “დიახ”-ს გამოხატავს, უნდა ჩადგეს ბიოსამედიცინო კვლევის ირგვლივ გამართული ეთიკური მსჯელობის ცენტრში, რაც დღევანდელ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

სასულიერო ხელისუფლება არაერთგზის დაინტერესებულა ამ საკითხით და კიდეც ჩარეულა იმ კუთხით, რომ ნათელი მოეფინა და გადაეჭრა შესაბამისი მორალური პრობლემები. ამ მხრივ ერთობ საყურადღებო ინსტრუქცია გახლდათ Dონუმ ვიტაე, რომლის გამოქვეყნებიდან ოცი წლის შემდეგ არანაკლებ გამოიკვეთა ამ დოკუმენტის გადახალისების აუცილებლობა.

ზემოდასახელებული ინსტრუქციის სწავლება, მასში წარმოდგენილი პრინციპებიდან თუ მორალური შეფასებებიდან გამომდინარე, სრულად ინარჩუნებს თავის ღირსებას. ადამიანის სიცოცხლისა და ოჯახის სათუთ გარემოში მეტ-ნაკლებად არსებული ახალი ბიოსამედიცინო ტექნოლოგიები ბუნებრივად ბადებენ დამატებით კითხვებს, განსაკუთრებით, ადამიანურ ემბრიონზე, თერაპიული მიზნებისთვის წარმოებული ღეროვანი უჯრედების კვლევისა და აგრეთვე ექსპერიმენტული მედიცინის სხვა სფეროებში. თითოეული ეს ახალ-ახალი კითხვა უცილობლად მოითხოვს პასუხის გაცემას.

სამეცნიერო სფეროში განვითარებათა სწრაფი ტემპი და სოციალური კომუნიკაციების საშუალებებით მათი გავრცელება საზოგადოების ფართო წრეებში იწვევს დიდ მოლოდინსა და განცვიფრებას. საკანონმდებლო ორგანოები, ამ პრობლემათა იურიდიულად მოწესრიგების მიზნით, გადაწყვეტილებათა მიღებისას ხშირად სარგებლობენ საერთო სახალხო კონსულტაციებითაც. სწორედ ამ გარემოებამ უბიძგა სარწმუნოებრივი მოძღვრების კონგრეგაციას მოემზადებინა სამოძღვრო ხასიათის ახალი ინსტრუქცია, რომელიც Dონუმ ვიტაე-ში ჩამოყალიბებული კრიტერიუმების გათვალისწინებით შეეხება რამდენიმე უახლეს პრობლემატიკას და ხელახლა გადახედავს უკვე განხილულ თემებს საბოლოო გარკვევის მიზნით.

2. ამ გადახედვის პროცესში, რამდენადაც ეყრდნობოდნენ პონტიფექსის სიცოცხლის აკადემიისა (Pontificia Accademia Per La Vita)  და მრავალი ექსპერტის დასკვნებს, შეთანხმდნენ, რომ ყოველთვის გაეწიათ ანგარიში მეცნიერული ასპექტებისთვის, რომლებსაც ადარებდნენ ქრისტიანული ანთროპოლოგიის პრინციპებს. აღნიშნული პრობლემების ანალიზთან დაკავშირებით თვალსაჩინო მეთოდოლოგიურ და შინაარსობრივ მითითებებს იძლევა იოანე პავლე II-ის ენციკლიკები: Veritatis Splendor, Evangelium Vitae და ეკლესიის სხვა დებატები.

თანამედროვე ფილოსოფიურ და მეცნიერულ მრავალფეროვან პანორამაში შესაძლებელია დავასახელოთ იმ მეცნიერთა და ფილოსოფოსთა ფართო და კვალიფიციური მოღვაწეობა, რომლებიც, ჰიპოკრატეს ფიცის სულისკვეთებით, სამედიცინო მეცნიერებაში ხედავენ ადამიანის უძლურებისადმი მსახურებას, სნებისგან განკურნებას, ტანჯვის შემსუბუქებასა და მთელს კაცობრიობაზე საჭირო მკურნალობის განვრცობას სამართლიანობის საზომით. თუმცა აქვე ისიც შეიმჩნევა, რომ ფილოსოფიისა და მეცნიერების ზოგი წარმომადგენელი ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების მზარდ განვითარებას უმთავრესად ეუგენეტიკური კუთხით უყურებს.

3. კათოლიკე ეკლესია ადამიანის სიცოცხლის ირგვლივ წარმოებულ ბიოსამედიცინო კვლევებში მორალური პრინციპებისა და შეფასებების მიწოდებისას საზრდოობს როგორც გონიერების, ასევე რწმენის შუქით, რამდენადაც მას თავისი წვლილი შეაქვს ადამიანსა და მის მოწოდებაზე საერთო მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, შესწევს უნარი ყოველივე სიკეთის მიღებისა, რაც მომდინარეობს ადამიანთა ნაღვაწიდან და სიცოცხლისადმი ღრმა პატივისცემის გამომხატველი სხვადასხვა კულტურულ-რელიგიური ტრადიციებიდან.

ეკლესიის სწავლება მიზნად ისახავს გამამხნევებელი და იმედისმომცემი სიტყვის გახმიანებას იმ კულტურულ გარემოში, რომელიც მეცნიერებას აღიქვამს ყოველი ადამიანური არსების სიცოცხლისა და ღირსების მთლიანი სიკეთისადმი ფასდაუდებელ მსახურებად. ამიტომაცEეკლესია იმედიანად შესცქერის მეცნიერულ კვლევა-ძიებებს და გამოთქვამს სურვილს – მრავალმა ქრისტიანმა მიუძღვნას თავი ბიოსამედიცინო პროგრესს და დაამოწმოს საკუთარი რწმენა ამ სფეროში; ასევე სურს, რომ ამ კვლევების შედეგები ხელმისაწვდომი გახდეს გაჭირვებული და დასნეულებული რეგიონებისათვის, რათა პირისპირ შეხვდეს ჰუმანიტარული კუთხით ყველაზე სასწრაფო და დრამატულ საჭიროებებს. და ბოლოს, განიზრახავს, აგრეთვე, გვერდში ამოუდგეს სულითა და ხორცით ტანჯულ თითოეულ პიროვნებას, მიჰგვაროს მათ არა ოდენ ნუგეში, არამედ სინათლე და იმედი. ყოველივე ეს განსხვავებულ აზრს ანიჭებს ადამიანის სიცოცხლისათვის ბუნებრივად დამახასიათებელ ავადმყოფობისა და სიკვდილის ფენომენს, რაც დაღს ასვამს მის ისტორიას და აღდგომის საიდუმლოში შეჰყავს იგი. ეკლესიის თვალსაწიერი ნდობით აღსავსეა, რამეთუ “სიცოცხლე გაიმარჯვებს: და ეს არის ჩვენი მყარი იმედი. დიახ, სიცოცხლე გაიმარჯვებს, რადგანაც სიცოცხლის მხარეზე დგას ჭეშმარიტება, სიკეთე, სიხარული, ნამდვილი პროგრესი. სიცოცხლის მხარეზეა ღმერთი – სიცოცხლის მოყვარული და სიცოცხლის უშურველად მომნიჭებელი”.

წინამდებარე ინსტრუქცია განკუთვნილია მორწმუნეებისა და ყველა მათგანისათვის, ვინც ჭეშმარიტების ძიებაშია. იგი მოიცავს სამ ნაწილს: პირველი გამოიხმობს ფუნდამენტური მნიშვნელობის ზოგიერთ ანთროპოლოგიურ, თეოლოგიურ და ეთიკურ ასპექტს; მეორე ეხება რეპროდუქციასთან დაკავშირებულ უახლეს საკითხებს; მესამე კი განიხილავს რამდენიმე ახალ თერაპიულ ინიციატივას, რომლის მიზანია ემბრიონის ან ადამიანის გენეტიკური მემკვიდრეობის მანიპულაცია.

პირველი ნაწილი

ადამიანური სიცოცხლისა და რეპროდუქციის

ანთროპოლოგიური, თეოლოგიური და ეთიკური ასპექტები

4. უკანასკნელ ათწლეულებში სამედიცინო მეცნიერებამ მნიშვნელოვნად გააღრმავა თავისი ცოდნა ადამიანის სიცოცხლეზე მისი არსებობის დაწყებით სტადიაში, უკეთ შეისწავლა ადამიანის ბიოლოგიური აგებულება და გენერაციის პროცესი. ცხადია, ეს პროგრესი დადებითი მოვლენაა და მხარდაჭერასაც იმსახურებს, თუ იგი ხელს შეუწყობს პათოლოგიების გამოსწორებას და დაძლევას, რათა გააუმჯობესოს გენერაციული პროცესების ნორმალურად წარმართვა; მაგრამ უარყოფითია (და ამიტომაც ვერ გავიზიარებთ), თუკი გულისხმობს ადამიანთა ლიკვიდაციას ან მიმართავს პიროვნების ღირსების შემლახველ საშუალებებს ან კიდევ შერჩეულია ადამიანის ინტეგრალური კეთილდღეობის საწინააღმდეგო მიზნებისათვის.

ადამიანის სხეული, დაწყებული არსებობის პირველივე სტადიიდან, არასოდეს არ უნდა იქნეს დაყვანილი მხოლოდ უჯრედების ერთობლიობამდე. ემბრიონული სხეული პროგრესულად ვითარდება წინასწარ განსაზღვრული და მიზანმიმართული “პროგრამის” მიხედვით, რაც გამოვლინდება ყოველი ბავშვის დაბადებით.

აქვე უპრიანია გავიხსენოთ ინსტრუქცია Donum vitae-ში წარმოდგენილი ძირითადი ეთიკური კრიტერიუმი, რომელიც ადამიანის ემბრიონში ჩარევასთან კავშირში მყოფ ყველა მორალურ საკითხს ასე აფასებს: “თავისი არსებობის პირველივე წუთიდან ადამიანის გენერაციის ნაყოფი, მოყოლებული ზიგოტის ჩამოყალიბებიდან, მოითხოვს უპირობო პატივისცემას, რასაც ზნეობრივად იმსახურებს ადამიანური არსება თავისი ფიზიკური და სულიერი მთლიანობით. რამდენადაც ადამიანი, როგორც პიროვნება პატივსიცემის ღირსია ჩასახვის წუთიდანვე, ამ დროიდან უნდა იქნეს აღიარებული პიროვნების უფლებები, რომელთა შორის უპირველესია თითოეული უდანაშაულო ადამიანური არსების სიცოცხლის დაურღვეველი უფლება”.

5. ეთიკური ხასიათის ეს დებულება – აღქმადი როგორც ნამდვილი და სწორედ ამავე მიზეზით ბუნების ზნეობრივ კანონებთან თანხმობაში მყოფი – ყოველი იურიდიული სისტემის საფუძველი უნდა იყოს, რამეთუ იგი გვთავაზობს ონთოლოგიური ხასიათის ჭეშმარიტებას, რომელზე დაყრდნობითაც ზემოხსენებულმა ინსტრუქციამ, მყარი მეცნიერული ცოდნიდან გამომდინარე, ხაზგასმით დაადასტურა ადამიანური არსების განვითარების უწყვეტობა.

ინსტრუქცია Donum vitae-ს, საგანგებოდ რომ არ შეჩერებულიყო ფილოსოფიური ხასიათის მსჯელობაზე, არ განუსაზღვრია ემბრიონი როგორც პიროვნება; სამაგიეროდ, ხაზგასმით მიანიშნა იმ მჭიდრო კავშირზე, რაც არსებობს ონთოლოგიურ მხარესა და ყოველი ადამიანური არსების სპეციფიკურ მნიშვნელობას შორის. მართალია, ვერანაირი მეცნიერული ექსპერიმენტით ვერ გამოვლინდება ადამიანის სულიერება, მაგრამ იგივე მეცნიერული დასკვნები გვაწვდიან ადამიანის ემბრიონის შესახებ “ფასეულ ინფორმაციას იმ მიზნით, რომ რაციონალურად გამოირჩეს პიროვნული მყოფობა ადამიანური არსების სიცოცხლის ამ პირველივე წამის დადგომიდან: როგორ შეიძლება ადამიანის ინდივიდი არ იყოს პიროვნება?!” ფაქტობრივად ადამიანის რეალობა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე (დაბადებამდე და მის შემდგომ) არ ითვალისწინებს ამტკიცოს არც ბუნებრივი ცვლილება და არც ზნეობრივი ფასეულობის იერარქია, რადგანაც ეს რეალობა ფლობს სრულ ანთროპოლოგიურ და ეთიკურ ხასიათს. ამგვარად, ადამიანის ემბრიონს დასაბამითვე გააჩნია პიროვნების ნიშანდობლივი ღირსება.

