რომი, იტალია, 6 ოქტომბერი, 2011 წელი (CNA) – ვატიკანის ყოველდღიური გამოცემა, გაზეთი ლ’ოსერვატორე რომანო სტივ ჯობს იხსენიებს, როგორც კომპანია ეპლის დამფუძნებელსა და “მეოცნებეს, რომელმაც შეაკავშირა ტექნოლოგიები და ხელოვნება”.
გამოცემა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჯობსი, რომელიც 56 წლის ასაკში 5 ოქტომბერს გარდაიცვალა, “იყო ერთ-ერთი ლიდერი და სიმბოლო სილიკონის ველის (კალიფორნია) რევოლუციისა.”
ეს იყო რევოლუცია ასევე “ჩვევების, მენტალიტეტისა და კულტურისა. რევოლუცია რომელიც იყო ახალი ყლორტი, მაგრამ არა იმ უსიცოცხლო 70-იანი წლების მემკვიდრე.”
ჯობსი იყო ის მეოცნებე, რომელმაც შეაკავშირა ტექნოლოგია და ხელოვნება. მართალია, ის არ იყო ტექნიკოსი ან მეწარმე. იგი არ იყო დიზაინერი ან მათემათიკოსი. ასევე არ ყოფილა ტიპიური სულელი ან შოუმენი. იყო იგი პირატი ან პიონერი? ისტორია ყველაზე უკეთ განსჯის ამას, მაგრამ ამ წუთას მისი გენიალური ქმნილებები რჩება ჩვენს შორის.” – წერს ლოსერვატორე რომანო.
“არასასურველი ფეხმძიმობიდან” გენიოსობამდე
სტივ ჯობსი დაიბადა 1955 წლის 24 თებერვალს. იგი გააშვილა მისმა დედამ, ჯოანა სიმპსონმა, ვინაიდან მისი მამა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ჯობსის სირიელ მამასთან, აბდულაფათაჰ ჯონ ჯანდალისთან ურთიერთობისა.
ჯოანა, მცირე ხანში დაქორწინდა ჯანდალიზე, მამამისის გარდაცვალების შემდეგ. მათ ჰყავდათ ქალიშვილი და ყველაფერი გააკეთეს რათა სტივი დაებრუნებინათ უკან, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა კანონის შესაბამისად.
ჯობსი გაიზარდა მოსამსახურეთა კლასის ოჯახში. 1976 წელს მან დააფუძნა კომპანია ეპლი სტივ ვოზნიაკთან ერთად მშობლების ავტოფარეხში. “10 წლის შემდეგ ეპლი გახდა 2 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანია,” აღნიშნავს ვატიკანის გაზეთი.
1984 წლის 24 იანვარს ეპლმა გამოუშვა მაკინტოშ 128K, პირველი პერსონალური კომპიუტერი რომელიც მაშინდელ ბაზარზე საკმაოდ წარმატებული გახდა. გააჩნდა გრაფიკული ინტერფეისი და მაუსი, რომელითაც შესაძლებელი იყო ბრძანებების მიწოდება კომპიუტერისათვის.
2001 წელს ჯობსმა წარმოადგინა iPod-ი, “რომელმაც შეძრა ათასობით ადამიანის გული და გონება.” “ტალანტი, წმინდა ტალანტი” – წერს ლოსერვატორო რომანო.
ჟურნალ “ცივილტა კატოლიკა”-ს ახალი დირექტორი, მამა ანტონიო სპადარო ამბობს, რომ ჯობსის უდიდესი წვლილი ჩანს “იმ ფაქტიდანაც, რომ ტექნოლოგია, მისთვის, იყო ცხოვრების ნაწილი” და არა რაღაც “წინასწარ დაკვეთილი ტექნიკოსებისათვის”, არამედ “ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისათვის გამოსადეგი და სასარგებლო.” მამა ანტონიო იხსენებს პაპ პიუს XI-ს, რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა ძალა კომუნიკაციებისა ადრეულ ეპოქაში და ამბობს რომ ჯობსი და პაპი კარგად ხედავდნენ “კომუნიკაციების უდიდეს ღირებულებას, რომელიც დღეს ჩვენს განკარგულებაშია და რომელიც უნდა გამოვიყენოთ.
ჯობსში გაერთიანდა უდიდესი უნარი ინოვაციისა და უდიდესი უნარი შექმნისა.” “და ბოლოს, სტივ ჯობსის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი იყავი “მუდამ მწყურვალი, მუდამ შერეკილი” არის სწორედ ის, რაც მუდმივად უნდა იქნეს შენარჩუნებული, რათა დავინახოთ სიახლეები ჩვენს ცხოვრებაში” ამბობს მამა ანტონიო, რომელმაც გაიხსენა სტივ ჯობსის ცნობილი გამოსვლა სტენფორდის უნივერსიტეტში 2005 წელს. “ეს არის სწორედ რასაც ჩვენ შემეცნებას ვუწოდებთ”, თვისება ხედავდე განსაზღვრული ლიმიტის გარეშე!