6. ამ ღირსების პატივისცემა ყოველი ადამიანის ვალია,  რადგანაც მასში წარუშლელ ანაბეჭდად დევს საკუთარი ღირსება და საკუთარი მნიშვნელობა. მეორე მხრივ, ადამიანის სიცოცხლის დასაბამს თავისი ავთენტიური მხარე გააჩნია ქორწინებასა და ოჯახში, სადაც იგი ჩაისახება ქალისა და მამაკაცის ურთიერთსიყვარულის გამომხატველი აქტით. ნამდვილად საპასუხისმგებლო რეპროდუქცია ახალშობილთან მიმართებაში “ქორწინების ნაყოფი უნდა იყოს”.

ქორწინება, ყოველ დროსა და ყოველ კულტურაში არსებული, “კეთილგონიერებითა და განგების ძალით დაარსდა შემოქმედი ღმრთის მიერ, რათა კაცობრიობაში ხორცი შესხმოდა მისი სიყვარულის ჩანაფიქრს. მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი პიროვნული ურთიერთმიძღვნით მეუღლენი ილტვიან პიროვნულ თანაზიარობაში, რის საფუძველზეც ორივენი სრულქმნილდებიან, რომ ღმერთთან ითანამშრომლონ ახალი სიცოცხლის წარმოშობისა და აღზრდის მიზნით”. ცოლქმრული  სიყვარულის  ნაყოფიერებაში ქალი და მამაკაცი “აცნობიერებენ: მათი საქორწინო ცხოვრების დასაბამში არსებობს ერთი წრფელი “დიახ”, რომელიც წარმოითქმება და რეალურად განიცდება ორმხრივ კავშირში სიცოცხლისადმი მუდმივი მზაობით…  ბუნების კანონი – პიროვნებათა და ხალხთა შორის ნამდვილი თანასწორობის აღიარების საფუძველი – უნდა იქნეს მიჩნეული იმ წყაროდ, რასაც პასუხისმგებლობით დაეწაფება ცოლქმრული კავშირები ახალი შვილების წარმოშობის საკითხში. სიცოცხლის გადაცემა ბუნებაშია ჩაწერილი და მისი კანონები დაუწერელ ნორმად რჩება, ეს კი ყველამ უნდა გაითვალისწინოს”.

7. ეკლესიას შეგნებული აქვს, რომ ყოველივე, რაც ჰუმანურია, არა მხოლოდ აღიარებული და პატივდებულია რწმენის მიერ, არამედ მისგანვეა განწმენდილი, აღზევებული და სრულყოფილი. ღმერთმა, შექმნა რა ადამიანი ხატად და მსგავსად თვისად (შდრ. დაბ.1,14), თავისი ქმნილება შეაფასა როგორც “ძალიან კარგი” (დაბ.1,31), რათა შემდგომ იგი ძეში გადმოეცა (შდრ.იოან.1,14). ღვთის ძემ განხორცების საიდუმლოში დაადასტურა ადამიანის ხორციელი და სულიერი ღირსება. ქრისტეს არ დაუკნინებია ადამიანის ხორციელი მხარე, პირიქით, მან მთლიანად გაამჟღავნა მისი არსი და დანიშნულება: “რეალურად ოდენ განკაცებული სიტყვის საიდუმლოში მოიძებნება ადამიანის საიდუმლოს ჭეშმარიტი ნათელი”. ძე ღვთისა, ერთ-ერთ ჩვენგანად ქცეული, გვანიჭებს მადლს, რათა ჩვენც ვიქცეთ “ღვთის შვილებად” (იოან. 1,12) , “ღვთიური ბუნების ზიარნი” (2 პეტ.1,4). ეს ახალი განზომილება წინააღმდეგობაში არ მოდის ქმნილების ღირსებასთან, რასაც ყველა ადამიანი აცნობიერებს გონებით, პირიქით, მას აღამაღლებს ცხოვრების იმ უკანასკნელ ჰორიზონტამდე, რომელიც ღვთის საკუთრებაა, და იძლევა სათანადო დაფიქრების საშუალებას ადამიანის სიცოცხლეზე, ყოფიერებაში მის მიერ შეთავაზებულ აქტებზე.

სარწმუნოებრივი საფუძვლების ამ შუქზე კიდევ უფრო გაძლიერებული და მკაფიოა ინდივიდისადმი პატივისცემა, რასაც ითხოვს გონიერება. ამის გამო ერთმანეთს არ უპირისპირდება მტკიცებულება ადამიანის სიცოცხლის ღირსებასა და სიცოცხლის საკრალურობაზე.  “სხვადასხვა გზები, რითაც ღმერთი ზრუნავს წუთისოფელსა და ადამიანზე, არა მხოლოდ არ გამორიცხავენ ერთმანეთს, არამედ, პირიქით, ერთმანეთს ეხმარებიან და შეერწყმიან. ყოველივე გამომდინარეობს და სრულდება სიბრძნითა და სიყვარულით სავსე სამარადჟამო ჩანაფიქრში. ამით ღმერთი წინასწარ განუსაზღვრავს ადამიანებს “თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნას” (რომ. 8,29).

8. ამ ორი განზომილებიდან – ადამიანური და ღვთაებრივი – უკეთ შეგვიძლია გავიგოთ ადამიანის დაურღვეველი უფლების მიზეზი: იგი ფლობს სამარადისო მოწოდებას და მოხმობილია ცოცხალი ღმრთის ტრინიტარული სიყვარულის გასაზიარებლად. ეს ღირსება ეკუთვნის განურჩევლად ყველას. ყოველი ადამიანი უნდა ფასდებოდეს ოდენ არსებობის ფაქტის გამო. რაც შეეხება ღირსებას, აქ აუცილებელია სრულიად გამოირიცხოს დისკრიმინაციის კრიტერიუმები ბიოლოგიური, ფსიქიკური, კულტურული ან ჯანმრთელობის განვითარების საფუძვლად. ღმერთის ხატად შექმნილ ადამიანში, მისი არსებობის ყველა ფაზაში, აირეკლება “სახე მხოლოდშობილი ძისა… ადამიანისადმი ეს უკიდეგანო და ლამის შეუცნობელი სიყვარული ღვთისა ცხადყოფს, თუ რაოდენი სიყვარულის ღირსია პიროვნება თავისთავად, დამოუკიდებლად ნებისმიერი სხვა ყურადსაღები ასპექტებისაგან: გონება, სილამაზე, ჯანმრთელობა, ინტეგრალობა და ა. შ. და ბოლოს, ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის სიკეთეს წარმოადგენს, რამეთუ “იგი წუთისოფელში ღმრთის სახის მაჩვენებელია, მისი არსებობის ნიშანი, მისი დიდების ნაკვალევი”.

9. სიცოცხლის ეს ორი განზომილება, ანუ ბუნებრივი და ზებუნებრივი უკეთ შეგვაცნობინებს, თუ რა აზრით არის ტრინიტარული სიყვარულის ანარეკლი ეს აქტები, რომლებიც ადამიანურ არსებას იხმობენ ამქვეყნიურ არსებობაში, სადაც ქალი და მამაკაცი ერთურთს მიეძღვნიან.  “ღმერთმა, რომელიც არის სიყვარული და სიცოცხლე, ქალსა და მამაკაცში აღბეჭდა მოწოდება – გამორჩეული გზით ყოფილიყვნენ მონაწილენი მისი პიროვნული ზიარების საიდუმლოსა და შემოქმედი მამის  საქმისა”.

ქრისტიანული ქორწინება “თავის ფესვებს იდგამს ქალისა და მამაკაცის ბუნებრივ ურთიერთმიძღვნაში და საზრდოობს მეუღლეთა პიროვნული ნებით, რომ გაიზიარონ ცხოვრების მთელი პროექტი, რაც მათ გააჩნიათ და რასაც თავად წარმოადგენენ. ამიტომაც ამგვარი კავშირი არის ღრმად ადამიანური მოთხოვნის ნაყოფი და ნიშანი. ამ ადამიანურ მოთხოვნას ღმერთი გადმოსცემს ქრისტე უფალში, ადასტურებს, განწმენდს და აღამაღლებს მას, ქორწინების საკრამენტით აჰყავს იგი სრულყოფილებამდე. საკრამენტულ მსახურებაში დავანებული სულიწმიდა ქრისტიან მეუღლეებს მოჰფენს სიყვარულის ახალი ზიარების მადლს, რომელიც ცოცხალი და ნამდვილი ხატებაა იმ უზადო ერთობისა, რითაც ეკლესია იქცევა უფალ იესოს განუყოფელ მისტიურ სხეულად”.

10. როდესაც ეკლესია მსჯელობს ადამიანზე, მის წარმოშობაზე ჩატარებული უახლესი სამედიცინო კვლევების შედეგთა ეთიკურ ღირებულებაზე, იგი მედიცინის მეცნიერების სფეროში როდი იჭრება, არამედ ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, თავიანთ საქმიანობაში გამოიჩინონ ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობა; აქვე შეახსენებს, რომ ბიოსამედიცინო მეცნიერების ეთიკური ღირებულების საზომად უნდა იქცეს როგორც ყოველი ადამიანის კუთვნილი უპირობო პატივი არსებობის ნებისმიერ მომენტში, ასევე სიცოცხლის წარმომშობი პიროვნული აქტების სპეციფიკურობის დაცვა. ამ პროცესებში ჩართვა ეკლესიის მისიის ნაწილია, რათა ქრისტეზე ჭეშმარიტების უტყუარი ქადაგებით და ამავდროულად თავად ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ძირითადი ზნეობრივი პრინციპების ავტორიტეტული გაცხადებითა და განმტკიცებით წაახალისოს შეგნებათა ჩამოყალიბება.

მეორე ნაწილი

რეპროდუქციასთან დაკავშირებული ახალი პრობლემები

11. ზემოაღნიშნული პრინციპების საფუძველზე, ამჯერად მიმოვიხილავთ რეპროდუქციასთან დაკავშირებულ ზოგიერთ პრობლემას, რაც კიდევ უფრო გამოიკვეთა ინსტრუქცია Dონუმ ვიტაე-ს გამოქვეყნების შემდგომ წლებში.

ფერტილურობის დამხმარე ტექნოლოგია

12. ინფერტილურობის მკურნალობაში ახალი სამედიცინო ტექნოლოგია პატივს უნდა სცემდეს სამ საყოველთაო სიკეთეს. ესენია: ა) ყოველი ადამიანური არსების სიცოცხლისა და ფიზიკური მთლიანობის უფლება ჩასახვიდან ბუნებრივ სიკვდილამდე; ბ) ქორწინების ერთიანობა, ანუ მეუღლეთა ურთიერთპატივისცემის უფლება, რათა ურთიერთდახმარებით გახდნენ დედ-მამა; გ) სექსუალობისთვის დამახასიათებელი ადამიანური  ნიშან-თვისებები, რომლებიც “მოითხოვენ, პიროვნების რეპროდუქცია მიღწეულ იქნეს როგორც მეუღლეთა შორის სიყვარულის აქტის ნაყოფი”.

ტექნოლოგია, რომელიც რეპროდუქციის დამხმარედ გამოდის, მისი “ხელოვნურობის გამო საერთოდ უარსაყოფი როდია. ამგვარი ტექნოლოგიებით მოწმდება სამედიცინო ხელოვნების შესაძლებლობა, მაგრამ ეთიკური კუთხით მათი შეფასება უნდა მოხდეს პიროვნების ღირსებასთან კავშირში, პიროვნებისა, რომელიც ღვთაებრივი მოწოდების შესასრულებლად არის მოხმობილი სიყვარულისა და სიცოცხლის მადლით”.

ამ კრიტერიუმის საფუძველზე სრულიად გამოსარიცხია ცოლქმრული აქტის შემცვლელი ჰეტეროლოგიური და ჰომოლოგიური ხელოვნური განაყოფიერების ყველა ტექნოლოგია. სამაგიეროდ, დაშვებულია ის ტექნოლოგია, რომელიც ცოლქმრულ აქტს და მის ნაყოფიერებას დამხმარედ მოევლინება. ამასთან დაკავშირებით ინსტრუქცია Dონუმ ვიტაე აცხადებს: “ექიმი პიროვნებისა და რეპროდუქციის სამსახურში დგას, მაგრამ არ უნდა იყოს მისი განმკარგავი და არც გადამწყვეტი. თავისი ჩარევით ექიმი პატივს სცემს პიროვნების ღირსებას, როდესაც დახმარებას უწევს მათ ცოლქმრულ აქტს როგორც მისი სისრულეში მოყვანის გაადვილების, ასევე მიზნის მიღწევის მხრივ მას შემდეგ, რაც აქტი ჩვეულებრივი გზით შესრულდება”; ხოლო ჰომოლოგიური ხელოვნური ინსემინაციის შესახებ ამბობს: “ჰომოლოგიური ხელოვნური ინსემინაცია ქორწინების კავშირში დაუშვებელია გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ტექნოლოგიური საშუალება არ ცვლის ცოლქმრულ აქტს, პირიქით, იქნება მისი გაადვილებისა და დახმარების ფორმა ბუნებრივი მიზნის მისაღწევად”.

13. რასაკვირველია, დასაშვებია ყველა ჩარევა, რომელიც მიზნად ისახავს ბუნებრივი ფერტილურობის ხელისშემშლელი დაბრკოლებების დაძლევას, როგორიცაა მაგალითად, გონადური ტიპის ინფერტილურობის ჰორმონალური მკურნალობა, ენდომეტრიოზის ქირურგიული მკურნალობა, მილების დიზობსტრუქცია ანდა მილების მიკროქირურგიული აღდგენა. ყველა  ეს ტექნოლოგია შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ თერაპიად გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც კი გადაილახება ინფერტილურობის წარმომშობი მიზეზი, წყვილი შეძლებს ისეთი შედეგით გადმოსცეს ცოლქმრული აქტის რეპროდუქცია, რომ ექიმი უშუალო ზეგავლენას არ ახდენდეს თავად ცოლქმრულ აქტზე. ამ ტექნოლოგიის ვერცერთი სახე ვერ შეცვლის ცოლქმრულ აქტს, რომელიც თავისთავად არის გამორჩეულად ჭეშმარიტი საპასუხიმგებლო რეპროდუქციის ღირსი.

თუკი მხედველობაში მივიღებთ არაერთი უნაყოფო წყვილის მხრიდან გამოხატულ დიდ სურვილს შვილის ყოლისას, სასურველი იქნებოდა, შესაბამისი საკანონმდებლო კუთხით წახალისდეს, განვითარდეს და გამარტივდეს შვილად აყვანის პროცედურა იმ უამრავი ობოლი ბავშვისა, რომელთაც ადეკვატური ადამიანური განვითარებისთვის სჭირდებათ ოჯახური კერა.

და ბოლოს, საყურადღებოა, რომ წახალისებას იმსახურებს ყველა ის კვლევა-ძიება და ინვესტიცია, რაც უნაყოფობის პრევენციას ეხმარება.

ინ ვიტრო (სინჯარაში) განაყოფიერება და ემბრიონის

ნებაყოფლობითი განადგურება

14. ინ ვიტრო განაყოფიერებას რომ საკმაოდ ხშირად მოსდევს ემბრიონების ნებაყოფლობითი განადგურება, ეს ფაქტი უფრო ადრე იქნა გაშუქებული ინსტრუქცია Donum vitae-ს მიერ. მაშინ ზოგი ფიქრობდა, რომ ეს განპირობებული იყო არასრულყოფილი ტექნოლოგიით, მაგრამ შემდგომმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ფაქტობრივად ინ ვიტრო განაყოფიერების ყველა ტექნოლოგია იმგვარად სრულდება, თითქოსდა ადამიანის ემბრიონი არის ერთი უბრალო უჯრედების გროვა, რასაც შეარჩევ, გამოიყენებ და გადააგდებ.

მართალია, ქალების დაახლოებით მესამედს, რომლებიც ხელოვნურ განაყოფიერებას იტარებენ, ბავშვი უჩნდება, მაგრამ აქვე ისიც უნდა გაცხადდეს, რომ, წარმოებული ემბრიონებისა და რეალურად დაბადებულთა მთლიანი ციფრების შედარებიდან გამომდინარე, მსხვერპლშეწირული ემბრიონების რიცხვი ძალიან დიდია. ინ ვიტრო განაყოფიერების ტექნოლოგიის სპეციალისტები ამ დანაკარგზე თანხმდებიან პოზიტიური შედეგების გამო. სინამდვილეში გაცილებით უფრო საგანგაშოა ის, რომ ამ სფეროში წარმოებული კვლევა-ძიების უმთავრეს მიზნად მიჩნეულია – მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს დაბადებულ ბავშვთა პროცენტულობით იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობას იწყებენ; თუმცა, როგორც ჩანს, სრულებით არ აინტერესებთ ცალკეული ემბრიონის სიცოცხლის უფლება.

15. ხშირად კამათობენ, რომ ემბრიონთა ამგვარი დანაკარგი უმრავლეს შემთხვევაში წინასწაგანზრახულია ან კიდევ ხდება მშობელთა და ექიმთა ნების საწინააღმდეგოდ. იმასაც აღიარებენ, რომ ეს რისკი დიდად არ განსხვავდება გენერაციის ბუნებრივ პროცესთან დაკავშირებული რისკისაგან; რომ სიცოცხლის გადაცემა ყოველგვარი რისკის გარეშე, პრაქტიკულად, გულისხმობს მისი გადაცემისგან თავშეკავებას. ისიც ცხადია, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების სფეროში ემბრიონთა მთელი დანაკარგი პირდაპირ კავშირშია დაინტერესებული პირის ნებასთან, რომ უმრავლეს შემთხვევაში ემბრიონთა მიტოვება, განადგურება წინასწარგამიზნული და ნებაყოფლობითია.

დეფექტის მატარებელი ინ ვიტრო წარმოებული ემბრიონები მყისიერად ნადგურდებიან. გაცილებით ხშირია შემთხვევები, როდესაც უნაყოფო წყვილი ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავს იმ ერთადერთი მიზნით, რომ მოახდინონ თავიანთი შვილების გენეტიკური სელექცია. მრავალ ქვეყანაში უკვე საერთო პრაქტიკად იქცა ქალის ციკლის სტიმულაცია დიდი რაოდენობით გასანაყოფიერებელი ოვოციტების მისაღებად. წარმოებული ემბრიონების გარკვეული ნაწილი შეჰყავთ დედის საშვილოსნოში, ხოლო ნაწილს ყინავენ სამომავლო რეპროდუქციული ჩარევისათვის. მრავალჯერადი ტრანსფერის მიზანია, შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს თუნდაც ერთი ემბრიონის ტრანსპლანტაცია. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იყენებენ ემბრიონთა დიდძალ რაოდენობას (ნასურვებ შვილთა რიცხვთან შედარებით) იმ ვარაუდით, რომ ზოგი მათგანის დაკარგვის შემთხევევაშიც თავიდან იქნეს აცილებული მრავალჯერადი ორსულობა. ამგვარად, მრავალჯერადი ტრანსფერის ტექნოლოგია, ფაქტობრივად,  ემბრიონებზე წმიდა წყლის ინსტრუმენტულ მოპყრობას გულისხმობს. საოცარია თავად ის ფაქტი, რომ არც საერთო პროფესიული დეონტოლოგია, არც ჯანდაცვის სისტემა მედიცინის არცერთ სხვა სფეროში არ დაუშვებდა გლობალურად ესოდენ მაღალი ნეგატიური და ფატალური შედეგების მქონე ტექნოლოგიას.

რეალურად, ინ ვიტრო განაყოფიერების ტექნოლოგიას იმიტომ მიმართავენ, რომ, მათი აზრით, ემბრიონი არ იმსახურებს სრულ პატივისცემას იმ ფაქტის გამო, რაც უპირისპირდება წყვილის დასაკმაყოფილებელ სურვილს.

ეს სამწუხარო, ხშირად მიჩუმათებული რეალობა სრულიად სავალალოა, ვინაიდან “სხვადასხვა ხელოვნური რეპროდუქციული ტექნოლოგია, რომლებიც ერთი შეხედვით სიცოცხლის სამსახურში დგანან და არცთუ იშვიათად სრულდებიან ამ განზრახვით, სინამდვილეში გზას უხსნიან სიცოცხლის საწინააღმდეგოდ მიმართულ მცდელობებს”.

16. ამასთანავე, ეკლესია ეთიკურად დაუშვებლად მიიჩნევს ცოლქმრული აქტის პიროვნული მთლიანობის არსიდან რეპროდუქციის ჩამოცილებას: ადამიანური რეპროდუქცია არის წყვილის (ქალისა და მამაკაცის) პირადი აქტი, რომელიც ვერ იტანს რაიმე ჩანაცვლებას. ინ ვიტრო განაყოფიერების ტექნოლოგიის მაღალი აბორტული მაჩვენებლის გულმშვიდი მიღება მრავალმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ ცოლქმრული აქტის ჩანაცვლება ტექნოლოგიური პროცედურით, გარდა იმისა, რომ იგი თანხმობაში არ მოდის რეპროდუქციის ღირსებასთან, რომელიც თავისთავად არ დაიყვანება მხოლოდ კვლავწარმოების დონემდე, ერთგვარად ასუსტებს იმ პატივისცემის შეგნებას, რასაც იმსახურებს ყოველი ადამიანი. ამგვარი პატივისცემის აღიარებას სწორედ ცოლქმრული სიყვარულით გაჯერებული ინტიმურობა უწყობს ხელს.

ეკლესია აღიარებს შვილთა ყოლის სურვილის მართებულობას და აგრეთვე ცნობს უშვილობის პრობლემით შეწუხებული მეუღლეების განცდებს, თუმცა ეს სურვილი ადამიანის სიცოცხლის ღირსებაზე იმდენად მაღლა არ უნდა დადგეს, რომ მასზე იმბრძანებლოს. შვილის ყოლის სურვილის გამართლება მისი “წარმოებით” შეუძლებელია, ისევე როგორც არ შეიძლება უკვე ჩასახული შვილის არგაჩენის სურვილით გაამართლო მისი მიტოვება ან განადგურება.

ფაქტობრივად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი მკვლევარი (ყოველგვარ ეთიკურ მხარეს მოკლებული და ტექნოლოგიურ პროგრესში ჩადებული პოტენციალის მომხრე) ემორჩილება მხოლოდ სუბიექტური სურვილების ლოგიკასა და ეკონომიკურ ზეწოლას, რაც ასე ძლიერია ამ სფეროში. ემბრიონის სტადიაში მყოფი ადამიანის მანიპულირების წინაშე საჭიროა იმის გამეორება, რომ “ღვთის სიყვარული არ ასხვავებს ჯერ კიდევ დედის წიაღში ახლადჩასახულს, და ბავშვს, ახალგაზრდას ან მოწიფულს, ანდა მოხუცს; არ ასხვავებს, რამეთუ ყოველ მათგანში ხედავს საკუთარი ხატებისა და მსგავსების ანაბეჭდს…  ამიტომაც ეკლესია ურყევად აცხადებს ყოველი სიცოცხლის წმიდათაწმიდა და შეუბღალავ თვისებას ჩასახვიდან ბუნებრივ აღსასრულამდე”.

საშვილოსნოსშიდა სპერმის ინსემინაცია

17. ხელოვნური განაყოფიერების უახლეს ტექნოლოგიაში პროგრესულად განვითარდა საშვილოსნოსშიდა სპერმის ინსემინაცია (Intra Cytoplasmic Sperm InjectionI - ICSI). საუკეთესო შედეგების თვალსაზრისით იგი იქცა ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ტექნოლოგიად, რამდენადაც შეუძლია მამაკაცთა უნაყოფობის სხვადასხვა ფორმის დამარცხება.

როგორც ინ ვიტრო განაყოფიერება, ისე მისი ერთ-ერთი ვარიანტი ICSI-საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, აშკარად არაკანონიერი ტექნოლოგიაა: იგი ახდენს ცოლქმრული აქტისა და რეპროდუქციის სრულ გათიშვას,  რამეთუ “სრულდება მეუღლეთა სხეულს გარეთ, მესამე პირის ჩარევით, რომლის კომპეტენცია და ტექნიკური აქტივობა განსაზღვრავს ჩარევის წარმატებას. ICSI ექიმებისა და ბიოლოგების ხელებს მიანდობს ემბრიონის სიცოცხლესა და თვითმყოფადობას; განსაზღვრავს ტექნოლოგიის ძალაუფლებას პიროვნების გენერაციასა და მის სვე-ბედზე. ძალაუფლებისთვის მახასიათებელი ნიშანი თავისთავად ეწინააღმდეგება ღირსებასა და თანასწორობას, რაც თანაბრად უნდა ჰქონდეთ მშობლებსა და შვილებს. ინ ვიტრო ჩასახვა იმ ტექნოლოგიის შედეგია, რომელიც იწვევს განაყოფიერებას. სინამდვილეში იგი არც ცოლქმრული კავშირის სპეციფიკური აქტით მიღწეული ნაყოფია და არც პოზიტიური სურვილის გამომხატველი”.

ემბრიონთა გაყინვა

18. ერთ-ერთი ათვისებული მეთოდი, რითაც ინ ვიტრო განაყოფიერების ტექნოლოგიის წარმატების მაჩვენებელი უმჯობესდება, არის შემდგომი მკურნალობის სიხშირე. ანალიზებისთვის რომ ხელახლა არ მოხდეს ქალის ოვოციტების აღება, თავიდანვე აგროვებენ მას დიდი რაოდენობით, რასაც ბუნებრივად მოჰყვება ინ ვიტრო მიღებული ემბრიონების მნიშვნელოვანი ნაწილის კრიოკონსერვაცია. ყოველივე ეს ხდება მკურნალობის მეორე ციკლის მოლოდინში ან პირველის მარცხის შემთხვევაში, ანდა იმ დროს, როდესაც მშობლებს კვლავ სურთ ორსულობა. ზოგჯერ მიმდინარეობს პირველი ტრანსფექციისთვის მომზადებული ემბრიონების გაყინვა, რადგანაც ქალის ციკლის ჰორმონალურ სტიმულაციას მოაქვს ისეთი ცვლილებები, რომლებიც მოითხოვენ ფიზიოლოგიური პირობების დარეგულურებას დედის საშოში ემბრიონთა ტრანსფექციამდე.

კრიოკონსერვაცია შეუთავასებელია ადამიანის ემბრიონების პატივისცემასთან: როცა იგი განიზრახავს მათს წარმოებას ინ ვიტრო, მიჰყავს იგი სიკვდილის ან ფიზიკური მთლიანობის დაზიანების მძიმე საფრთხისაკენ (რამდენადაც ერთი ნაწილი ვერ უძლებს გაყინვისა და გალღობის პროცედურას); გარკვეული პერიოდით მათ აკლებს დედობრივ სითბოს და გესტაციას; აყენებს იმ პირობაში, რაც იწვევს მათს საბოლოო უპატივცემულობასა და მანიპულაციას.

გამოუყენებელი ემბრიონების უმრავლესობა “ობლად” რჩება. მათი მშობლები უკან აღარ გამოითხოვენ, ზოგჯერ კი მათ კვალსაც კარგავენ. ყოველივე ეს მიანიშნებს ათასობით და ათიათასობით გაყინული ემბრიონის საცავების არსებობაზე თითქმის ყველა იმ ქვეყნაში, სადაც კი დანერგილია ინ ვიტრო პრაქტიკა.

19. დღესდღეობით გაყინული ემბრიონების დიდძალ რიცხვთან დაკავშირებით ასეთი კითხვა ისმის: რა ბედი ელით მათ? ზოგიერთი ამ შეკითხვას სვამს ეთიკური არსის გაუცნობიერებლად. ამ შემთხვევაში ისინი მოტივირებულნი არიან მხოლოდ იმ კანონის დაცვით, რომელიც ითხოვს გარკვეული დროის შემდეგ კრიოკონსერვაციული ცენტრების საცავთა დაცლას მათი ხელახალი შევსების მიზნით. მეორე მხრივ, სხვები აცნობიერებენ, რომ დაშვებულ იქნა დიდი შეცდომა, და ცდილობენ, თუ როგორ მიაღწიონ უფლებას ამ შეცდომის გამოსასწორებლად.

აშკარად მიუღებელია წინადადებები, რათა კვლევა-ძიების მიზნით ან თერაპიული საჭიროებისთვის გამოიყენონ ამგვარი ემბრიონები, ვინაიდან ამ გზით ემბრიონებს ეპყრობიან როგორც “ბიოლოგიურ მასალას” და გულისხმობენ მათს განადგურებას. დაუშვებელია, აგრეთვე, ამ ემბრიონების გალღობის წინადადება და მათი ხელახალი გააქტიურების გარეშე კვლევაში გამოყენება ჩვეულებრივი გვამების მსგავსად.

ეთიკურად მიუღებელია, აგრეთვე, უშვილო წყვილების სამსახურში “ინფერტილურობის თერაპიის” ჩაყენების იდეა იმ მიზეზით, რაც უკანონოს ხდის როგორც ხელოვნურ ჰეტეროლოგიურ რეპროდუქციას, ასევე სუროგატული დედობის ყოველნაირ ფორმას. ეს პრაქტიკა შემდგომში წარმოშობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული ხასიათის გაცილებით მეტ პრობლემას.

ამასთანავე, მხარდაჭერა ჰპოვა იდეამ – განახორციელონ “პრენატალური შვილობილობის” ფორმა მხოლოდ იმ  მიზნით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანური არსებების დაბადება (სხვაგვარად ისინი განადგურებისთვის იყვნენ განწირულნი). ამგვარი იდეა, მისასალმებელი ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და პატივისცემის მისეული ზრახვების გამო, თავის მხრივ, აღმოაცენებს სხვადასხვა სახის პრობლემას, რაც არაფრით არ განსხვავდება ზემოხსენებულთაგან.

საბოლოოდ საჭიროა განვაცხადოთ: მიტოვების პირობაში მყოფი ათასობით ემბრიონი მეტყველებს სრულიად გამოუსწორებელ უსამართლო მდგომარეობაზე.  ამიტომაც იოანე პავლე II-მ სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს, კერძოდ კი ექიმებს, მოუწოდა: “შეწყდეს ადამიანური ემბრიონების წარმოება; ამასთანავე საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ შეუძლებელია განჭვრიტო მორალურად გამართლებული გამოსავალი ათასობით და ათიათასობით “გაყინული” ემბრიონის ხვედრისათვის. ისინი არიან და ყოველთვის იქნებიან ძირითადი უფლებების მატარებელნი და, აქედან გამომდინარე, იურიდიულად დასაცავნი როგორც პიროვნებები”.

ოვოციტების გაყინვა

20.  ემბრიონის კრიოკონსერვაციის წინაშე მდგარი მძიმე ეთიკური პრობლემების თავიდან ასაცილებლად ინ ვიტრო განაყოფიერების ტექნოლოგიის სფეროში დაინერგა ოვოციტების გაყინვის იდეა. მას შემდეგ, რაც ხელოვნური რეპროდუქციის სხვადასხვა ციკლის განმავლობაში ოვოციტების სათანადო რიცხვი შეგროვდება, ახდენენ მხოლოდ დედის საშვილოსნოში შეყვანილი ოვოციტების  განაყოფიერებას, სხვები კი გაიყინება, რათა პირველი წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს მათი განაყოფიერება და ხელახალი შეყვანა.

აქვე შევნიშნავთ, რომ ოვოციტების კრიოკონსერვაცია ხელოვნური რეპროდუქციის პროცესში მორალურად მიუღებელია.

ემბრიონული რედუქცია

21. ხელოვნურ რეპროდუქციაში გამოყენებული ზოგიერთი ტექნოლოგია, კერძოდ, რამდენიმე ემბრიონის შეყვანა დედის საშვილოსნოში, მნიშვნელოვნად ზრდის მრავალჯერადი ორსულობის რიცხვს. ამიტომაც გაიკაფა გზა ე.წ. ემბრიონული რედუქციის იდეამ. იგი გულისხმობს დედის მუცლად არსებული ემბრიონების ან ჩანასახის რიცხვის შეზღუდვას მათი პირდაპირი განადგურებით. წინასწარვე ძლიერ ნასურვები ადამიანური არსების ჩაკვლაზე მიღებული გადაწყვეტილება ერთგვარ პარადოქსს წარმოადგენს და მას ხშირად მოაქვს წუხილი და დანაშაულის შეგრძნება, რამაც შეიძლება წლების მანძილზე გასტანოს.

ეთიკური თვალსაზრისით ემბრიონული რედუქცია არის სელექციური სახის აბორტი, რამეთუ აქ საქმე გვაქვს ერთი ან რამდენიმე უდანაშაულო ადამიანური არსების ნებაყოფლობით და პირდაპირი გზით განადგურებასთან მათი არსებობის დაწყებით ფაზაში. ეს კი თავისთავად ყოველთვის წარმოადგენს მძიმე მორალურ დაუდევრობას.

ემბრიონული რედუქციის ეთიკურად გამართლების მიზნით მოხმობილი არგუმენტები ხშირად ეფუძნება ბუნებრივ კატასტროფებთან ან გადაუდებელ სიტუაციებთან დაკავშირებულ ანალოგიებს, სადაც, თითოეულის კეთილი ნების მიუხედავად, შეუძლებელია ამ მდგომარეობაში მყოფი ყველა პიროვნების გადარჩენა. ეს ანალოგიები არ გამოდგება უშუალოდ აბორტული პრაქტიკის შესახებ გამართულ ეთიკურად პოზიტიურ მსჯელობებში. ზოგჯერ ასახელებენ ისეთ მორალურ პრინციპებს (მაგალითად, მცირე ბოროტებაზე ან ორმაგ ეფექტზე), რომელთა დაკავშირებაც უსაფუძვლოა. არასოდეს არ არის კანონიერი ისეთი ქმედება, რაც თავისთავად უკანონოა, თუნდაც მას კეთილი მიზანი ამოძრავებდეს: მიზანი არ ამართლებს საშუალებას.

პრე-იმპლანტატორული დიაგნოზი

22. პრე-იმპლანტატორული დიაგნოზი ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიასთან დაკავშირებული პრენატალური დიაგნოზის ერთ-ერთი სახეობაა. იგი გულისხმობს ინ ვიტრო წარმოებული ემბრიონების გენეტიკურ დიაგნოზს დედის საშვილოსნოში ტრანსფექციამდე და ხორციელდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს მხოლოდ უდეფექტო ან განსაზღვრული სქესის ან კიდევ გამორჩეული თვისებების მქონე ემბრიონების ტრანსფექცია დედაში.

განსხვავებით სხვა პრენატალური დიაგნოზებისაგან, სადაც დიაგნოსტიკური ფაზა მკვეთრად გამიჯნულია შესაძლო განადგურების ფაზისაგან და რაშიც წყვილები ნებაყოფლობით იღებენ დაავადებულ ბავშვს, პრე-იმპლანტატორულ დიაგნოზს ჩვეულებრივ მოსდევს გენეტიკური დეფექტებით ან ქრომოსომებით “საეჭვოდ” მიჩნეული ან არასასურველი სქესის თუ ხარისხის მატარებელი ემბრიონების განადგურება. პრე-იმპლანტატორული დიაგნოზი, თავისთავად ყოველთვის არაკანონიერ ხელოვნურ განაყოფიერებასთან კავშირში მყოფი, მიზნად ისახავს ხარისხობრივ სელექციას ემბრიონთა განადგურებით, რაც ჩაითვლება ნაადრევ აბორტად. ამდენად, პრე-იმპლანტატორული დიაგნოზი ეუგენეტიკური მენტალიტეტის გამოხატულებაა. “იგი შესაძლებლად მიიჩნევს სელექციურ აბორტს, რათა ხელი შეუშალოს სხვადასხვა ანომალიით დაავადებული ბავშვების დაბადებას. მსგავსი მენტალიტეტი საზიანოა ადამიანის ღირსებისათვის და ყოვლად საძრახისია, რადგანაც იგი ადამიანის სიცოცხლეს მხოლოდ ნორმალურობისა და ფიზიკური კეთილდღეობის პარამეტრებით ზომავს და ამგვარად უხსნის გზას ინფანტიციდისა და ევთანასიის დაკანონებას”.

თუკი ადამიანის ემბრიონს უბრალო “ლაბორატორიულ მასალად” ჩავთვლით, მოხდება თავად ადამიანის ღირსების კონცეფციის გაყალბება და დისკრიმინაცია. ღირსება თანაბრად ეკუთვნის ყოველ ცალკეულ ადამიანს და იგი არაა დამოკიდებული მემკვიდრეობაზე, სოციალურ პირობაზე, კულტურულ ფორმაციაზე, ფიზიკურ განვითარებაზე. თუ სხვა დროს, ადამიანის ღირსების მოთხოვნისა და კონცეფციის აღიარების მიუხედავად, მაინც მიმართავდნენ რასობრივი, რელიგიური თუ სოციალური პირობებით მოტივირებულ დისკრიმინაციას, დღეს მოწმენი ვართ არანაკლებ მძიმე და უსამართლო დისკრიმინაციისა, რომელიც ცდილობს არ აღიაროს მძიმე პათოლოგიითა და უუნარობით შეპყრობილი ადამიანების ეთიკური და იურიდიული სტატუსი. ამ გზით დავიწყებას ეძლევა ის ფაქტი, რომ დაავადებული და უუნარო პიროვნებები არ განეკუთვნებიან განსხვავებულ კატეგორიას, რომ დაავადება და უმწეობა ადამიანური ფენომენია და იგი ყველას პირადად შეეხება მაშინაც კი, როცა ამას პირდაპირი გზით არ გამოცდიან.  ასეთი დისკრიმინაცია არის ამორალური და ამიტომაც საჭიროა, იგი იურიდიულად ჩაითვალოს დაუშვებლად, ისევე როგორც აუცილებელია დაიმსხვრეს ყველა ის კულტურული, ეკონომიკური და სოციალური ბარიერი, რაც ეღობება უმწეო და დაავადებულ პიროვნებათა აღიარებასა და სრულ დაცვას.

ჩასახვის საწინააღმდეგო და ორსულობის შეწყვეტის ახალი ფორმები

23. სექსუალური აქტით მიღწეული ჩასახვის შემაფერხებელ კონტრაცეფტივებად განსაზღვრული მეთოდების გვერდით არსებობს სხვა ტექნოლოგიური საშუალებანი, რომლებიც თავიანთ ზემოქმედებას ავლენენ განაყოფიერების შემდეგ, როცა ემბრიონი უკვე ჩამოყალიბებულია, საშვილოსნოში მის იმპლანტაციამდე (ჩაზრდამდე)  ან შემდეგ. ასეთი ტექნოლოგია ჩასახვის საწინააღმდეგოა იმ შემთხვევაში, როცა ემბრიონს აცილებენ მანამ, სანამ მისი იმპლანტირება მოხდება დედის საშოში, ხოლო ორსულობის შემწყვეტია, თუკი ახდენენ ახლადიმპლანტირებული ემბრიონის განადგურებას.

ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გავრცელება რომ არ შეაფერხონ, ზოგჯერ აცხადებენ, რომ მათი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არაა შეცნობილი. აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ, მართალია, ყოველთვის ვერ ფლობენ სრულყოფილ ცოდნას სხვადასხვა მედიკამენტის მოქმედების მექანიზმზე, მაგრამ ექსპერიმენტები აჩვენებენ, რომ იმპლანტაციის შემაფერხებელი ეფექტი უსათუოდ არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ყოველ მიღებაზე იწვევენ აბორტს, რადგანაც ყოველი სქესობრივი კავშირის შემდეგ არ მიიღწევა განაყოფიერება. ერთი რამ მაინც უნდა აღინიშნოს: ვისაც სავარაუდოდ ჩასახული ემბრიონის იმპლანტაციის შეფერხება სურს (და ამის გამო ითხოვს ან გამოწერს ამგვარ მედიკამენტს), მასში ზოგადად უკვე არსებობს აბორტის განზრახვა.

როდესაც მენსტრუალური ციკლის დაგვიანება დასტურდება, ზოგჯერ მიმართავენ ორსულობის შეწყვეტას, რომელიც, ჩვეულებრივ, ციკლის დაგვიანებიდან ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ხორციელდება. მართალია, მიზნად გაცხადებულია მენსტრუაციის აღდგენა, მაგრამ სინამდვილეში ეს გახლავთ იმპლანტირებული ემბრიონის აბორტი.

როგორც ცნობილია, აბორტი არის “ადამიანური არსების უნებლიე ან პირდაპირი მკვლელობა (რა ფორმითაც უნდა მოხდეს იგი) მისი არსებობის დაწყებით ფაზაში, ჩასახვისა თუ დაბადების პერიოდის ჩათვლით”. ამიტომაც ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება და ადრეული ორსულობის შეწყვეტა აბორტის ცოდვად მოაზრება და მეტისმეტად ამორალურია; ამასთანავე, გაცნობიერდება თუ არა ჩადენილი აბორტის შესახებ, სჯულის კანონით, ამ ქმედებას მძიმე სასჯელი მოჰყვება.

მესამე ნაწილი

ემბრიონის ანუ ადამიანური გენეტიკური მემკვიდრეობის მანიპულირების უახლესი თერაპიული მეთოდები

24. უკანასკნელ ხანებში შეძენილმა ცოდნამ რეგენერაციულ მედიცინასა და გენეტიკურ დაავადებათა თერაპიაში გზა გაუკაფა ახალ იდეებს. ამ მხრივ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ემბრიონის ღეროვან უჯრედებსა და მის სამომავლო თერაპიულ გამოყენებაზე ჩატარებულმა კვლევებმა, რამაც, ზრდასრული ადამიანის ღეროვანი უჯრედების კვლევებისაგან განსხვავებით, დღემდე მაინც ვერ აჩვენა ეფექტური შედეგები.Mმას შემდეგ, რაც ზოგიერთმა მიიჩნია, რომ ემბრიონის ღეროვანი უჯრედებით მიღწევადი თერაპიული მიზნების გამართლება შესაძლებელია ადამიანის ემბრიონის განადგურებისა და მანიპულაციის  ამა თუ იმ ფორმით, გენური თერაპიის, კლონირებისა და ღეროვანი უჯრედების გამოყენების სფეროში გამოიკვეთა მრავალი ისეთი საკითხი, რომლებიც უდავოდ მოითხოვენ გულისხმიერ დამოკიდებულებასა და ეთიკურ ანალიზს.

გენური თერაპია

25. ტერმინი გენური თერაპია, ჩვეულებრივ, გულისხმობს ადამიანზე გენური ინჟინერიის ტექნოლოგიის გამოყენებას თერაპიული მიზნით, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, გენეტიკურ დაავადებათა სამკურნალოდ (მიუხედავად იმისა, რომ უახლეს ხანებში იყო მცდელობა გენური თერაპია გამოეყენებინათ არამემკვიდრეობითი სახის დაავადებათა მკურნალობაშიც, მათ შორის, სიმსივნის განსაკურნავად). თეორიულად გენური თერაპია შესაძლებელია ორი გზით: სომატური და გენერაციული უჯრედებით.

სომატური გენური თერაპიით ხორციელდება სომატურ უჯრედებში არსებული გენეტიკური დეფექტების შემცირება ან გაქრობა, ანუ ზემოქმედება არარეპროდუქციულ უჯრედებზე, რომლებსაც შეიცავენ სხეულის ქსოვილები და ორგანოები. ამ შემთხვევაში საქმე ეხება გამიზნულ ჩარევას კონკრეტულ უჯრედოვან უბნებზე ცალკეულ ინდივიდში ინტერნირებული ეფექტებით.

გენერაციული გენური თერაპია, პირიქით, მიზნად ისახავს გენერაციულ უჯრედებში არსებული გენეტიკური დეფექტების გამოსწორებას, რათა სუბიექტზე განხორციელებული თერაპიული გზით მიღწეული შედეგები გადაეცეს მისივე შთამომავლობას. ორივე სახის (სომატური და გენერაციული) გენური თერაპიის ასეთი ზემოქმედება შეიძლება განხორციელდეს ჩანასახზე დაბადებამდე (ამ დროს საუბრობენ საშვილოსნოს გენურ თერაპიაზე) ან დაბადების შემდეგ ბავშვზე ანდა ზრდასრულზე.

26. მორალური შეფასების დროს ეს განსხვავებანი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. პრინციპული ასპექტით, სომატურ უჯრედებზე ვიწრო თერაპიული მიზნებით ჩარევა მორალურად გამართლებულია.

ამგვარი ჩარევა მიზნად ისახავს სუბიექტისთვის დამახასიათებელი გენეტიკური კონფიგურაციის აღდგენას ანდა არსებული გენეტიკური ანომალიებისა თუ სხვა პათოლოგიებისაგან წარმოშობილი ხარვეზების შემცირებას. რამდენადაც გენურმა თერაპიამ პაციენტი შეიძლება დააყენოს გარკვეული რისკის წინაშე, ამდენად, უნდა იქნეს დაცული ძირითადი დეონტოლოგიური პრინციპი, რის მიხედვითაც, თერაპიული ჩარევის მიზნით წინასწარ განისაზღვროს ისიც, რომ სამიზნე სუბიექტის ჯანმრთელობას ან ფიზიკურ მთლიანობას არ შეექმნას ისეთი საფრთხე, რაც თვით განსაკურნავი პათოლოგიის სიმძიმესთან შედარებით უფრო საზიანო ან შეუსაბამო იქნებოდა; ამასთანავე  აუცილებელია პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

სრულიად განსხვავებული მორალური შეფასება აქვს გენერაციულ გენურ თერაპიას.

ნებისმიერი გენეტიკური სახეცვლილება, რასაც განიცდის სუბიექტის გენერაციული უჯრედები, სავარაუდოდ, გადადის მის შთამომავლობაზე. ვინაიდან ყოველგვარ გენეტიკურ მანიპულაციასთან დაკავშირებული რისკი მნიშვნელოვნად რეალურია და ჯერ კიდევ ნაკლებ მართვადი, კვლევის აქტუალურ ფაზაში მორალურად დაუშვებელია იმგვარი მოქმედება, რომლისგანაც გამომდინარე პოტენციური ზიანი გავრცელდება შთამომავლობაზე. ემბრიონზე გენური თერაპიის გამოყენებას ისიც უნდა დაემატოს, რომ მისი შესრულება ითხოვს ინ ვიტრო განაყოფიერების ტექნოლოგიას, ანუ იგი გვერდს ვერ აუვლის იმ ეთიკურ აკრძალვებს, რაც ამ პროცედურას უკავშირდება. ამრიგად, აქედან გამომდინარე, ვაცხადებთ, რომ აქტუალურ ფაზაში მყოფი გენერაციული გენური თერაპია, მთელი თავისი ფორმებით, მორალურად დაუშვებელია.

27. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გენეტიკური ინჟინერიის გამოყენების ჰიპოთეზა. იგი განსხვავდება თერაპიულისაგან. ზოგი შესაძლებლად თვლის გენეტიკური ინჟინერიის ტექნოლოგიის გამოყენებას, რათა მოახდინოს მანიპულირება გენეტიკური დოტაციის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით; ზოგში კი ეს ჰიპოთეზა იწვევს გარკვეულ უკმაყოფილებას, რადგანაც ამ გზით ხდება ადამიანის -  როგორც დასრულებული პიროვნებისა და ქმნილების – ღირებულების უარყოფა. გარდა მისი შესრულების ტექნიკური სირთულეებისა, ყველა გამომდინარე რეალურ და პოტენციურ საფრთხესთან ერთად, უწინარესად წინ წამოიწევს ის ფაქტი, რომ ამგვარი მანიპულაციები ნერგავენ ეუგენეტიკურ მსოფლმხედველობას, ირიბად ასვამენ სოციალურ სტიგმას იმათთან ურთიერთობას, ვინც არ ფლობს რაიმე გამორჩეულ ნიჭს, და ხაზგასმით გამოყოფენ რომელიმე კულტურისა და საზოგადოების მიერ აღიარებულ ნიჭს, რაც თავისთავად არ შეიძლება იყოს ადამიანისთვის დამახასიათებელი.

ცხადია, ყოველივე ეს უპირისპირდება ადამიანთა თანასწორობის ძირითად ჭეშმარიტებას, რომელიც აისახება სამართლის პრინციპში და რომლის დარღვევა, საბოლოო ჯამში, ერთგვარ საფრთხეს შეუქმნის ინდივიდთა მშვიდობიან თანაარსებობას. ასევე საინტერესოა, ვინ დაადგენს, თუ რომელი ცვლილება იქნება პოზიტიური და რომელი არა, ან სად დაედება ზღვარი გაუმჯობესების მესვეურთა მოთხოვნებს, ვინაიდან მატერიალურად შეუძლებელი იქნება ცალკეულ ადამიანთა სურვილების განხორციელება. ამ კითხვებზე ყველა შესაძლო პასუხი დაემყარება ფრიად სადავო და დაუსაბუთებელ კრიტერიუმებს. ყოველივე ეს კი საბოლოოდ აჩვენებს, რომ ჩარევის მსგავსი იდეა ადრე თუ გვიან დააზარალებს საერთო სახალხო სიკეთეს სხვების თავისუფლების ხარჯზე მავანთა მომძლავრებული ნების ხელშეწყობით.

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ტიპის ადამიანის შექმნის მცდელობით აშკარად იკვეთება ის იდეოლოგია, რის საფუძველზეც ადამიანი მოიწადინებს შემოქმედის ჩანაცვლებას. ამ სახის ჩარევათა ეთიკურ უმართებულობაზე საუბრისას (რაც ადამიანის მიერ ადამიანზე უსამართლო ბატონობას გულისხმობს) ეკლესია აღიარებს იმის აუცილებლობას, რომ მიუბრუნდნენ პიროვნებებზე ზრუნვისა და მათი აღზრდის იდეას ადამიანის სიცოცხლის მიღებით მისივე კონკრეტულ ისტორიულ რეალობაში.

კლონირება

28. ადამიანის კლონირება გულისხმობს მთლიანი ორგანიზმის ასექსუალურ და აგამეტურ რეპროდუქციას, რათა გენეტიკური თვალსაზრისით შეიქმნას მხოლოდ ერთი წინაპრის ერთი ან მეტი სრულიად იდენტური “დუბლიკატი”.

კლონირება შეიძლება შესრულდეს ორი ძირითადი მიზნით: რეპროდუქციული ანუ კლონირებული ბავშვის შესაქმნელად და თერაპიული ანუ კვლევა-ძიების მიზნით.

რეპროდუქციულ კლონირებას თეორიულად შეუძლია დააკმაყოფილოს ზოგიერთი განსაკუთრებული სახის მოთხოვნა, როგორიცაა მაგალითად: კაცობრიობის ევოლუციის კონტროლი; ადამიანთა სელექცია უმაღლესი ხარისხის ნიშნით; ახალშობილის სქესის წინასწარი შერჩევა; შვილის შექმნა, რომელიც მეორე შვილის “ასლი” იქნება; შვილის შექმნა განუკურნებადი უნაყოფობის მქონე წყვილებისთვის.

თერაპიული კლონირება, პირიქით, არის წარმოშობის იარაღი ისეთი ემბრიონული ღეროვანი უჯრედებისა, რომელთაც გააჩნიათ წანასწარგანსაზღვრული გენეტიკური მემკვიდრეობა, რითაც დაიძლევა იმუნოლოგიური შეუთავსებლობის პრობლემა; ამგვარადაა იგი კავშირში ღეროვანი უჯრედების გამოყენების საკითხთან. კლონირების ცდები ცხარე კამათს იწვევს მთელს მსოფლიოში. სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული დონის ინსტიტუტები უარყოფითად აფასებენ ადამიანთა კლონირებას, მსოფლიოს უდიდეს ნაწილში კი იგი აკრძალულია.

ადამიანის კლონირება აშკარად არაკანონიერია, რამდენადაც მას ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიის ეთიკური მანკიერება უკიდურესობამდე მიჰყავს, რამდენადაც მიზნად ისახავს სათავე დაუდოს ახალ ადამიანს მეუღლეთა ურთიერთმიძღვნის აქტის, ანუ უფრო რადიკალურად: სექსუალური კავშირების გვერდის ავლით. ასეთ ვითარებაში ადგილი აქვს უფლებათა ბოროტ გამოყენებას და ადამიანის ღირსების საშინელ მანიპულაციას.

29. როდესაც კლონირებას რეპროდუქციული მიზანი აქვს,  კლონირებულ სუბიექტს გადასცემენ წინასწარგანსაზღვრულ გენეტიკურ  მემკვიდრეობას; ფაქტობრივად მას ჩააყენებენ (როგორც აცხადებენ) ბიოლოგიური მონობის ერთ-ერთ ფორმაში, საიდანაც თავის დაღწევა რთული იქნება. ის ფაქტი, რომ პიროვნება თავს უფლებას აძლევს თვითნებურად განსაზღვროს სხვა პიროვნების გენეტიკური ნიშან-თვისებები, არის ამ უკანასკნელის ღირსებისა და ადამიანთა შორის არსებული თანასწორობის მძიმე შეურაცხყოფა.

იმ განსაკუთრებული ურთიერთობიდან, რომელიც მყარდება ღმერთსა და ადამიანს შორის არსებობის პირველივე წამებიდან, გამომდინარეობს ყოველი ადამიანის თვითმყოფადობა, რაც გვავალებს მათი ინდივიდუალურობისა და ინტეგრალობის პატივისცემას, მათ შორის, ბიოლოგიურისა და გენეტიკურისა. თითოეული ჩვენგანი მეორეში ხედავს ადამიანს, რომელიც საკუთარ არსებობას და საკუთარ ნიშან-თვისებებს ღვთის სიყვარულს უნდა უმადლოდეს. ამ სიყვარულის ერთადერთი შუამავალი შემოქმედისა და ზეციერი მამის ჩანაფიქრთან თანხმობაში მყოფი ცოლქმრული სიყვარულია.

30. ეთიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო მძიმეა ე.წ. თერაპიული კლონირება. ემბრიონთა შექმნა მათი განადგურების მიზნით (თუნდაც ჩანაფიქრში ავადმყოფთა დახმარება იდოს) სრულიად შეუთავსებელია ადამიანის ღირსებასთან, რადგანაც იგი ადამიანის არსებობას  ემბრიონულ სტადიაზეც კი არაფრად აგდებს, ადამიანს თვლის გამოსაყენებელ და გასანადგურებელ იარაღად. აშკარად ამორალურია თერაპიული მიზნისათვის ადამიანის სიცოცხლის გაწირვა.

ეთიკურმა აკრძალვებმა, რაც ისმის თერაპიული კლონირებისა და ინ ვიტრო წარმოებულ ადამიანთა ემბრიონის გამოყენების მრავალი მოწინააღმდეგის მხრიდან, ზოგიერთ მეცნიერს უბიძგა ახალი ტექნოლოგიების შექმნის იდეისაკენ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ემბრიონული ტიპის ღეროვანი უჯრედების იმგვარად წარმოება, რომ არ მოხდეს ადამიანის ემბრიონების განადგურება. ამ იდეებმა გამოიწვია არანაკლები ეთიკური და მეცნიერული მითქმა-მოთქმა. ეს განსაკუთრებით ეხებოდა ამგვარად მიღებული “მასალის” ონთოლოგიურ სტატუსს. ვიდრე ეს ეჭვები არ განქარდება, მანამდე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ენციკლიკა Evangelium vitae-ში გაცხადებული: “იქმნება საფრთხე, რომ მორალური ვალდებულების კუთხით ერთი ალბათობაც კი საკმარისია იმისათვის, რომ პიროვნების წინაშე აღმოჩენილებმა გავამართლოთ ადამიანური ემბრიონის მოსაკვდინებლად მიმართული ნებისმიერი ინტერვენციის უმკაცრესი აკრძალვა”.

ღეროვანი უჯრედების თერაპიული გამოყენება

31. ღეროვანი უჯრედები ინდიფერენციალური უჯრედებია. ისინი ფლობენ ორ ძირითად თვისებას: ა) თვითდიფერენციის გარეშე ხანგრძლივი თვითგამრავლების უნარს; ბ) ტრანსფექციული პროგენეტიკური უჯრედების წარმოშობის უნარს, რომლებისგანაც მიიღება ისეთი დიფერენციალური უჯრედები, როგორიცაა: ნერვული, კუნთოვანი, ჰემატური.

მას შემდეგ, რაც ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ, თუკი ღეროვანი უჯრედები იქნება გადანერგილი დაზიანებულ ქსოვილებში და ისინი მოახდენენ უჯრედების რეპოპულაციასა და ამავე ქსოვილის რეგენერაციას, ახალ პერსპექტივებს გაეხსნა გზა რეგენერაციულ მედიცინაში. ამ სიახლემ დიდი ინტერესი გამოიწვია მთელი მსოფლიოს მეცნიერებში.

ადამიანში ღეროვანი უჯრედების დღემდე აღმოჩენილ წყაროდ ითვლება:  განვითარების პირველივე სტადიაში მყოფი ემბრიონი, ჩანასახი, ჭიპლარის სისხლი, ზრდასრულის სხვადასხვა ქსოვილი (ძვლოვანი ტვინი, ჭიპლარი, ტვინი, სხვადასხვა ორგანოს მეზინქემია და ა.შ.) და ამნიოტური სითხე. თავდაპირველად კვლევების საგანს წარმოადგენდა ემბრიონის ღეროვანი უჯრედები, რადგანაც მიაჩნდათ, რომ მხოლოდ ისინი ფლობდნენ გამრავლებისა და დიფერენცირების დიდ უნარს. თუმცა მრავალრიცხოვანმა კვლევამ დაადასტურა, რომ ზრდასრულის ღეროვანი უჯრედებიც აჩვენებენ თავიანთ ცვალებადობას. მართალია, ეს უჯრედები ვერ ავლენენ თვითგანახლების იმავე უნარს და იმავე მოქნილობას, რასაც ემბრიონული წარმოშობის ღეროვანი უჯრედები, მაგრამ მაღალ დონეზე ჩატარებული მეცნიერული კვლევებითა და ექსპერიმენტებით ცდილობენ ამ უჯრედებით უფრო მეტი დადებითი შედეგები მიიღონ, ვიდრე ემბრიონული უჯრედებით. რადგანაც დღესდღეობით მოქმედი თერაპიული ნორმატივი ითვალისწინებს ზრდასრულის ღეროვანი უჯრედების გამოყენებას, ამიტომაც წარმოადგენენ ისინი მრავალი კვლევის ობიექტს, რაც თავისთავად შლის ახალ და იმედისმომცემ ჰორიზონტს.

32. ეთიკური შეფასების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც ღეროვანი უჯრედების შეგროვების მეთოდი, ასევე მათი კლინიკური ან ექსპერიმენტული გამოყენების რისკი. ამის გამო ღეროვანი უჯრედების შეგროვების მეთოდების განხილვა უნდა მოხდეს თავიანთ წყაროებთან კავშირში. კანონიერად ჩაითვლება ყველა ის მეთოდი, რომელიც მძიმე ზიანს არ მიაყენებს სუბიექტს – ღეროვანი უჯრედების დონორს. ეს პირობა, ზოგადად, სრულდება უჯრედების შეგროვების დროს: ა) ზრდასრულის ორგანიზმის ქსოვილებიდან; ბ) ჭიპლარის სისხლიდან, მშობიარობის დროს; გ) ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილი ნაყოფის ქსოვილიდან. ცოცხალი ადამიანის ემბრიონის ღეროვანი უჯრედების შეგროვება, პირიქით, აუცილებლად მოასწავებს მის განადგურებას და, გამომდინარე აქედან, იგი აშკარად არაკანონიერია. ასეთ შემთხვევაში “კვლევა-ძიება, თერაპიული გამოყენების შედეგებისგან განყენებულად, ნამდვილად არ დგას ადამიანთა სამსახურში. იგი ახშობს ადამიანურ სიცოცხლეს, რომელსაც გააჩნია თანაბარი ღირსება მსგავსად სხვა ინდივიდებისა და, მათ შორის, მკვლევრებისა. თავად ისტორიამ დასაჯა წარსულში და დასჯის მომავალშიც ამგვარ მეცნიერებას არა ოდენ იმ მიზეზით, რომ მოკლებულია ღვთის  ნათელს, არამედ იმიტომაც, რომ მოკლებულია ჰუმანურობას”. სხვა მკვლევრებისგან მიზნობრივად მომარაგებული – ემბრიონთა განადგურებით თუ კომერციული ინტერესებით – ემბრიონული ღეროვანი უჯრედების ან მისგან წარმოქმნილი დიფერენციალური უჯრედების გამოყენება სერიოზულ პრობლემებს აღმოაცენებს ბოროტებაში თანამშრომლობისა და სკანდალის თვალსაზრისით!

რაც შეეხება კანონიერი გზებით მიღებული ღეროვანი უჯრედების კლინიკურ გამოყენებას, მართალია, ამ შემთხვევაში არ არსებობს მორალური აკრძალვები, მაგრამ აქაც უნდა იქნეს დაცული სამედიცინო ანთოლოგიის ძირითადი კრიტერიუმები. აქედან გამომდინარე, საჭიროა ამ პროცედურებს მოვეკიდოთ დიდი სიფრთხილითა და წინდახედულობით, პაციენტისათვის შესაძლო რისკის მინიმუმამდე დაყვანით, მეცნიერთა შორის კონფრონტაციის გაადვილებითა და ფართო საზოგადოებისათვის სრული ინფორმაციის მიწოდებით.

წახალისების ღირსია ყველა იმპულსი და მხარდაჭერა ზრდასრულის ღეროვანი უჯრედების გამოყენებასთან დაკავშირებულ კვლევებში, თუკი ისინი ეთიკურ პრობლემებს არ ქმნიან.

ჰიბრიდაციის მცდელობები

33. ადამიანის სომატური უჯრედების ბირთვების ხელახალ დაპროგრამებაში (რაც ზოგადად ჰიბრიდული კლონირების სახელით არის წოდებული) სულ ახლახანს იქნა გამოყენებული ცხოველური წარმოშობის ოვოციტები იმ მიზნით, რომ ადამიანური ოვოციტების გამოუყენებლად მიღებული ემბრიონებიდან ამოიღონ ემბრიონული ღეროვანი უჯრედები.

ეთიკური თვალსაზრისით მსგავსი პროცედურა ადამიანის ღირსების შემლახველია, ვინაიდან ერთმანეთში ირევა ადამიანური და ცხოველური წარმოშობის გენეტიკური ელემენტები, რომლებიც ზიანს აყენებენ ადამიანისთვის დამახასიათებელ იდენტურობას. ამგვარი ემბრიონებიდან წარმოებული ღეროვანი უჯრედების შესაძლო გამოყენება ქმნის დამატებით სანიტარულ საფრთხეს (ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელს), მის ციტოპლაზმაში ცხოველური წარმოშობის გენეტიკური მასალის არსებობის გამო. შეგნებულად ჩააყენო ადამიანი ამ საფრთხეში, მორალურად და დეონტოლოგიურად ყოვლად დაუშვებელია.

უკანონო გზით მიღებული ადამიანური წარმოშობის

“ბიოლოგიური მასალის” გამოყენება

34. მეცნიერული კვლევებისა და ვაქცინების ან სხვა პროდუქციის წარმოების მიზნით გამოყენებული უჯრედოვანი უბნები არის სიცოცხლის ან ადამიანის ფიზიკური მთლიანობის წინააღმდეგ არაკანონიერი ჩარევის შედეგი. ამ უსამართლო ქმედებასთან კავშირი შეიძლება იყოს პირდაპირი ან ირიბი, რამდენადაც საკითხი ძირითადად ეხება იმ უჯრედებს, რომელთა რეპროდუქციაც ხდება იოლი გზით და თანაც უზომოდ. ზოგჯერ ეს “მასალა” კომერციის საგნად იქცევა, ზოგჯერ კი უანგაროდ გადაეცემა კვლევითს ცენტრებს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან კანონიერი დავალების შესაბამისად. ყოველივე ეს ბოროტებისა და სკანდალის თანამშრომლობის საკითხში აღმოაცენებს სხვადასხვა ეთიკურ პრობლემას. ამიტომაც საჭიროა ძირითადი პრინციპების წამოყენება, რის საფუძველზეც კეთილსინდისიერი მუშაკები შეძლებენ შეაფასონ და გადაჭრან კიდეც ის სირთულეები, რაშიც შეიძლება აღმოჩნდნენ თავიანთი პროფესიული საქმიანობის დროს.

აქვე უწინარესად აღსანიშნავია, რომ აბორტის მსგავსი მორალური შეფასება “უნდა მიეცეს ადამიანის ემბრიონებზე ჩარევის უახლეს ფორმებსაც (თუნდაც თავისთავად კანონიერ მიზნებს ისახავდნენ), ვინაიდან ისინი გარდაუვლად იწვევენ მკვლელობას. ეს არის ემბრიონებზე ჩატარებული ექსპერიმენტები, რაც ფართოდ მკვიდრდება ბიოსამედიცინო სფეროში და ლეგალურად დაშვებულია ზოგიერთ ქვეყანაში… საექსპერიმენტო ობიექტად ადამიანური ემბრიონების ან ჩანასახების გამოყენება წარმოადგენს ადამიანის ღირსების წინაშე ჩადენილ დანაშაულს, მათაც ხომ აქვთ უფლება – ჰქონდეთ იგივე ღირსება, რაც გააჩნია ახალშობილ ბავშვს და ყოველ პიროვნებას.

35. საქმე სულ სხვაგვარად წარმოჩნდება, როდესაც მკვლევრები იყენებენ უკანონო წარმოშობის იმ “ბიოლოგიურ მასალას”, რაც წარმოებული არის მათი კვლევითი ცენტრების გარეთ ან მოიპოვება კომერციის სფეროში. ამასთან დაკავშირებითDინსტრუქცია Dონუმ ვიტაე-მ ჩამოაყალიბა შემდეგი ძირითადი პრინციპი, რომელიც ასეთ შემთხვევებში უნდა იქნეს დაცული: “ადამიანური ემბრიონის ან ჩანასახის გვამები, ნებით თუ უნებურად აბორტირებულნი, ისევე იმსახურებენ პატივს, როგორც ნებისმიერი ადამიანის გვამი. კერძოდ, ისინი არ უნდა გადაიქცნენ დასახიჩრების ან ბიოფსიის საგნად, თუკი არ დადასტურდება მათი სიკვდილი და არ გაიცემა მშობლებისა ან დედის თანხმობა. ამასთანავე, ყოველთვის უნდა იქნეს დაცული მორალური მოთხოვნა, რომ ნებაყოფლობითი აბორტით არ შეიქმნას რაიმე გართულება  და თავიდან იქნეს აცილებული სკანდალის საფრთხე”.

ამ საკითხთან მიმართებაში არასაკმარისია ზოგიერთი ეთიკის კომიტეტის მიერ ჩამოყალიბებული დამოუკიდებლობის კრიტერიუმი, ანუ იმის მტკიცება, რომ ეთიკურად ყოველთვის მართებულია უკანონო წარმოშობის “ბიოლოგიური მასალის” გამოყენება, თუკი ერთმანეთს აშკარად ეთიშებიან, ერთი მხრივ, ისინი, ვინც აწარმოებს, ყინავს და კლავს ემბრიონებს და, მეორე მხრივ, მკვლევრები, რომლებიც მეცნიერულ ცდებს აღრმავებენ.

მხოლოდ დამოუკიდებლობის კრიტერიუმი არ კმარა დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მათთვის, ვინც აცხადებს, რომ არ იწონებს სხვების მიერ ჩადენილ უსამართლობას, მაგრამ იმავდროულად საკუთარი საქმიანობის მიზნით იღებს ამგვარი უსამართლო გზით მოპოვებულ “ბიოლოგიურ  მასალას”.

როდესაც უკანონობა დამტკიცებულია იმ კანონებით, რომლებიც აწესრიგებენ სანიტარულ და სამეცნიერო სისტემას, შორს უნდა დავიჭიროთ თავი ამ სისტემის უკანონო ასპექტებისაგან, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება ამ აშკარად უსამართლო ქმედებების შემწყნარებლობაზე ან მათ უსიტყვოდ მიღებაზე. ფაქტობრივად, ასეთი დამოკიდებულება გაზრდის გულგრილობას ან სულაც კეთილგანწყობას, როგორც მავანნი უდგებიან ამ საკითხს სამედიცინო და პოლიტიკურ გარემოში.

ზოგჯერ იმაზეც კამათობენ, თითქოს ზემოგანხილული პრეცენდენტები მიანიშნებენ, რომ კეთილი ნების მკვლევრები ვალდებული არიან აქტიურად დაუპირისპირდნენ სამედიცინო სფეროში განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებას და ამ გზით მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი ეთიკური პასუხისმგებლობა. ეს ვალდებულება – თავიდან აიცილონ სკანდალი და ბოროტებაში თანამშრომლობა _ სინამდვილეში ეხება მათს ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობას, რომელიც უნდა დააყენონ სწორ გზაზე და მისი მეშვეობით დაამოწმონ სიცოცხლის ღირებულება ამ აშკარად უსამართლო კანონებისადმი დაპირისპირებით. ამიტომაც საჭიროა დაზუსტდეს, რომ “ბიოლოგიური მასალის” უარყოფის მოვალეობა (თუნდაც არ არსებობდეს მკვლევართა მჭიდრო კავშირი ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიის ქმდებასთან ან აბორტმახერებთან და არც თანხმობა ხელოვნური განაყოფიერების ცენტრებთან) მომდინარეობს იქიდან, რომ საკუთარ კვლევითს საქმიანობაში განუდგნენ ამ ღრმად უსამართლო საკანონმდებლო სურათს, მკაფიოდ განაცხადონ და დაიცვან ადამიანის სიცოცხლის ღირებულება. ამრიგად, ზემოხსენებული დამოუკიდებლობის კრიტერიუმი აუცილებელია, თუმცა შეიძლება არასაკმარისი იყოს ეთიკურად.

ბუნებრივია, ამ ზოგადი სურათის მიღმა არსებობს სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობა და სერიოზულ მიზეზთა გამო შეიძლება ისინი მორალურად თანაბარი დონის იყვნენ “ბიოლოგიური მასალის” გამოყენების გამართლებაში. ასე მაგალითად, ბავშვთა ჯანმრთელობისთვის  მოსალოდნელი საშიშროება შეიძლება უფლებას აძლევდეს მათს მშობლებს – გამოიყენონ ვაქცინა, რომლის შემადგენლობაში შედის უკანონო წარმოშობის უჯრედები, ამასთან დაკავშირებით ყველას ვალია, გამოხატონ საკუთარი უთანხმოება და მოსთხოვონ სანიტარულ სისტემას, რათა ხელმისაწვდომი გახადონ სხვადასხვა ტიპის ვაქცინები. მეორე მხრივ, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ უკანონოდ წარმოშობილი უჯრედოვანი ხაზის მომხმარებელ ფირმებში თანაბარ პასუხისმგებლობას არ ინაწილებენ ისინი, ვინც წარმოებული მასალის შემდგომ ბედს გადაწყვეტს და ვინც უუფლებოა ამ გადაწყვეტილებაში.

სიცოცხლის სასიკეთოდ მიმართული ცნობიერების სასწრაფო მობილიზაციაში სანიტარული სფეროს მუშაკებს უნდა შევახსენოთ, რომ “მათი პასუხისმგებლობა დღეს უზარმაზარია. იგი სანიტარული პროფესიისთვის დამახასიათებელ და სავალდებულო ეთიკურ გარემოში პოულობს ღრმა შთაგონებას და ყველაზე დიდ მხარდაჭერას, როგორც ამას აღიარებს ანტიკური და მარადაქტუალური ჰიპოკრატეს ფიცი, რომლის მიხედვით, ყოველ ექიმს მოეთხოვება ადამიანის სიცოცხლის უზენაესობისა და მისი საკრალურობისადმი პატივისცემა”.

დასკვნა

36. ეკლესიის მორალურ სწავლებას ზოგჯერ კიცხავდნენ მასში არსებული მრავალი აკრძალვის გამო. სინამდვილეში იგი დაფუძნებულია ყველა იმ მადლის აღიარებასა და განვითარებაზე, რომელიც შემოქმედმა ადამიანს მიანიჭა. ესენია: სიცოცხლე, ცნობიერება, თავისუფლება და სიყვარული. ამიტომაც განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს არა მხოლოდ ადამიანის შემეცნებითი მოღვაწეობა, არამედ ისეთი გამოცდილებები, როგორიცაა სამსახური და ტექნოლოგიური მოღვაწეობა. ამ უკანასკნელის წყალობით ადამიანი  (შემოქმედი ღვთის ძალის მოზიარე) მოწოდებულია შეცვალოს სამყარო, მისი მრვალფეროვანი რესურსები ჩააყენოს მთელი კაცობრიობისა და მთლიანად ადამიანის ღირსებისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ და აგრეთვე იყოს მისი შინაგანი მშვენიერებისა და ღირებულების დამცველი.

მაგრამ კაცობრიობის ისტორია ადასტურებს, რომ ადამიანმა ღვთისაგან ბოძებული უფლებები და ნიჭი ბოროტად გამოიყენა (და დღესაც იყენებს), კერძოდ: სათავე დაუდო დისკრიმინაციისა და ჩაგვრის სხვადასხვა ფორმას უსუსურთა და ყველაზე დაუცველთა მიმართ; ყოველდღიური მცდელობები ადამიანის სიცოცხლის საწინააღმდეგოდ; სიღარიბის დიდი არეალის არსებობა, სადაც დღეს შიმშილითა და სნეულებებით იღუპებიან ადამიანები, სრულიად მოწყვეტილნი იმ თეორიულ და პრაქტიკულ წყაროებს, რაც მოჭარბებულად გააჩნია მრავალ ქვეყანას; ტექნოლოგიური და ინდუსტრიული განვითარება, რომელიც ეკოსისტემას კონკრეტულ საშიშროებას უქმნის; მეცნიერული კვლევების გამოყენება ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის სფეროში სამხედრო მიზნებით; უამრავი ომი, რაც დღესაც თიშავს ერთმანეთისაგან და აპირისპირებს ხალხებსა და კულტურებს – ყოველივე ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე მრავლისმეტყველი ნიშანია, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ბოროტად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები და გახდეს საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი, ვერ გააცნობიეროს საკუთარი ამაღლებული და სპეციფიკური მოწოდება – იყოს ღვთის შემოქმედებითი საქმის თანამშრომელი.

საგულისხმოა, რომ ამის გვერდით კაცობრიობის ისტორია აჩვენებს რეალურ პროგრესსაც ყოველი პიროვნების ღირსებისა და მნიშვნელობის გაცნობიერებაში. ეს პროგრესი ეთიკური უფლებებისა და დებულებების საფუძველია, რითაც ცდილობდნენ და ცდილობენ დღესაც – ააგონ ჰუმანური საზოგადოება. სწორედ ადამიანური ღირსების წახალისების სახელით არის აკრძალული ყოველი ქმედება და ცხოვრების ისეთი სტილი, რომელიც შელახავს ამ ღირსებას. ასე მაგალითად, იურიდიულ-პოლიტიკური აკრძალვები (და არა მხოლოდ ეთიკური) რასიზმისა და მონობის სხვადასხვა ფორმის გაუქმებით; ასევე ქალთა, ბავშვთა, ავადმყოფთა ან მძიმე ხეიბართა დისკრიმინაციისა და საზოგადოებიდან მათი გარიყვის ფორმებთან დაკავშირებით – ყოველივე ეს აშკარად მეტყველებს თითოეული ადამიანის თანდაყოლილი ღირსებისა და გაუსხვისებელი უფლების აღიარებაზე და ნიშანია კაცობრიობის ისტორიაში მიმდინარე რეალური პროგრესისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველი აკრძალვის კანონიერება ემყარება ავთენტიურად მორალური სიკეთის დაცვის აუცილებლობას.

37. თუკი სოციალურ და ჰუმანურ პროგრესს თავიდან ახასიათებდა განსაკუთრებით ინდუსტრიის და საერთო კეთილდღეობის განვითარება, დღეს მისთვის ნიშანდობლივია ინფორმატიკის, მედიცინის, გენეტიკის და ბიოტექნოლოგიის სფეროში უკვე ადამიანზე შესრულებული კვლევების წინსვლა. ეს უკანასკნელნი კაცობრიობის მომავლისთვის ღრმადმნიშვნელოვანი სექტორებია, თუმცა მათში შეიმჩნევა უფლებების ბოროტად გამოყენება აშკარა და მიუღებელი გზებით. “როგორც საუკუნის წინ იყო მოკლებული მუშათა კლასი თავის ფუნდამენტურ უფლებებს, ხოლო ეკლესია დიდი შემართებით გამოვიდა მათ დასაცავად მშრომელი ადამიანის წმიდათაწმიდა უფლებების აღიარებით, დღესაც, როცა პიროვნებათა ერთ კატეგორიას უხშობენ სიცოცხლის ფუნდამენტურ უფლებას, ეკლესიის მოვალეობაა იგივე შემართებით მისცეს ხმა მას, ვისაც ხმა არ გააჩნია. იგი ყოველთვის გამოდის სახარებისეული სიტყვით გაჭირვებულთა, საფრთხეში ჩავარდნილთა, დამცირებულთა და ადამიანურ უფლებას მოკლებულთა დასაცავად”.

ეკლესიის სამწყსო და სამოძღვრო მისიის ძალით, რწმენის მოძღვრების კონგრეგაცია თავს მოვალედ თვლის ხელახლა აღიაროს თითოეული ადამიანის გაუსხვისებელი და ფუნდამენტური ღირსება-უფლებები მისი არსებობის დაწყებითი სტადიიდანვე და ნათელი მოჰფინოს მათი დაცვისა და პატივისცემის მოთხოვნებს, რასაც ყველასგან ითხოვს ამგვარი ღირსების აღიარება. ამ მოვალეობის შესრულება გულისხმობს გაბედულებას, რათა დაუპირისპირდნენ ჯერარშობილი ადამიანის მძიმე, უსამართლო დისკრიმინაციაზე დაფუძნებულ ყველა პრაქტიკას, რამდენადაც მათაც გააჩნიათ პიროვნების ღირსება, ისინიც შექმნილნი არიან ღვთის ხატად! ყოველ “არა”-ში, სიკეთისაგან ბოროტების გამიჯვნის მოვალეობაში, გამოსჭვივის დიდი “დიახ”, წარმოთქმული არსებობაში მოხმობილი განუმეორებელი ადამიანური არსების, ცალკეული ინდივიდის გაუსხვისებელი ღირსებისა და მნიშვნელობის აღიარების წინაშე.

მორწმუნე ადამიანები, მათივე მრწამსთან თანხმობაში მყოფი წინამდებარე ინსტრუქციის იდეათა მიღებით, ენერგიულად იღვაწებენ სიცოცხლის ახალი კულტურის დასანერგად იმ შეგნებით, რომ ღმერთი მარადჟამს უწილადებს იმ წყალობას, რაც აუცილებელია მისი მცნებების დასაცავად და რომ ცალკეულ ადამიანში, მეტწილად ყველაზე უსუსურებში, თავად ქრისტე გვხვდება (შდრ. მათ. 25, 40).

ასევე კეთილი ნების ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ექიმები და მკვლევრები, კონფრონტაციისთვის მზადმყოფნი და ჭეშმარიტების შეცნობის მესვეურნი, ჩასწვდებიან და გაიზიარებენ ამ პრინციპებს და შეფასებებს, რაც მიმართულია ადამიანის სიცოცხლის დაწყებითი სტადიების უმწეო პირობების დასაცავად და უფრო ჰუმანური ცივილიზაციის დასამკვიდრებლად.

უზენაესმა პონტიფექსმა ბენედიქტე XVI-მ 2008 წლის 20 ივნისს, ქვემორე ხელისმომწერ კარდინალ-პრეფექტთან გამართულ აუდიენციაზე, დაამტკიცა წინამდებარე ინსტრუქცია, მიღებული ამავე კონგრეგაციის რიგით სხდომაზე და გასცა მისი გამოქვეყნების ბრძანება.

ქ. რომი, რწმენის მოძღვრების კონგრეგაცია,

2008 წლის 8 სექტემბერი, ნეტარ ქალწული მარიამის

შობის დღესასწაული.

კარდინალი უილიამ  ლევადა,

პრეფექტი.

ანონსი: აღდგენილი სიმართლე!
დიდი სიხარულით წარმოგიდგენთ მეტად შესანიშნავ წიგნსა და მეცნიერულ ნაშრომს, რომელსაც ძალიან დიდი ისტორიული და სამეცნიერო ღირებულება გააჩნია. წიგნი  დაიბეჭდა 1902 წელს, თბილისის სტამბაში და მას შემდეგ მისი განახლებული გამოცემა აღარ განხორციელებულა. წიგნის სრული სათაურია “ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის” და ავტორი გახლავს შესანიშნავი საზოგადო და სასულიერო მოღვაწე მღვდელი მიხეილ (მიქელ) თამარაშვილი. მისი ბიოგრაფია შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.

აღსანიშნავია რომ, ამ წიგნს ძალიან მაღალი შეფასება მოჰყვა მაშინდელს საქართველოში და ილია ჭავჭავაძის გაზეთი ივერია 1902 წლის N254-ში აღნიშნავდა: “ეს მარტო კათოლიკობის ისტორია კი არ არის, არამედ საქართველოს შინაგანი ცხოვრების და პოლიტიკური მდგომარეობის ისტორიაა: და ამ მხრივ ეს შესანიშნავი წიგნი მეორე ქართლის ცხოვრებაა”.

წიგნში განთავსებულია საქართველოს მეფის რუსუდანის პერიოდიდან 19-ე საუკუნის დასასრულამდე არსებული ფაქტობრივი მასალა, რომელიც მიხეილ თამარაშვილმა ვატიკანის და ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოების არქივებსა და საცავებში მოიძია, ეს არის უნიკალური მასალა, ქართველ მეფეთა, დედოფალთა, პატრიარქთა და კათოლიკე მისიონერთა მიმოწერები რომის პაპებთან და ასევე მისიონერთა ჩანაწერები. ეს არის საქართველოს ეკლესიისა და ზოგადად სახელმწიფოს ნამდვილი ისტორია, რომელსაც გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო მტვერი აქვს დაყრილი და ფართო საზოგადოებისათვის უცნობია. მავანთ შეიძლება უსიამოვნო ამბად დაურჩეს ამ წიგნის დღის სინათლეზე დაბრუნება, ვინაიდან იგი შეიცავს ძალიან მდიდარ და ნამდვილი წყაროების ნაკრებს. იგი წარმოაჩენს ძალიან ბევრ დაფარულ და უცნობ ფაქტებსა და ისტორიულ ამბებს. ეს ყოველივე კი არსებითად ცვლის და სულ სხვაგვარად წარმოგვიჩენს დღეს საზოგადოებაში გავრცელებულ წარმოდგენებს საქართველოს ქრისტიანულ წარსულსა და ისტორიაზე.

მიხეილ თამარაშვილის ეს შესანიშნავი ნაშრომი უკვე ელექტრონულ ფორმატში არსებობს და მისი წაკითხვა შესაძლებელია როგორც ელექტრონული წიგნების წამკითხველებით, მაგალითად Amazon Kindle-ით, ასევე პერსონალური კომპიუტერით და მობილური ტელეფონით. აქვე გვინდა შევახსენოთ პატივცემულ მკითხველს, რომ წიგნის ელექტრონულ ვერსიაში წარმოდგენილია მხოლოდ მისი ქართული ნაწილი, 1902 წელს გამოცემულ ორიგინალში ბოლო რამდენიმე ასეული გვერდი დათმობილი აქვს იმ წერილებსა და მიმოწერებს იტალიურ და ლათინურ ენებზე, რომლებიც მიხეილ თამარაშვილმა მოიძია და მათი ელექტრონულ ვერსიაში განთავსება საჭიროდ არ ვცანით. დაინტერესებულ მკითხველს წიგნის სრულად ნახვა შეუძლია საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკაში.

აღნიშნული გამოცემის აღდგენა ნაბეჭდი ვერსიიდან შრომატევადი აღმოჩნდა და წიგნის სიძველემ ერთი-ორად გაართულა ეს საქმე, მაგრამ წიგნის ღირებულებისა და მასში არსებული ისტორიული ფაქტების გამომზეურების აუცილებლობამ ყველა ეს სიძნელე დაძლია და უკვე მზად არის როგორც ელექტრონული ვერსია, ასევე სტამბური წესით დასაბეჭდი ვერსია, რომელიც მალე გამოიცემა საქართველოში. ამასთანავე დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბატონ ვასილ კეკელიას, რომელმაც საჭირო დონეზე დაამუშავა წიგნის ტექსტი და ელექტრონულ ფორმატში გადაიყვანა.

გთხოვთ დააწკაპუნოთ შესაბამის ვერსიაზე წიგნის გადმოსატვირთად:

წიგნის ელექტრონული ვერსია PDF-ის ფორმატში

წიგნის ელექტრონული ვერსია iPad-ის, iPhone-ის და iPod-ისათვის

წიგნის ელექტრონული ვერსია Amazon Kindle-სათვის

პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია